Monday, June 29, 2009

რაც ჩვენს ეზოში თონე გააკეთეს, სახლის ისედაც უსაქმური მაცხოვრებლები ისე მიეწებნენ იმ ადგილს, მგონი იქვე სძინავთ. ძირითადად ყელში ამოსული ქმრების კატეგორიაა ეს, ზანტად მომზირალი, შლოპანცებიანი ჯეელების. მარა ზოგი ოჯახთან ერთად ზის თონესთან, როგორც პარკში წასულხარ პიკნიკზე ფაქტიურად რა. თონეს წინ ხის ორი ცალი დანჯღრეული სკამი დგას, რომელზეც რათქმაუნდა კაცები სხედან, ცოლები დგანან და შიგადაშიგ ბავშვებს გახედავენ ხოლმე რო კისერი არ მოიტეხონ უგვანოდ მოასფალტებულ ეზოში სირბილისას. დამოუკიდებლად სირბილის უფლებას ვისაც აძლევენ, იმათ რა უჭირთ კიდე. აი ძალიან პატარები არიან ცოდო. ზოგიერთი არანორმალური ქალი ისე მიაპორწიალებს ხოლმე, გული მიკვდება. მეტრიან ნაბიჯებს ადგამს, სადღაც ჯანდაბაში იყურება და ნამცეცა ბავშვი პიტაჩოკივით მისდევს გვერდით, ხელი ისე აქვს ჩაჭიდული დედამისს, ლამისაა მხარი ამოუგდოს და ასე მიათრევს ჩამოკიდებულს. ეს ბავშვი ყოველწუთს წაფორთხიალდება ასფალტზე, ისევ იმ ჩამოკიდებული ხელით წამოაყენებსკიარადარაქვიაიმასარვიცი და მიაპორწიალებს. დურა.

მაგარი სანახავია ხოლმე საღამოს ეზო.

Monday, June 22, 2009

Provence, France


....

- Hey, which one's Jim?:)

I can't get enough of The Office really:))
Love these guys:)

არადა ვიცინეთ

უსაზღვროდ ნერვებშმოლილი ადამიანი მკლავით გამოათრიო და აიძულო საოცრად ტემპერამენტიანი ცეკვა შეასრულოს ნახევარ კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჩვენს გარდა სხვაგან შეიძლება მოხდეს კიდე? და ის ადამიანი, გოგო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განრისხებული სახით მოცეკვავე, ასევე განნრისხებული ქანცის გაწყვეტამდე აღლაჭუნებდეს კევს და შიგადაშიგ თავის გამომთრევს უკიოდეს, რაზე მაცეკვებო, და მაინც ცეკვავდეს გაუჩერებლად, ეს?
და ერთმანეთს უძღვნიდნენ სიმღერებს სახელწოდებით 'კაბრიალეტ', 'მა–ჩა–ჩა', 'ჰაბიბი' და მისთანანი?
კაი ხანია არ მოვსწრებივარ ასეთ სასოწარკვეთილ ფართხალს ნებისმიერ უსახურ მელოდიაზე. რესტორანში. ვერ ვიტან ამ სიტყვას უკვე. საერთოდ სხვა დატვირთვა აქვს ჩვენში და იმიტომ. ამ ბავშვებს რაღა ჭირთ. გამოვშტერდი ნუ. 20-21 წლისანი თუ იქნებოდნენ, და აი ასეთ რამეებს უსმენენ და უძღვნიან (whatever the hell this means).
მაჩაჩას ტექსტი იცოდნენ, აყვნენ. მაჩაჩას ამბობდნენ თუ მაჯაჯას კარგად ვერ გავიგე ოღონდ.
ჰო, და კიდე, ცხოველთა უფლებების დამცველ რომელიმე საზოგადოებას რო ენახა, რამდენი დათვი, ირემი, ციყვი და კვერნა იყო გაკრული ინტერიერის დასამშვენებლად თაღლაურაში, მიოკარდიუმის ინფარქტით გაიყვანდნენ.

