Friday, July 3, 2009

Neverland...

წუხელ ჯექსონი დამესიზმრა.
იმიტო რო ყველაფერი წავიკითხე, ყველა ინტერვიუ ვნახე, ყველა დოკუმენტური, ყველა ფოტო და ყველა სიმღერას მოვუსმინე, რაც ოდესმე უმღერია. უცნაურია, წლებია აღარ მომისმენია ჯექსონის მუსიკისთვის, არც მქონდა არაფერი. რაც მახსოვდა იყო გონებაში გამჯდარი ბავშვობისდროინდელი მელოდიები. ძილში რო შემანჯღრიო რო წავიღიღინებ, ისეთები. და ეს დღეებია სხვას ვერაფერს ვერ ვუსმენ. მთელი დისკოგრაფია ჩამოვქაჩე.
უკიდურესად მეცოდება... აი ახლა ვუსმენ და თანდათან ვიხსენებ, ოთხმოციანების რაღაც მელოდიას რო წავწყდომივარ ახალ ფილმებში და ძალიან მომწონებია. ყველაფერი ჯექსონისაა.
ინტერვიუებმა გამაოცა. საერთოდ სხვა ადამიანი ლაპარაკობს ჟურნალისტთან და საერთოდ სხვა ადამიანი მღერის სცენაზე და კლიპში. აი ვაბშე გარდასახული. მე ვნახე, რო სინამდვილეში გამხდარი ტიპი იყო, მძიმე ავადმყოფი და ავადმყოფური გარეგნობით, ქალის ხმით და ბავშვური სიცილით, გვარიანი ექსცენტრიკი, არანაირად ბედნიერი, მარტოსული, ცოტა სასაცილოდ მოცეკვავე, ბრჭყვიალა და საოცრად ნიჭიერი. თუმცა მე არ ვიცი რა იყო სინამდვილეში, საერთოდ არავინ არ იცის და არც დაიბრალოს ვინმემ წაკითხულით და თუნდაც დოკუმენტური ფილმის ნახვით, მაგრამ არასოდეს არ დავიჯერებ იმ საზიზღრობებს, რასაც წერენ და გაიძახიან. ვსო.
მაგრამ საქმეც ისაა, რომ არ მაინტერესებს მის სულში ხელების ფათური. და მეზიზღება ჟურნალისტები. განსაკუთრებით ის იდიოტი ინდუსი, მარტინ ბაშირი, 2003 წლის დოკუმენტური ვინც გააკეთა. კრეტინი. და ხალხი კიდე გამოტვინებული. ნახეთ აქ აი ამ ბაშირის ფილმი.
ოფრა უინფრის გაკეთებული ინტერვიუ უძველესია, 1993 წლის და ცოტა შელახული ხარისხის, მაგრამ მაინც დავდებ. ვერ ავქაჩე რაღაც... აჰა, როგორც იქნა
რაღაცა არ შემიძლია რო იკრიჭებიან უაზროდ და სისულელეებს ამბობენ ჯექსონზე, მითუმეტეს ახლა. ცვილის ცხვირი ქონდა და პედოფილი იყო და თავის ბავშვს აივნიდან აგდებდა და ეგეთი გაუგონარი კრეტინობები. თუ ვინმე ასეთი კომენტარის დასატოვებლად შემოვა, თავზე გადავალეწავ ამ ბლოგს. რას აგდებდა თქვენი თვალით ნახავთ ამ კადრებზე, თუ ნახავთ. რამ შეარყია ეს ხალხი არ მესმის.
მე მეჩვენა რო ძაან საყვარელი იყო, უცნაური და საყვარელი და ძალიან უბედური და მარტოსული:(
და უნიჭიერესი.
როგორ მწყდება გული არ იცით. რა უცნაურია, რაღაცა ძალიან შეჩვეული რამე რო აღარ არსებობს ... ჯექსონისთვის საერთოდ რო არ მომესმინა, თურმე მინდოდა რო სადღაც ყოფილიყო. არ მეგონა თუ ასე განვიცდიდი.
ვანო იკრიჭება, მისი ფანები თავს იკლავენ და აბა ჰე, შენ იციო.
ამაზე ვერ ვბრაზდები ოღონდ:)) გიჟუნიაა ვანიჩკა:))
ხოდა, რაღაცა დამიწერია ადრე, აგე, და შემრცხვა. უგულო პოსტი. რას ვჯღაბნიდი საერთოდ, დურა.

