ეგეთი ანეკდოტი იყო, აბსურდზე ვფიქრობდი და გამახსენდა...
ტიპი რო მიდის ექიმთან ჩივილით, ფეხები მილურჯდება ქვემოდანო და ეს დეგენერატიც რო არწმუნებს, განგრენა გაქვს და ახლავე უნდა გადაგსხიპო მუხლებშიო... რამდენჯერმე რო გამეორდება ეს, მოსაჭრელი რო აღარაფერია, ჩაფიქრებული რო ამბობს:
– კაცო, ნიუჟელი ჯინსების ბრალია?!
ჰოდა ნიუჟელი სრულიად აბსურდული ნოსტალგიის ბრალია, ასე გადარეულები რო ელიან ლაიმა ვაიკულეს, იოსიფ კობზონის, ალა პუგაჩოვას (! ღმერთო, რამდენი არიან...) კონცერტებს ამ ქალაქში??
რა მოვლენაა საერთოდ ეს რუსული ესტრადა, ვერ გამიგია...
ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, რას მღერიან, რას უკრავენ, რისი თქმა უნდათ, რატო უხდიან ამაში ფულს??...
ვაააახ!
Monday, June 11, 2007
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment