Monday, June 11, 2007

რა ვქნა, ჩამოვიდე? თუ დავრჩე აქ, მთვარეზე??

უცნაურია, რამდენჯერმე ძაან შევცდი ადამიანის შეფასებაში.
არა, უცნაური რაა, ღმერთო ჩემო, მე, ასეთ ჭკუის კოლოფს და მახვილგონიერს, ეს როგორ მომივიდა მეთქი კი არა, მარა შემრცხვა საკუთარ თავთან, ასე რო ვცდებოდი.
განსაკუთრებით კაი ტიპი რო ვიგინდარა გგონია, ესაა უხერხული, მსუბუქად რომ ვთქვათ...
ვიგინდარა რო კაი ტიპი გგონია ეს უხერხული კი არა რეგვენი რო ხარ იმას ადასტურებს ცხადია, მარა ნუ... თვალი ავლესე უკვე, ცოტა აზრზე მოვდივარ, ასე მგონია...
თავს რო ირწმუნებ, ნუ არც ისე სულელი ხარ, გოგონი, რა მოხდა მერე, ვინ არ შემცდარა... უიმმმ, ეს ბრტყელ–ბრტყელი გამონათქვამები...წიპა, თავს როგორც დაიფასებ ისე დაგაფასებენ (!!!), პირველად ჭირს თორე მერე წყალივით მიდის... blah-blah...

ჩემები მეუბნებიან, რაღაც მოწყვეტილი ხარო რეალობას, შენი სამყარო გაქვსო, რაც მოგწონს და გიყვარს, მხოლოდ იმას ამჩნევ და იმითა გაქვს თავი გამოტენილიო, შენი წიგნები, ტელევიზორი, ინტერნეტი... რეალურად რეალური არააო... ადამიანებთანაც ასე ხარ, აღიქვამ მხოლოდ იმათ, ვინც შენი აზრით ამად ღირსო.
მერე ისეთი თვალსაჩინო რეალობები მომიყვანეს მაგალითად, გული გამისკდა, თავი დამანებეთ, არ მინდა ეგეთი რეალობა–მეთქი...
ნეკზე გრძელფრჩხილიანი, არდაიდარდოს ფანი, საკუთარ თავში გაუგებრად დარწმუნებული არაფრისმაქნისი რეალობები არ შემიძლია ნამდვილად...
არადა ეგაა ეს ოხერი...

No comments: