ბრიუს უილისის ფილმების ფაზა რაზგარში შევიდა და ავდექი და მოვქექე ოთხმოციანების ფანტასტიური სერიალი Moonlighting, ჯერ კიდევ ქოჩორა ბიჭი რო იყო ბრიუსი აი იმდროინდელი:))) უსაზღვროდ სახალისოა, გენიალური:) ელ ჯეროს გადასარევი თემით და ულამაზესი სიბილ შეპარდით:) ისეთი გადასარევი იუმორია, ჩემ ბავშვობაში რათქმაუნდა რუსული გახმოვანებით გადიოდა და მაშინვე არაჩვეულებრივი იყო მარა რა შედარებაა:))
და მოდა, რომელიც მეგონა ყველაზე სასაცილო მსოფლიოში – ისეთი ლამაზი ზმანია სიბილ შეპარდი, ნუ უმომხიბლავესი:)
ვინც განრისხებულია გაუგებარ, გასაცოდავებულ 80იანებზე, არც აქეთ რო არ იყო და არც იქეთ ჩვენს საბჭოთა ცხოვრებაში, ნახეთ ერთი ორი სერია და ან კიდევ უფრო განრისხდებით ან აუხსნელი ნოსტალგია შემოგაწვებათ დროზე, რომელიც ჩვენთან იყო ასკილოიანი სკოლის ფორმების, ბანტების, კლიფსების, ქსოვის სასწავლი რუსული ჟურნალების და საზიზღარი მაკიაჟის ეპოქა:)))
Monday, January 12, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
5 comments:
აუ ქეეეეთ, არ იცი შენ როგორ გამეხარდა ეს პოსტი! იმიტომ რომ ვგიჟდებოდი მაგ სერიალზე და შენ ხარ მეორე ადამიანი, რომელმაც იცის და ნანახი აქვს და ახსოვს :)
პირველი - ბლოგერი იყო ვიღაც, არ მახსოვს ვინ, ანუ არ ვიცნობ და შემთხვევით ჩერეზ ჩერეზ შევბოდიალდი, ასე მახსოვს და შემთხვევით გადავაწყდი იქაც ამ თემას :)
რა მაგარია რომ გახსოვს და გიყვარდა :)
რამდენი რაღაც აღარ დაბრუნდება, ხოო?!...
აი ზუსტად, აღარ დაბრუნება:)
მარა იყო გენიალური ნუ:))) მთელი საღამოა ვცდილობ ერთი ძაან მაგარი სერია ავტვირთო და ვერ მოვახერხე, რა ჭირთ ამ ასატვირთ საიტებს
ღრმა ბავშვობაში ვუყუებდი ხოლმე ამ სერიალს რუსეთის პირველ არხზე, მაშინ ოერტეზე :D აუ, სიბილ შეპარდი - უმაგრესი ქალია, სიამოვნებით ვნახავდი ამ სერიალს კიდევ ერთხელ :love: :happy:
რა მაგარია, რო მოგწონთ:)
ძალიან მიყვარდა ეს სერიალი, აი ძალიან :)
Post a Comment