
თავიდან იყო უჩვეულებრივესი შეხვედრა, ღიმილიანი და ფიქრით 'ეს საიდანღა გამოჩნდა...'
მერე ძალიან დიდი ხნით ცოოოტა აგდებული დამოკიდებულება ისტერიული მოკითხვების გამო, მარა მაინც კონტაქტი
მერე შეჩვევა... შეჩვევა ყველაზე საშიში რამეა მგონი... უკანმოუხედავი.
მერე იასამნები, უამრავი და სურნელოვანი... :)
მერე შეჩვეულის მოლოდინი, გულის აჩქროლება, ისე ცოტათი და სასიამოვნოდ
და კეკლუცობა, და 'ოო სადაა ამდენხანს' და გამოჩენა და უკვე დაუფარავი სიხარული, გულის ჭყლოპინი (ვგიჟდები ამ სიტყვაზე)
მერე საჩუქარი და საპასუხო საჩუქრის შერჩევის ძაან სასიამოვნო პროცესი
მერე ცოტა უფრო გახსნილი ურთიერთობა
'ნუ მე და შენ ხო ორივემ ვიცით რო ისა...'
...
თავიდან – არა კაცო, შენთან უნდა არა ისა..
მერე – ნეტა მართლა ასეა?
მაინც რა ნახა ასეთი...
რა კარგია
თითქმის ბედნიერებაა
ვიცი, აბა რა
შენც ხო იცი
მარა მერე? პროსტა უნდა ვიცოდეთ? მეტი არაფერი? იცი რა კაი რამე შეიძლება გამოგვივიდეს?
...
მაინც რა უშლით ადამიანებს ხელს... მემგონი არასაკმარისი სურვილი. მეტი არაფერი. და კიდე მაჯლაჯუნა 'მეგონა'...
არადა ძალიან დიდხანს ეგონა, იმდენხანს ეგონა, რომ მე მეგონა უკვე კარგად იცოდა:)
ფიჰ
მე ძალიან დარწმუნებული აღმოვჩნდი საბოლოოდ იმ რაღაცეებში, რაც მინდოდა და მითუმეტეს იმაში, რაც არ მინდოდა. ეს ცუდი სულაც არ არი, უბრალოდ ავცდით
ოღონდ ისევ, მერამდენედ:)
მაზილა ვარ მაგარი:)
ხოოოდა გუშინ დავასკვენი რო საკუთარი დარწმუნებულობის ტყვეობაში ვარ ისევ, და ზუსტად ვიცი რო მინდა...
რა კარგად გამოიყურებოდააა:) ისევ ისეთი იყო, მშვიდი, მომღიმარი, თბილი, ბოხხმიანი...
ოოო რა ვქნა, ისევ ისე რო მიყურებდა, როგორც მაშინ?
მე მეგონა ისე აღარ შემომხედავდა, ეს კიდე ...
არ მიდის ეს შეჩვენებული შეჩვეული განწყობა და რა ვქნა, რა გავაკეთო:)