Sunday, June 21, 2009

ბოვში

პროვინციაში ცხოვრება ძალიან გავს ერთმანეთს ჩვენში და სხვაგან, ასე მგონია. უფრო მეტად, ვიდრე ქალაქური ცხოვრება შეიძლება გავდეს. პროვინციაში სხვანაირი რიტმია, ზანტი, რაღაცნაირი თვალებმოჭუტული, საქმე – ერთნაირი, უსაქმურობა – კიდე უფრო. სიჩუმეა სხვანაირი კიდე, დამდგარი და გრძელი, ძალიან შორი მეზობლის კარის ჯახუნიანი.

უცნაურია, სოფელში არ არის ისეთი მოწყენილობა, როგორც პატარა ქალაქში. შეიძლება მე მგონია ასე, რავი. მოწყენილობა სხვა სიტყვაა კიდე, ერთნაირობა უფრო, წამსვლელი რო არსად ხარ, აი ეგეთი მოწყენილობა. რაღაცა სხვა რო გინდა და ვერ გაგიგია ხეირიანად, ვერ გაგიბედავს უფრო სწორად, აი ეგეთი... იმიტო რო მუხლებზე გამობერილი შარვალივით სიზანტე ძვალსა და რბილში გაქვს გამჯდარი. შესაბამისად მიდის ყველაფერი ზანტად და გეჩვენება რო დრო საერთოდ არ გადის.

ძაან კაი ფილმი ვნახე ახლა და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. The Last Pcture Show. გოგის გადაცემაში იყო ამასწინათ და ვერ ვუყურე მაშინ.
ოოო, ბევრი რამის დაწერა მინდოდა და ისეთი წარღვნა წამოვიდა, ყველა ფანჯარაში ასხავდა და ნაჭრებით დავრბოდი აქეთ–იქით. ახლა გადამიარა, ვსო. ოოოვს.

Friday, June 19, 2009

Cinque Terre, Italy

ვგიჟდები ასეთ ადგილებზე, ვგიჟდები!:)

ლამაზისეული

ამერიკელები გოიმები არიან, მაგათ მუსიკას ქანთრი ქვია, ჩვენსას – ქალьაქური.
რა ნერვებად მიჯდება ყოველდღე (თუ გამიმართლა, დღეგამოშვებით) ბებიაჩემის ყმაწვილქალობისას გამოშვებული მანქანით მგზავრობა და ამ გაუგებარი მუსიკის მოსმენა არ ვიცი რა...
საინტერესოა, რა ტიპის კრიმინალად შეიძლება ნინო ჩხეიძის შემოქმედების კვალიფიცირება, რა მოვლენაა საერთოდ, საიდან მოვიდა, რა უნდა, თუ იცის ვაბშე რა ორგანიზაციაა და ვინ მოიწვია?

შეგვჭამა, დაგვღეჭა, დაღეჭილები ვართ ფაქტიურად.
მარა მარტო ეგ რო იყოს, რაღა გვიჭირს...

Tuesday, June 16, 2009

MB

როგორც იქნა ვიპოვე მაიკლ ბუბლეს, ანუ ბუბლიკის კონცერტის ჩანაწერი და ყურებამდე გაღიმებული ვუყურებ:)
რაღაცნაირი საყვარელი ტიპია. ლამაზი, რბილი ხმა აქვს, შესრულების მანერა – ახალგაზრდული:) იუმორი ფანტასტიური, ხელები – კაცური:)
ხანდახან შესამჩნევად აპაპსებს რაღაცეებს, მარა არ მაღიზიანებს. ხანდახან ზედმეტად თავდაჯერებულად იქცევა, მარა არც ეს:)
იმიტო რო ნიჭიერია და საყვარელი.
და ყოველთვის მსიამოვნებს მისი მოსმენა.

Just do it. Nike.

ზურგი გამითბა, ისეთი თვალები გამომაყოლა.
იჯდა და ელოდა შესაფერის მომენტს. იმდენ ხანს იჯდა, რო დაახლოებით 27 შესაფერისი მომენტი გააცილა ხვაშიადიანი მზერით.
მე ვაცდიდი, ღმეთი, რჯული. მე ხო გულმოწყალე ვარ. ბოლოს ნერვები მომეშალა ამ უნიათობის აპოთეოზზე და წამოვედი.
– მე მათ შევხედე და წამოვედი!

