Wednesday, March 23, 2011

Nyhavn street, Copenhagen


მგონი აქ მარტო ცა და ზღვაა. არც მიწაა და არც მთები, არც ხეები. არი მზე, ცა და ზღვა. და ფერადი სახლები მთლად ზღვის კიდეზე, როგორც სალტკროკაში.

მე არ მჯერა ვიგინდარების, არაფერი არ არსებობსო რო მარწმუნებენ, ტყავიდან რო ძვრებიან დამაჯერონ ეს სისულელე, უღმერთო და უილაჯო უყველაფრობა. თვალებში რო მიყურებენ უტიფრად და ქლესა ღიმილით მახვევენ თავზე თავიანთ ნალოლიავებ, შემზარავ აზრებს. იმისთვის, რომ მარტო თვითონ არ იხრჩობოდნენ საკუთარი უიღბლობის ჭაობში.
ყველაფერი არსებობს. თუნდაც დაუჯერებლად არ ჩანდეს ირგვლივ. ხეც არი, მზეც არი, მიწაც არი, მთებიც არი. და ჩემთვისაც იქნება ერთი ფოთოლი, ერთი სხივი, ერთი მუჭი მიწა და ერთი სულისშემკვრელი ახედვა აწოწილი მთისკენ.აი ასე.


1 comment:

Unknown said...

შენ მე გამაგიჟებბ, უზუსტესია, რასაც ამბობ, მაგრამ რა უნდა ქნა ვერ ვხვდები, ანუ როგორ უნდა მოიქცე, შენც გაუღიმოო??:)

მე მგონი შენზე ისეთივე დიდი გავლენა მოახდინა ლინდგრენმა, როგორიც ჩემზე, მისი წიგნებით უმალ ბავშვობაში ბრუნდები, უფროსწორედ ხვდები რომ ყველაფერი ისევ ისეა უბრალოდ არ უნდა იყო ხეპრე დებილი და არ უნდა აყვე სტერეოტიპებს რაც გაზრდას მოსდევს, ბაშვურად ყველაფერი გლიდან უნდა აკეთო:)