Saturday, May 9, 2009

Jacob? Seriously??

გადაბრუნებული მაიკასავით ადამიანები ხო არსებობენ? აი იარლიყი რო გარეთ ცანცარებს და ნაკერები ფრიად უგერგილოდ გამოჩრილა გვერდებზე.
იმდენი ვილაპარაკე ამ გოგოზე უკვე სინდისი მაწუხებს, ჯოჯოხეთის კარებს ვამტვრევ ორი დღეა და აქაც თუ გადავუარე, შემიშვებენ და კარგად მეყოლეთ მერე.
ეგეთი რამე ცხოვრებაში არ მომსვლია მგონი.

და ლოსტის სცენარისტებმა დაიბიჯეს, ნაწლავები გადაიხლართეს, ყველა ანომალიური დრამატურგიული ხასიათის ფანტაზია აიხდინეს. წარსულში რო მოხდა ის მომავალია, ახლანდელში წარსული ხდება და მომავალში რაც მოხდა, ის საერთოდ არ ყოფილა. გამოვშტერდი.

4 comments:

Kalo said...

აააააააააააააა, ჯოჯოხეთის კარებს ვამტვრევ ორი დღეააააა :-):-):-)
თუ არ გიღებენ, ძაანაც ნუ შეაწუხებ ქეთ, ყუფარაძეს ნუ დაარეკინებ მაინცდამაინც :-):-):-)

ketketa said...

:))))))) აუ ხოო, თორე იმას უარს ვერ ეტყვიან ხო იცი და დავიღუპები :))))))))))

GIGILO said...

რამდენი ხანია აქ არ შემოვსულვარ მომნატრებია სულ გადავიკითხე ყველაფერი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩემნაირად მოაზროვნე და ჩემნაირი გემოვნების მქონე ადამიანი ოღონდ მდედრობითი სქესის არსებობს :))) პრინციპში შენც შეგიძლია თვქა იგივე რომ არსებობს :))))))

ketketa said...

ვააა, გიგილო:)) შენ აქ დაიკარგე და მე იქ, last.fm–ზე:)))

ძააალიან გამახარე შენი კომენტარით, ჩემო კეთილო:)