Monday, June 15, 2009

Woodstock

დავლპით.
მარა მაინც უგონოდ მიყვარს წვიმა. ასეთი გადარეულიც კი. ვიღაც ქალი მერი პოპინსივით დინჯად მოუყვებოდა ქუჩას, სულ ცალ ფეხზე ეკიდა თავზე რო მთელი ჩანჩქერი დაეშვა, და ვაბშე ქვემოდანაც ისევე მძლავრად რო წვიმდა, როგორც ზემოდან. მაგარია. ვგიჟდები რო წვიმს და არ გარბიხარ. არ მესმის, რა აზრი აქვს.
ჩვენს წინ მშენებარე სახლის საძირკველი ყოველ ღამე საცურაო აუზად იქცევა ხოლმე და ისე უდაბურად გამოიყურება, გული მოგიკვდება. ბაყაყებიც კი გაჩნდნენ. რაღაცნაირი უდაბური არსებები.
იცით როგორ ვწერ ახლა? აი იმ კინოში როა, 'არდადეგები', ბავშვებს სოფელში რო წაიყვანს მამა და ბოტანიკის და სკრიპკის მეცადინეობით რო კლავს, და ის ბიჭი ყურებში თითებგარჭობილი რო იზუთხავს სოკოს აგებულებას – სოკო. სოკო შედგება ფეხისაგან და ქუდისაგან. აი რაღაც ეგრე. იმ ბავშვს სინამდვილეში სულ სხვაგან უნდოდა ყოფნა. მე სინამდვილეში სულ სხვა რამეზე მინდა დაწერა. ზოლებიან პიჟამაში გამოწყობილი მამა არაფერს მიშლის მარა მაინც ვტკეპნი. სოკო. სოკო შედგება ქუდისაგან და ფეხისაგან...
ცხვორება. ცხოვრება შედგება სევდისაგან და სიხარულისაგან. უაზრო დღეებისაგან და საოცარი ღამეებისაგან, ტელეფონით მოსმენილი როკ–სერენადებისა და ყურიდან ყურამდე ღიმილისაგან, მოლოდინისაგან და კიდე მოლოდინისაგან, ნაცნობი ფეხის ხმისა და ისევ მოლოდინისაგან.

მოლოდინისაგან:)

Monday, June 8, 2009

Terminator Salvation

Elvis, sorry, man.
I love you.

ასეთი იყო ლიზა მერი პრესლი ბავშვობაში

ეს დედამისია, პრისცილა, არცისე შორ წარსულში

ასეთები არიან ახლა ... сущий ужас

Friday, June 5, 2009

Rach


უნიჭიერესია ჯენიფერ ანისტონი, და ძაან საყვარელი, და აბსოლუტურად უნაკლო ფიგურა აქვს. ეგეთი არავის არ აქვს, არცერთ სუპერმოდელს, მე თუ მკითხავთ. ეს ძველი ფოტო ვიპოვე და ძაან მომეწონა:)

Thursday, June 4, 2009

Missouri Tigers

სხვა ეგუება შეუძლებლის შეუძლებლობას, და მე ვერაო, ლაშამ.
გამოსავალი უალტერნატივოდ ბრძოლაა მისთვის. ზუსტად იცის რო ის უნდა, რაც უნდა. ოღონდ რა, არ მეუბნება.
მე მოწაფედ მივებარე. ჩმორიკიზმის მიმდევრობა მომბეზრდა.

შეწუხდა ხალხი. არადა მომერღვა გუინპლენის ნიღაბი, ჩვეულმა დაღრეჯილობამ იჩინა თავი. დღეს ფილოსოფოსი მიწოდეს, and not in a good way. ვერ ვიტან მაგიდის ქვეშ ფეხსაცმელებიდან ფეხები რო აქვთ ამოწეული ან სულაც გახდილი.