ვგიჟდები კითხვა–პასუხზე და შესავსებ რაღაცეებზე:)) თან ასეთი – ნამდვილი – ძაან მახალისებს! yay:)
:ნასტარტვნიმანიემარშ:
1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
პატრიარქის შემოდგომა, მარკესი. ტანზებურძგლებისდამყრელი და სუნთქვისშემკვრელი. და აღფრთოვანებული ვარ ელზა ახვლედიანის თარგმანით კიდე, სულ ამას გავიძახი.
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
პოეზიასთან ისეთი უაზრო დამოკიდებულება მაქვს, აუხსნელი... თუ ვკითხულობ მომწონს, მაგრამ როდის ვკითხულობ, რატო და რა ვითარებაში, გაურკვეველია. არ არსებობს ჩემი სურვილით ავიღო და წავიკითხო, რაღაცა გარემოება მიბიძგებს ხოლმე სულ. რაღაცეები წამიკითხავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რამე მესმის პოეზიაში:)
გალაკტიონის რამდენიმე საოცრება (ლექსადწოდებული) მომწონს ოღონდ:) ანგარიშმიუცემლად და უკანმოუხედავად:)
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
ხუთი. ვივაჭროთ?:)) ან ტირეებით ან სლეშებით რო გამოვყო, არ შეიძლება?:)
ნოდარ დუმბაძე. მარკესი. ასტრიდ ლინდგრენი. ოთარ ჭილაძე. გურამ დოჩანაშვილი.
4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
ძალიან ბევრ წიგნზე მიტირია, მარა დედოფალ მარგოზე ისე დავისიე თვალები, არ დამავიწყდება არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს:)))))) ლა მოლს და კოკონასს რო თავები დააგდებინეს, ცხოვრება გათავდა აი მანდ:))
5. რომელ წიგნს დასცინეთ?
კოელიოს "11 წუთს". გვარიანი დებილობაა ჩემი აზრით.
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
ნოდარ დუმბაძეს.
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
გამეღიმა ამაზე:) უამრავია, სულ ჩემთან როა და ვერავინ რო ვერ წამართმევს ისეთები სულ, პა განწყობუ:))
ერთს დავწერ აქ: 'ერთი ორი სამი, ერთი ორი სამი, რა უბედურებაა ეს ჯარი, ოთხამდე რომ გინდოდეს დათვლა, მაინც სამზე ჩერდები':)) – დუმბაძე, ნუ გეშინია დედა.
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
'ჩვენც სალტკროკელები ვართ', ასტრიდ ლინდგრენი:) ვერასდროს ვერ ვიტყვი ან დავწერ, რა არი ეს წიგნი ჩემთვის:) რა ბავშვობა, წუხელ დავხურე და დავიძინე:) მემილიონედ:))
9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?
არამგონია ოდესმე მეფიქროს ამაზე, ჰმ... უცნაურია
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
არც მიცდია:) რაღაცა არ დავინტერესებულვარ. და კიდე სკოლაში მიშლიდა ნერვებს რო მეკითხებოდნენ, რა წაიკითხე ამ ზაფხულსო:)) რატო მიშლიდა ვერ გეტყვით, უბრალოდ არ მიყვარდა ამაზე ლაპარაკი.
ხოდა ისა, ცისიას და პაჭოს კალომ გადაულოცა და მე აგერ მარიკას ვთხოვ, ორიოდე სიტყვით:))))
Monday, November 9, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
15 comments:
ქეეეთ, ლა მოლზე მეც ვიტირეეე. კოკონასი რატომღაც მეკიდა. კი განვიცადე, მაგრამ ლამოლის თავის მოჭრამ კინაღამ გადამიყოლა. თუმცა ჩემს კითხვა-პასუხში სხვა წიგნი ჩავწერე და ეგ აღარ დავამატე, ისედაც თითქმის ყველა პუნქტში ვითავხედე და გადავაჭარბე ლიმიტს.
