ათასი წელიც რომ გავიდეს, ათასი სხვა ადგილი და გარემო გამოვიარო, ისეთი ბედნიერი, დამშვიდებული, თავისუფალი, მხიარული და სიყვარულით გარემოცული ვეღარსად ვიქნები, როგორც მამისეულ სახლში...
ათი წელია აღარ ვცხოვრობ სახლში, სადაც გავიზარდე, სადაც ყოველი კუთხე–კუნჭული, ყოველი გოჯი ყველაზე საყვარელია ამქვეყნად ჩემთვის, ჩემი ოთახი, რომელიც ამდენი ხნის მერე ისევ საბავშვო ოთახია :) იმიტომ რომ იქ არაფერი შეცვლილა, არც მინდა რო შეიცვალოს, იმდენად საყვარელი და ახლობელია ყველაფერი... ჩემი წიგნები და ძველი ნივთები ისევ ისე დევს, როგორც ადრე, მხოლოდ მტვერს აცლის დედა და ისევ აბრუნებს ძველ ადგილას.
უცნაურია, ყოველთვის სევდიანი ვარ, როცა სახლში ჩავდივარ... არადა ბედნიერების მეტი განცდა არ უნდა მქონდეს წესით.. მაგრამ ვიცი ეს რაცაა. ის დრო რომ აღარასოდეს დაბრუნდება, ჩვენ რომ ისეთები ვეღარ ვიქნებით, უდარდელები, ლაღები, თავზეხელაღებულები, დეეე, მააა–ს ძახილით აქეთ–იქით მორბენალები...
ჩემი მშობლები, ორი უსაოცრესი ადამიანი, აღარ არიან ისეთი ახალგაზრდები, ჯან–ღონით სავსენი... თუმცა უწინდებურად და ათასჯერ უფრო მზრუნველები და მოსიყვარულენი...
ხანდახან ვოცნებობ, დრო გაჩერდეს, ან როგორმე ძააალიან გახანგრძლივდეს რომელიმე უბრალოდ ბედნიერი, სავსებით ჩვეულებრივი წუთი, გატარებული მამისეულ სახლში...
საღამო, სიჩუმე, საოცრად ახლობელი და მხოლოდ ჩემთვის ნაცნობი ხმები, სურნელი...
დედას ნაბიჯების ხმა, ჩქარი, და რო მიპოვის სადმე მჯდომარეს, აქა ხარ დედი? და გამიღიმებს და მომეფერება, როგორც ბავშვობაში... მამაჩემის ხმა, ტკბილი და საყვარელი – ქეთა, დღემ როგორ ჩაიარა მამი? ხო არ მოიწყინე?
რა მომაწყენს...:)
ან სად უნდა გავჩერდე, როცა ამაზე ვლაპარაკობ...
თვალდახუჭულმა რო იარო, ფეხს რო არაფერს წამოკრავ, ხელს გაიშვერ და ზუსტად იმ წიგნს აიღებ, რომელსაც ეძებდი იმიტომ, რომ ზუსტად იცი სად დევს...
აი ეს მიყვარს, შეჩვეული, ჩემი, საყვარელი და განსაკუთრებული... ყველაფერი მიყვარს ასეთი, სახლიც და ადამიანიც, ცხადია...:)
4 comments:
ჩემს ბლოგთან ბმულის გაცვლაზე რას იტყვი?
http://kidblog.wordpress.com/
გამარჯობა, კიდ:)
რატომაც არა :)
ok
მე დაგამატე
:)
მადლობთ, მეც:)
Post a Comment