Monday, May 4, 2009

Converse All Star

გუშინ კეტები ვიყიდე. ოღონდ სად უნდა ჩავიცვა წარმოდგენა არ მაქვს.
ეს რა სინდრომია, რო ყიდულობ რაღაცეებს, რასაც იმთავითვე იცი, წელიწადში ორჯერ თუ გამოიყენებ, მარა მაინც ყიდულობ.
სავსე მაქვს კარადა უმაქნისი ნივთებით, ვგიჟდები პირდაპირ. არადა ერთი შეხედვით ძაან საყვარელი რამეებია. ჩვეულებრივი ადამიანები აქტიურად იყენებენ ეგეთ რამეებს, იმიტომ რომ სამსახურს გარეთ ცხოვრობენ, კლასგარეშე. ასეა, რაღაცეები ძალიან ძალიან მინდა და ვერ/არ ვაკეთებ. კეტებს და კეპკას სახლში მაინც ჩაიცვამ და დაიხურავ, სარკის წინ, ანდა მაღაზიაში ჩახვალ და მსუქან გამყიდველ ქალს დაენახვები (რა სასოწარკვეთილებაა:)), მაგრამ აი სხვა რამეები? რისი გაკეთებაც, ისევე როგორც სინამდვილეში სპორტული ტანსაცმლის ტარების შანსის გამონახვა, ყოველთვის შეიძლება? იმას ჩალიჩი უნდა. რო ადგე და ამდენი ხნის ნალოლიავები ოცნება აიხდინო და გიტარაზე დაკვრა ისწავლო გაცილებით მეტი საჩალიჩოა, ვიდრე გუდვილამდე ჩათრევას და კეტების ყიდვას სჭირდება. არადა რამხელა სხვაობაა?!! სად კეტები და სად გიტარაზე დაკვრა რო შეგიძლია, იმით მიღებული სიამოვნება. მემგონი დებილი ვარ. ნუთუ უფრო მნიშნველოვან რამეებშიც ასე ვერ ვიაზრებ პრიორიტეტებს?! აშკარად ასე იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, კეტებზეა ლაპარაკი თუ გიტარაზე? შეიძლება ისეთ რამეებს არ ვაქცევ ყურადღებას, რისი გაკეთებაც შემიძლია და გაცილებით უკეთ ვიგრძნობდი თავს მეც და ჩემებიც, რო გამეკეთებინა... ოდესმე შეიძლება სინანულის გადაჭარბებულ დოზას ვემსხვერპლო. მერე ვიტყვი, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახდენ მეთქი და სულ თავში უნდა მირტყან ამ დროს.

ჩემი კეტები შეურაცხყოფისაგან გაწითლდნენ ალბათ, წავიდე დავხედო.
ეს გიტარა მქონდეს მაინც.

7 comments:

© said...

"მერე ვიტყვი, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახდენ მეთქი და სულ თავში უნდა მირტყან ამ დროს" - სწორედ ის გიტარა, რომელზეც არ უკრავ, ან ის კეტები, რომლებსაც არ ჩაიცმევ :))

ketketa said...

ხოო:)) კიდე კაი რო გიტარა არა მაქვს:)))))

© said...

აბაა :)))

ეხ, ქეთ, ასე ადვილად რომ შეიძლებოდეს დასახული მიზნების და ოცნებების განხორციელება და მიღწევა, კარგი იქნებოდა. თუმცა აქტიურობა, ცოტა მიზანდასახულობა და ცოტა რისკი და....

ხო, კაი, ახალი ჩამოსული ვარ, ჯერ კიდევ მოტივირებული და ჯერ კიდევ სხვა ტალღაზე, ჯერ კიდევ მომყვება ის სიმსუბუქის და თან სიმყარის ნაზავი შეგრძენბა, რასაც აქ თითქმის არასოდეს განიცდი.... ხოდა დამაცადეთ, ჩამოვენარცხები ხვალ კარგად მიწაზე და მერე მეც დავწერ ასეთ პოსტებს :))))

ketketa said...

არ ჩამოენარცხო კაცო არა, დარჩი მანდ:)))
ვინ დაგტოვებს, თორე კი.

Welcome back to sadzondzet...:(

© said...

ეხ, ვინ დაგტოვებს მართლა. თურქიშ-ის პილოტი თითქოს გაფრთხილებულია, განარცხებს თბილისის მიწაზე და შენც აეროპორტშივე ფხიზლდები...

მერე ფოტოებს დაააავდებ :) და დავწერ ალბათ რამეს, ცოტა რომ მოვალ აზრზე...

Marika said...

აუ, ქეთქეთ, დაგლიჯე! მსუქან გამყიდველ ქალს რომ დაენახვები, ეგ განსაკუთრებით მომეწონა! :)))

ketketa said...

მარიკაა, შენც შემოიხედე?? რა მაგარია:)))
ხედავ რა დღეში ვარ?:))))
სასო მაქვს წარკვეთილი ფაქტიურად:)))))