აუუ, შენთანაც ლინდგრენი რომ ფიგურირებს რა კარგიააა :-)
ჭილაძე-დოჩანაშვილშიც დავემთხვიეთ.
დამთხვეულები ვართ ფაქტობრივად.
და მიხარია.
რა კარგი გოგო ხარ :-)
ვაიმე, კოკონასი მეკიდაააა:))))))))))))))
ხოო ჭილაძე–დოჩანაშვილში დამთხვეულობაზე ვგიჟდები:))
ძაან კარგი და საყვარელი გოგო ხარ შენ, რო ეს გააკეთე და მე რო 'დამტაგე':)))))))
გკოცნი:)
:)))შენი და კალოს პოსტები მაინტერესებდა ძალიან :)) რა ჩქარა დაგიწერია :)
ახლა წავიდა კომენტარები:
1. ვგიჟდები! ქართული თარგმანი არ წამიკითხავს. კარგია? გადავიკითხო უნდა, ამჯერად - ქართულად
3. ვივაჭროოოთ? :)))))))))) ოო, როგორ გეთანხმდები.... ბოლო ორში :)
5. :))) დაგლიჯა! :))) მეც კოელიო მიწერია, ოღონდ ის, რაც მე მიწერია, 11 წუთზე ბევრად უარესი მარაზმია! :))
8. ასტრიდ ლინდგრენი :))
მოკლედ, აქ ბევრი დამთხვეული მოიყრის თავს, როგორც ვფიქრობ :)
წავედი ახლა კალოსთან, დასაკომენტებლად :)
ლინდგრენის კლუბი:)))))
ცის, გკოცნი!:))
:))))
მეც (მე,ც) ქეთ :)
marikam rogor daikida es tamashi. ra sacyenia. uqnara ega :-):-) mconara :-)
ხოო, ააყუდა ეს გარდამავალი დროშა კართან და დადის აქეთ–იქით:))))
ლიტერატურული თამაში ეძახე და ისე მომეწონა, სამჯერ გადავიკითხე :)
მარკესი და მისი პატრიარქი, ლინდგრენი, დუმბაძე, დოჩანაშვილი, ლა მოლი და კოკონასი (ოსე, მე დე ბიუსი და მონსორო მირჩევნია)... ფანტასტიური გემოვნება გაქვთ, სენიორა.
კოელიოს ალქიმიკოსი მომეწონა, დანარჩენი - პრიმიტიული ბოდვაა.
აწი ხშირად შემოვიხედავ და ნელნელა დავაგემოვნებ თქვენს ბლოგს.
ო–ლა–ლაა:)
გამიხარდა ახალი სტუმარი:)
დიდი მადლობა კეთილგანწყობილი კომენტარისთვის:)
მეც სიამოვნებით გესტუმრებით:)
ველქამ :)
კომენტარები გადავიკითხე ახლა და თურმე, ლინგდრენის კლუბი ჩამოყალიბებულა.
ერთ რიგით წევრად მეც მიმიღეთ. კარლსონი, პეპი, კალე ბლუმკვისტი, რასმუსი, ჩორვენი, მალენი და სტინა მიყვარს ძალიან. კიდევ ფრედი და ტედი მომწონდა ბავშვობაში. ორივე.
და, სხვათაშორის, მარკესის პატრიარქიც მაქვს კაფეში :)
ხოოო, ვნახე!!:)
ლინდგრენის კლუბში აუცილებლად მიგიღებთ:) საწევროდ ვიღებთ თითო საყვარელ ციტატას თვეში:)))
დღეს პიტერი შეხვდა მალენს...
მშვენიერია, ამ თვის მიღებულია:) მე ვიტყოდი, რამდენიმე თვის წინასწარ შემოიტანე ფაქტიურად:)
ერთი თვის ჩაითვალოს :) წინასწარ არ მინდა :)ვფიცავ დიდებულ მუმრიკს, ციტატები არ გამომელევა :)
:)))) კეთილი:)
Post a Comment