Monday, June 18, 2007

დღეს


– ჩემი ბეჭედი უნდა იყოს მზად, შპს "ტყლარწვა"... აჰა, ესაა, მადლობთ – რომელიღაც ბუ(წ)იკის საოცრად ჩაცმულმა მეპატრონემ შემოჰყო თავი შტამპების დამამზადებელ სოროში. მე რაღა მინდოდა? ჰო, მე ჩემი წილი შტამპები წამოვიღე, რაღაცა მწვანე უხეირობა...

ჩემი მეგობარი ბერად შედგა... ძალიან ბევრს ვიფიქრებ დღეს ამაზე.

დეპრესიიდან გუშინ ჩამოვედი, შევრჩი რაღაც, აცივდა მერე, მე კიდე ჟაკეტი არ მქონდა წაღებული და... ალბათ ისევ წავალ, ვნახოთ.

სილამაზე გადაგვარჩენსო, მართალია? თუ გვაბოლებენ ისევ ნეტა?

2 comments:

Anonymous said...

mgoni gvaboleben. tumca iqneb da vcdebi

ketketa said...

:)
გადარჩენა ალბათ გაუჭირდება მარა მაინც კაია დალოცვილი...