Friday, February 15, 2008

'ჩვენც გვინდა'

დღეს ყრუ და ნევროტული ტაქსის მძღოლი შემხვდა.
სიონი მეთქი და მიონთან მიმიყვანა. ვერც გავაპროტესტე უჩვეულოდ რო გადაუხვია, სწყინთ ხოლმე დალოცვილებს, გზას როგორ მასწავლიო და...
გაჩერდა მიონთან და მიყურებს დებილივით.
გავცეცხლდი და გადავირიე, წარმოსახვაში...
მარა დანაშაულის გრძნობამ უცებ შუმახერად გარდასახა და 2 წუთით ადრე მოვქანდი ოფისში.
ძაან გამიმართლა რო, ყველა სხვა მძღოლივით, უბანძესი რადიო იმედი არ ქონდა ჩართული და გონებაშეზღუდული წამყვანი ლალის ხმა არ მესმოდა პარალელურად (ავტოწარმოება რენაულტის(!!) სიახლეებს რო აჟღერებს(!!) ხოლმე).

...ეს ყვავილებიც გამხმარა. კიდე კაი. არ შემიძლია ფოლგაში გახვეული გაუგებარი ყვავილები მანათობელი იასამნისფერი დახვეული ლენტებით, უიმმმ.

ჰოდა იმის თქმა მინდოდა (ვისთვის არ ვიცი მარა მაინც...), გუშინ დამეზარა ამაზე დაწერა და აი დავუშვათ წმინდა გვადალუპეს დღის აღნიშვნა რო მოვინდომოთ, რა მოხდება ნეტა.
აცხონოს ღმერთმა ვალენტინიც და სხვებიც, კაცო, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო სიყვარულისნაირი მშვენიერი მიზეზით სხვა ხალხის დღესასწაულის აღნიშნვის (:)), მარა აზრზე არ არიან ესთეტიკის, მითუმეტეს უცხო ხილის ესთეტიკის, ამიტომაც ჩანს ეს ყველაფერი ასეთი უგერგილო, სასაცილო და ნაძალადევი... როგორც ბევრი რამე ამ ქვეყანაში.

რა ვქნა, რა გავაკეთო...

4 comments:

Dv0rsky said...

შენ არაფერი არ უნდა გააკეთო, ერთი რამე უნდა ისწავლო - წყინთ კი არა, მაგათი დედაც, ჯეკ!

თუ რამე არ მოგწონს, შენიშვნაც უნდა მისცე, და გზაც უნდა ასწავლო!

ვოტ ტაკ.

(ვერ ვიტან ეგეთ იდიოტ ტაქსისტებს, სუ ვეკაიფები ხოლმე)

ketketa said...

ხო რა, მომბეზრდა კოჭის გორება შტერი ხალხისთვის :))

Anonymous said...

ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეე, ისეთი სიცილი ამიტყდა მიონზე, მთელი ოთახი ჩემსკენ შემობრუნდა. ქეეთ, ძაან მაგარი ისტორიააა. და ვაბშე ვგიჟდები ტაქსის მძღოლების ისტორიებზე:-):-):-)

ketketa said...

:)))) ძაან ყრუ იყო რა:))
დღეს კიდე, ანუ დღევანდელმა გმირმა მომახსენა, დილით ისეთი ქარი იყო, ნუცუბიძეს დედა აღარ ყავსო:))))
მკვეთრი კახური აქცენტით:)))
ჩავბჟირდი:))))