Monday, March 31, 2008

'იმერეთი. დედაჩემი' :)


აი ასე ყვავის ალუჩა ჩემს ეზოში:)
და უამრავი ფუტკარი ეხვევა
და უსაოცრეს სურნელს აფრქვევს
ისეთი ფანტასტიური საღამო იყო გუშინ... ენითაუწერლად მშვიდი, თბილი...
და იყო დედა, აყვავებული ხეები და ვერანდა...
არ შეიცვალოს არაფერი, ოღონდ არ შეიცვალოს რაღაცეები, რაც გულის გახეთქვამდე მიყვარს...

9 comments:

Anonymous said...

გაყვავებული ალუჩა :-)
რა კარგია.
ჩემს ეზოშიც აყვავდა ხეები და მიხარია რომ ვუყურებ.
და იების სუნი შემოდის ჩემი ფანჯრიდან.
და წვიმის შემდეგ ჰაერი მინდა უზომო რაოდენობით ჩავყლაპო, ჩავკბიჩო, ფილტვები გავივსო ამ სურნელით.
არასდროს რა დამთავრდება ეს სილამაზე, არასდროს არ გაქრება ეს არომატი ჩვენთვის, სანამ ჩვენ თვითონ არ გავქრებით და ჩვენ იმედი მაქვს ძალიან დიიიდხანს ვიქნებით. არა ქეეეთ? :-)

ketketa said...

ვაიმეე, რა ტკბილი ხარ, ნეტა თუ იცი, ნინ:)

აბა რა, ყოველთვის მოვა ეს სილამაზე და მოგვიტანს საოცარ განწყობას, რეგულარულად:)))))

Anonymous said...

და ყოველ გაზაფხულს გაა-update-ებს ბუნება ამ სილამაზეს და ზამთრისგან გულგაწყალებულები ყოველთვის დავტკბებით ამ მშვენიერებით :-)

ketketa said...

ჰაჰაა, ხოოო:)))) განწყობის აფდეითი, backup:))))))))))))))

© said...

ქეთ, არ გაქრება, არასოდეს არ გაქრება ეს რაღაცეები, რაც გულისგახეთქვამდე გიყვარს! რა მაგრა გადმოსცემ შენს ემოციებს! კარგად იქნება ყველაფერი! :) დამიჯერე! :)

და ისა...

”...ასე ჩუმად, გულუბრყვილოდ მოდის ჩვენში
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხულიიიი...”

წავიღიღინე, ასეთი განწყობის ფოტო და პოსტი იყო. ხომ იცი ეს ლექსი/სიმღერა?

ketketa said...

ვაიმეეე რა ლამაზია, ცის:)
არ ვიცი ეს ლექსი და სიმღერა, რომელია?

© said...
This comment has been removed by the author.
© said...

ქეთ ერთხელ ჩემთან დავდე ბლოგზე, დასაწყისი ამ ლექსის

”წუხელ თოვდა, ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...”

მოკლედ, ეს არის ლინკი და შეგიძლია ნახო სრული ტექსტი, თუ მოგეწონა :)

ირაკლი აბაშიძის ლექსია და სიმღერა - რამიშვილის, უფრო შემოკლებული, მაგრამ საკმაოდ ლამაზი :)

ხოდა აჰა შენ ჩემგან -

http://www.lib.ge/body_text.php?3610

:)

ლინკის დადება კომენტში რომ არ ვიცი... ან არ მახსოვს... :( :) არა უშავს :)

ketketa said...

ლინკი კომენტში მგონი არ იდება, ცის, ასე რომ ამას მშვენივრად დავაკოპირებ ადრესბარში, დიდი მადლობა, საყვარელო:)