Wednesday, May 6, 2009

I Loves You Porgy

სამივე ერთად ისხდნენ, როგორც მაშინ... ბედნიერები რომ ვიყავით.
ჩვენ ორნი რომანტიულად ბედნიერები (გვეგონა), ყველანი ერთად ძალიან ახლო მეგობრები.
უცნაური შეგრძნება მაქვს, ასე რო ვხედავ, ერთად... მეოთხე მე ვიყავი ადრე. ახლა კიდე ისე შორს ვარ. მგონი.
მაგრამ მარტო მე არა.
რათქმაუნდა არაფერი აღარ არი ისე, როგორც იყო. ვეცადეთსავით, მარა არ გამოვიდა. ან სათანადოდ არ გვიცდია. მე იმიტო არა, რო გამიჭირდა და აღარ მომინდა, იმათ იმიტო რო ... ისინი კაცები არიან, დაეზარათ. უცნაური ხალხია კაცები, ერთმანეთის წყენინებას ერიდებიან ('კაცურ პონტში'. ვერასდროს ვერ გავიგებ რა არი ეს სუგუბა კაცური ფილოსოფია რო გონიათ აი ის ფილოსოფია) და ამას ლამის საკუთარი ბედნიერება შეწირონ მთლიანად, საკუთარი და განსაკუთრებით ქალის. ზოგი ასეთია, ზოგი ისეთი, ფორმულა არ არსებობს რათქმაუნდა.
რისი არ მჯერა და ფორმულების ურთიერთობებში.

შევედი და ორ წამში დაიშალნენ.
არ მინდა ასე. ძაან არ მინდა, ვითრგუნები და რაღაც მტკივნეული სინანული შემომაწვება ხოლმე, რომელიც დიდხანს აღარ მიდის და ვიტანჯები.
ცალ–ცალკე თითქოს არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ახლოს ვართ და ერთად. მარა არცერთი არ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც იყო, რაც გვქონდა. ნუ ორიოდე სიტყვით ვთქვით და მორჩა.
წეღან ვცადეთ და ისეთი ნაძალადევი და უხერხული გამოვიდა, გაქცევა მომინდა სადღაც.
ჩემს გულისტკენას ერიდებიან და მეღიმება. მეც ვერიდები იმათ გულისტკენას და მიხარია, რო ვერიდები.

რაღაცა არსებობს.

9 comments:

Dv0rsky said...

შენა...
(ჩამოჯდა, მოუკიდა)

რა გინდა კაცო ამ კაცების კაცური ფსიქოლოგიისგან?

არსებობს ასეთი რამ, რასაც უფრო სწორად - კაცური სოლიდარობა ქვია.

და ერთმანეთის წყენინებას სულაც არ ერიდებიან კაცები, არ გინახავს კაცების ჩხუბი? რა ლამაზად აგინებენ და ურტყამენ ერთმანეთს?

უბრალოდ, კაცებმა ერთი მარტივი რამ იციან, რაც ქალებს ავიწყდებათ - ნავში თუ ზიხარ, არ უნდა იხტუნაო, თორემ ამოყირავდება, და ორივე დასველდებით.

ამიტომ ერიდები იმ მომენტში წყენინებას.
აი მიხვალ ნაპირთან და ისეთს აწყენინებ, როო...

:)

ხო, კიდე რა გითხრა. როგორ ხარ, ქეთქეთ?

ketketa said...

:)
პრივეტ, დვორსკ:)

ნაპირი მყარია, აბა რა, უცებ გაიქცევი:)))

მმმმ, და ქალებს მგონი არაფერი არ ავიწყდებათ:) ოღონდ ეს სხვა ოპერიდან არი:))

როგორ მომენატრე, კაცო, რა არი ეს?:)
მე უფრო დავიკარგე შენი ბლოგიდან თუ შენ ჩემი ბლოგსროგავსიმრაღაციდან ნეტა?:))

Dv0rsky said...

მგონი შენ უფრო დაიკარგე, მე შემოვდივარ ხოლმე სულ.
ცოტას წერ :)

ketketa said...

:)

ა'ლ ბი ბექ :ქეთევანღლონტი:

S.P. said...

სალამი კაი ხალხს...

სად დამეკარგეთ, საუკუნეა ვერ გხედავთ.

ქეთი მაგარ კინოებს წერ

ketketa said...

:)

ყველანი დავიკარგეთ როგორღაც...

Anonymous said...

ver vcer komentebs, veraaaaa
ver vakomenteb. mishveleeeet

Anonymous said...

qet, xedav anonimusit davakomente, ise vera, arada mindoda metqva rom budu var. da ici ra magar ragaceebs gicerdi da ver vaqveynebdi :)
xalxooo icodet rom aq var anonimus amofarebuli da icit ra magra var?! :) menatrebit

ketketa said...

ბელააა:) ჩემო საყვარელო, როგორ მომენატრე:) და რა საყვარელი ხარ, ვგიჟდები შენს კომენტარებზე იცი?? ვგი–ჟდე–ბი:)

გკოცნი:) მიყვარხარ :)