Wednesday, February 27, 2008

სულ ერთი ბეწო საფუძველი აქვს ამ წარმოსახვას

ყველა ამბობს, რო არ იცის, რატო უყვარს, რა უყვარს მასში... უბრალოდ უყვარს.
მარა ძალიან მაგარია, როცა იციან და ამბობენ კიდეც რა...
მთქმელისთვისაც არაჩვეულებრივი შეგრძნებაა და გამგონისთვისაც
თქვი, რომ გიყვარს მისი ხელები
მზერა
ღიმილი
ხმა
წარბებით რო რაღაც უცნაურ ჟესტს აკეთებს აი ის
შენს ნივთებს რო ათამაშებს ხელში ანგარიშმიუცემლად, ის გიყვარს
შენთვის საყვარელ და მნიშვნელოვან საოცარ წვრილმანებს რო ამჩნევს, შეიძლება არ თქვას, მაგრამ ისე შემოგხედავს, რო მიხვდები, ზუსტად ერთსა და იმავე რამეზე გაიფიქრეთ
თქვი, რომ გიყვარს, როგორ გეხება, ფრთხილად, თბილად... და როგორ უნდა რო შეგეხოს უფრო არაფრთხილად და ვნებიანად
და კიბატონო, თქვი, რომ გიყვარს იმიტომ რომ გიყვარს...

17 comments:

© said...

:) :) :)

დიდ კომენტს დავწერდი, მაგრამ არაფერსაც არ დავწერ :) უბრალოდ გავიღიმებ :) აი, ასე :)




p.s.საკაიფო რაღაცეებს იჭერ და წერ, ქეთ :)

ketketa said...

:)

აუ, როგორ მიხარია რო ასე ფიქრობ, ცის:)

Tiko said...

ყველაფერში გეთანხმები :)

აი ყველაფერი რო გიყვარს ეგააა სიყვარული :)

რამე რო არ მოგწონს და მაინც რომ გიყვარს,იმიტომ,რომ უკვე ცუდიც გკიდია

რო დაგეჯღანოს ეგეც გიყვარს...

თმის ღერიდან დაწყებული ფეხის ფრჩხილამდე უნდა გიყვარდეს და იმას კიდევ ორჯერ მეტად უნდა უყვარდე და მერე ადექი და იხტუნავე,დაიკიდე ყველაფერი,იყავი ბედნიერი და იხარე იხარე იხარეეე :)

ketketa said...

:)
კარგია, ღმერთმანი...

Tiko said...

ხოდა სანამ დროა უნდა იხარო თორემ ვინ როდის დაგტოვებს გაღიმებულს კაცმა არ იცის.ამათ ხელში რო ცავარდები მერე უკვე ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშააა : )))

ხოდა როგორც ერთი ამბობს,არავის არ უნდა ენდო და კაცები მატყუარები ვართო და ამას 1 მაინც რო აღიარებს ეგეც დიდი მიღწევააა : )))))

მაგრამ მაინც უნდა გიყვარდეს : ))))

Anonymous said...

იცი ქეთ, შენ რასაც იჭერ და წერ ეს ყველას არ შეუძლია, ხო არის რომ რაღაცას , გენიალურს წაიკითხავ და ფიქრობ, ღმერთო, ეს ხო მეც ვიცოდი, ზუსტად ესე ვფიქრობდი, ხოდა ამან დამასწროო, აი ზუსტად ეგა ხარ შენ, წაგიკითხავ და ვფიქრობ, ღმერთო, ეს გოგო ჩემ აზრებს ხომ არ კითხულობს ნეტავ? ვიცი ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გეტყვი: ვგიჟდები შენზე, ძალიან მართალი ხარ, ესეც არ შეიძლება:)

Anonymous said...

მწე ვარ ეს ანონიმუსი, ოღონდ ვერ ვიგებ სახელი როგორ დავაფიქსირო :ბუდუ

Anonymous said...

ქეთ რეებს ვწერ ხედავ? ვწევარ მეთქი, იმის მაგივრად რომ მეთქვა: მე ვარ :)

ketketa said...

ბუდუ, იცი რა ძალიან მიყვარხარ?:)
როგორ ხარ ასეთი საოცარი, როგორ??:)

გასკდა გული ამდენი სითბოთი...:))

Anonymous said...