7 comments:

Anonymous said...

mec shemrcxva :(

ketketa said...

ბელ:)
ხოო, წავიოხუნჯეთ მე და შენ მაშინ:)
მარა ხო შეგვრცხვა:)

Kalo said...

ქეთ, ვუყურე იმ ფილმს. რა ცოდო იყო ეს კაცი რაააა. და ვაბშე მემგონი იმიტომ იჩალიჩა ამდენი, რომ აბსოლუტურად გაქცეოდა თავის ბავშვობას. თავიდან ბოლომდე გადაკეთდა.
და ეს ჟურნალისტი სრული იდიოტი. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ამდენი ხანი ამისთანა კაცთან ერთად გაატარა და რა უსახური ფილმია და თან რა უსულგულო, თითქოს ყოველ წინადადებაში ცდილობს დაამციროს.
ძაან კეთილია არადა რესპოდენტი. არაა?
და როგორ მეცოდება არ იცით :-(

© said...

რა პოსტი ამოგიქექია :) და რა კომენტარები :)))))

საწყალი. მართლა ძალიან ნიჭიერი იყო, უზომოდ

რამდენიმე თვის წინ კარადის ლაგებისას უძველეს დღიურებს გადავაწყდი, რამ შემანახინა აქამდე, არ ვიცი. ხოდა ცალი თვალით გადავხედე, სანამ ხელს მოვუსვამდი და ნაგავში გადავუძახებდი მთელს წარსულს :) ხოდა რა დამამახსოვრდა იცი (რატომღაც გადავშალე იმ გვერდზე, წავიკითხე და ჩამრჩა თავში) - ჯექსონზე მიწერია (პოსტი მეთქი, კინაღამ დავწერე :)))) მაშინ სად იყო პოსტი და კომენტი :))) ). მოკლედ, ჯექსონს პედოფილია რომ დააბრალეს, როგორც ჩანს მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ძალიან შემძრა ამ ფაქტმა და ვერაფრით ვერ ვიჯერებდი. იმენა მიუღებლობა დამემართა და პროტესტის გრძნობა და ვწერდი, რომ ეს შეუძლებელია, რომ ასეთი ტიპი ამას არ იზამდა და რომ საზიზღრობებს აბრალებენ და ა.შ. რა როჟა ვიყავი :)))

ხოდა გეთანხმები, არ არის საჭირო და არ მინდა ეს ხელების ფათური და ჩხრეკა. კაცმა არ იცის რა იყო და რა არ იყო სინამდვილეში. და მეც მგონია, რომ ცოდო იყო და არა ბედნიერი... თუმცა ალბათ მაინც ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა, რაც უნდოდა (მარტო სიმღერას არ ვგულისხმობ)

ბელ, შე ანონიმუსო :)

© said...

ვაიმე ქეთ, მგონი რამდენჯერმე გამოვგზავნე ერთი და იგივე კომენტი. ტო ესწ ორი და იგივე :))) მეგონა არ იპოსტებოდა და გადავირიე. ახლაღა შევამჩნიე, რომ რაღაც დაგიმატებია ფუნქცია, შენი ნებართვის გარეშე არ იპოსტება. :)
ხოდა პირველივე შეგიძლია დადო, თუ საერთოდ დადებ ჩემს კომენტს :)))) და დანარჩენები და ეს კომენტიც შეგიძლია წაშალოოო :)

Tiko said...

ქეთააა, აი ჩემი აზრები გადმოეცი ახლა შენ,ამ პოსტით. ძალიან სირცხვილიამას რომ ვამბობ, მაგრამ 2 კვირის წინ ჩემი ნათესავი გარდაიცვალა და იმის გარდაცვალება არ განმიცდია ასე, როგორც ჯექსონის :((((((
ყველა ალბომი გადმოვიწერე და მეც დებილივით ვუსმენ და ვარ...

ეეეეეჰ....

ketketa said...

ვაიმე, ბავშვებო, მეც არ ვიცი როგორ ჩავრთე კომენტების გაკანტროლების ფუნქცია, რა ვქნა:)))))) მაპატიეთ:)))) ვერ ვიტან ეგეთ რამეებს, აზრად არ მომსვლია თავში:))))
და ვნერვიულობდი, აღარვინ მიკომენტებს თქოო:)))))))))))))))))))))))) რა საწყალი ვარ:))))))))))))))))

მიყვარხართ, ვგიჟდები თქვენზე!!:))