Monday, June 29, 2009

რაც ჩვენს ეზოში თონე გააკეთეს, სახლის ისედაც უსაქმური მაცხოვრებლები ისე მიეწებნენ იმ ადგილს, მგონი იქვე სძინავთ. ძირითადად ყელში ამოსული ქმრების კატეგორიაა ეს, ზანტად მომზირალი, შლოპანცებიანი ჯეელების. მარა ზოგი ოჯახთან ერთად ზის თონესთან, როგორც პარკში წასულხარ პიკნიკზე ფაქტიურად რა. თონეს წინ ხის ორი ცალი დანჯღრეული სკამი დგას, რომელზეც რათქმაუნდა კაცები სხედან, ცოლები დგანან და შიგადაშიგ ბავშვებს გახედავენ ხოლმე რო კისერი არ მოიტეხონ უგვანოდ მოასფალტებულ ეზოში სირბილისას. დამოუკიდებლად სირბილის უფლებას ვისაც აძლევენ, იმათ რა უჭირთ კიდე. აი ძალიან პატარები არიან ცოდო. ზოგიერთი არანორმალური ქალი ისე მიაპორწიალებს ხოლმე, გული მიკვდება. მეტრიან ნაბიჯებს ადგამს, სადღაც ჯანდაბაში იყურება და ნამცეცა ბავშვი პიტაჩოკივით მისდევს გვერდით, ხელი ისე აქვს ჩაჭიდული დედამისს, ლამისაა მხარი ამოუგდოს და ასე მიათრევს ჩამოკიდებულს. ეს ბავშვი ყოველწუთს წაფორთხიალდება ასფალტზე, ისევ იმ ჩამოკიდებული ხელით წამოაყენებსკიარადარაქვიაიმასარვიცი და მიაპორწიალებს. დურა.

მაგარი სანახავია ხოლმე საღამოს ეზო.

8 comments:

© said...

:)))))

აუცილებლად უნდა გავხდე ასეთი დედა ოდესმე. დედის და ქალის იდეალია და ოჯახისაც. ეგეთივე ქმარი მინდა და ეგეთი საღამოები :))))))))))))))))))))))

მგონი საერთოდ აქ აღარ მინდა, იმდენი იდიოტიზმის და სიგოიმის მომსწრე ვხდები... სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ

ketketa said...

ოჰ, არ თქვა, არა...
მორალის მკითხველები რო არიან თან ეგეთები კიდე, საერთოდ სასწაულია

Magda said...

რა კარგად გაქვს ყველაფერი აღწერილი ქეთი,როგორ ზუსტად და შეულამაზებლად. ისე,როგორც არის სინამდვილეში.
ესე მგონია ინანიშვილის მოთხრობა წავიკითხე და ეს უტყუარზე უტყუარი შეგრძნებაა:)))

გაიხარე შენი მკითხველების გახარებისთვის:))

Anonymous said...

dzaan rom miyvarxar ixi xo?

sheni anonimusi budu :)

ketketa said...

:)))) რა კეთილები და საყვარლები ხართ, გოგოებო:)

ბეელ, მომენატრე!:)

Unknown said...

eg ra ari ket shen ar ginaxavs deda da misi dakali ro mtvralebi rvianebit midian da mamas ro kaliaska ,coli da misi dakali miakvs kide.

tamara said...

1)me shens adgilze ameebs gamovakveynebdi, "niangi" agaraa xo? misi msgavsic araferia? da 2)samagierod shen ar ginaxavs mtvrali deda da misi aseve mtvrali dakali rogor midian rvianebit da gverdze miyveba mama romelsac miyavs kaliaska da es ori mtvrali kali "iubkis" sataveshi xelchavlebuli, an kidev dumfarebit da laminariati gadapentil cyalshi motyampale bavshvi romelic xan silas chams, xan im balaxs da deda da mama ertmanets ayeneben ro rogorme bavshamde mividnen da araferi gamosdit, ecemian. vegarc ki vicini xolme amis shemxedvare arada im cyaltan sabavshvo moedania da yvelaze metad ik uyvars seirnoba sandros.

ketketa said...

ვაიმე, თამო, ვხოხავ:)))))))))))))))))))))))))))

და იმიტო არ ჩანდა შენი კომენტები რო თრმე რაღცა ფუნქცია ჩამირთია, სანამ გამოქვეყნდება კომენტი, დაბრო უნდა ვთქვა:)))))))
გამოვრთავ ახლავე, უიმმმმმ
სორიიიიიიიიი:)