როგორ არ იცის. ყველამ ძალიან კარგად იცის რატომ უყვართ. ეზარებათ ხოლმე ალბათ ჩამოთვლა. თორემ როგორ შეიძლება ვერ დაინახო როგორ გელოდება ყოველ საღამოს, როცა თვითონ უკვე სამსახურიდან მოსულია. როგორ გხვდება, ძაან კომიკურად, მარა ზუსტად ისე, როგორც გინდა რომ შეგხვდეს:-) როგორ გიყურებს ღიმილით, როცა შენს სხვას ელაპარაკები. შენ სხვას ელაპარაკები, მაგრამ ნახევარი თვალი მაინც ხედავ როგორ გიყურებს. :-):-)როგორ იცინის. ძაან ხმამაღლა და შანსი არაა რომ არ გადაგედოს. როგორ ზრუნავს შენს განწყობაზე და ყოველ დღე ახალ სიმღერებს გიგზავნის, მხიარულს, რომ დილა კარგად დაიწყო. როგორ გეუბნება რომ ძალიან ლამაზი ხარ, და ვაბშე ყველაზე კარგი ხარ, აი ყველაზე. რომ გიხდება ეს კაბა, და თმები ასე:-):-) და რომ არ მოწონს შენი წითელი პომადა, რომელიც რატომ წაისვი თვითონაც არ იცი და რომ გეუბნება, რომ ძაან საყვარელი ხარ, რომ გგონია, რომ ეს წითელი პომადა გიხდება. (ეს არის ყველაზე მაგარი ანტიკომპლიმენტი:-):-):-)) და დილას შეშფოთებული რომ გაიღვიძებ, იმიტომ, რომ სიზმარში ანხე, რომ რაღაც უჭირდა და ტაქსში მჯდომს, მისი ზარი რომ გამოგარკვევს ფიქრებიდან, შეშფოთებული რომ გეკითხება, ხომ კარგად ხარო და ზუსტად იგივე სიზმერს რომ გიყვება რაც შენ ნახე, ოღონდ შენზე. შოკისმომგვრელი დამთხვევები გიყვარს. თოვლში დილამსდე სეირნობა გიყვარს, ცაში რომ იყურები, ფანტელების კარგად დასანახად და ფეხი რომ გიცურდება და ძირს ებერტყები. და სიცილით რომ კვდები მასთან ერთად ეს გიყვარს. ჯიმ კერიზე რომ ამუღამებ მასთან ერთად ეგეც გიყვარს და ვაბშე წვრილმანები უფრო გიყვარს. ისეთი, ზოგი ვერასოდეს რომ ვერ შეამჩნევს. სიცილი გიყვარს მასთან ერთად, ბევრი სიცილი. და ფეხბურთის თამაშისას მის მხარეს რომ ხარ ეგეც გიყვარს. და რომ გააცილებ, ჭიშკარს ჩაკეტავ და ხუთ წუთში სახლის კარზე მოგიკაკუნებს ღობეზე ნაფორთხიალები, ეგეც ძაან გიყვარს:-):-):-):-)

გიყვარს მოკლედ რააა.

კაია.

თუმცა პრობლემები მაინც რო ბევრია? :-):-)

რა ვქნათ?

დავიკიდოთ პრობლემები?

თუ არა?

ქეთ, მაგარი ხარ. მაგრა ამუღამებ ყველაფერს. :-)

ketketa said...

კალო, დავეცი, და–ვე–ცი!:)
ყურებამდე გაღიმებული ვკითხულობდი შენს კომენტარს:))
საყვარელოოო:)

პრობლემები უნდა ჩამოვიკიდოთ და ვატაროთ უახლოეს ნავის ურნამდე :))))

Anonymous said...

არ ეტევა ნაგვის ურნაში, ქეთ:-):-)

ketketa said...

:)) ეეჰ, ეგრეა...

© said...

უნდა დაიკიდო, აბა რა უნდა ქნა, კალერ! იმიტომ რომ მოგვარდება. როცა გიყვარს,მოგვარებადია ყველაფერი. მით უმეტეს როცა გიყვარს და უყვარხარ! ! ! შენ პროსტა აზრზეც კი არ ხარ რას ნიშანვს ეგ, ვერ ხვდები მგონი :))))

ხოდა ერთად მოაგროვეთ და გადაყარეთ, რა!

ცრემლიანი ღიმილით ვკითხულობდი მართლა. მიდი, რა, შენ მაინც მიდი და გაიღიმე, შეირგე რომ უყვარხარ და გიყვარს, ნუ დაიგრუზავ თავს ზედმეტი ფიქრით და პრობლემებით. :)

ბედნიერი ხარ იცოდე და ხელიდან არ გაუშვა ეს :)

პათეტიური ტონია?! :))))) არა კაცო, არა, გულიდან წამოვიდა :)
რომ მიყვარხარ და მიხარია ასე რომ ხარ იმიტომ გეუნბები :)

Anonymous said...

ალის, რა საყვარელი ხარ და რა სასაცილო :-):-)

პრობლემების მოგვარება ასე ადვილი არაა, თორემ თეორიულად მეც ვიცი ეგ ყველაფერი:-)

ცრემლიან ღიმილზე მაგრა ვიკაიფე:-):-)

მაი კურცხალი მოიშორე თვალდან და ისე მელაპარაკე:-):-):-)

© said...

:) :) :)

აჰა, შენებურად გაგიღიმებ :-)

მეტი რა გითხრა... :)

ketketa said...

ხოო, კალოს ღიმილს აუცილებლად აქვს ცხვირი, შეჭმუხნული:))))))

გოგოებო, ძაან საყვარლები ხართ:))