Monday, June 15, 2009

Woodstock

დავლპით.
მარა მაინც უგონოდ მიყვარს წვიმა. ასეთი გადარეულიც კი. ვიღაც ქალი მერი პოპინსივით დინჯად მოუყვებოდა ქუჩას, სულ ცალ ფეხზე ეკიდა თავზე რო მთელი ჩანჩქერი დაეშვა, და ვაბშე ქვემოდანაც ისევე მძლავრად რო წვიმდა, როგორც ზემოდან. მაგარია. ვგიჟდები რო წვიმს და არ გარბიხარ. არ მესმის, რა აზრი აქვს.
ჩვენს წინ მშენებარე სახლის საძირკველი ყოველ ღამე საცურაო აუზად იქცევა ხოლმე და ისე უდაბურად გამოიყურება, გული მოგიკვდება. ბაყაყებიც კი გაჩნდნენ. რაღაცნაირი უდაბური არსებები.
იცით როგორ ვწერ ახლა? აი იმ კინოში როა, 'არდადეგები', ბავშვებს სოფელში რო წაიყვანს მამა და ბოტანიკის და სკრიპკის მეცადინეობით რო კლავს, და ის ბიჭი ყურებში თითებგარჭობილი რო იზუთხავს სოკოს აგებულებას – სოკო. სოკო შედგება ფეხისაგან და ქუდისაგან. აი რაღაც ეგრე. იმ ბავშვს სინამდვილეში სულ სხვაგან უნდოდა ყოფნა. მე სინამდვილეში სულ სხვა რამეზე მინდა დაწერა. ზოლებიან პიჟამაში გამოწყობილი მამა არაფერს მიშლის მარა მაინც ვტკეპნი. სოკო. სოკო შედგება ქუდისაგან და ფეხისაგან...
ცხვორება. ცხოვრება შედგება სევდისაგან და სიხარულისაგან. უაზრო დღეებისაგან და საოცარი ღამეებისაგან, ტელეფონით მოსმენილი როკ–სერენადებისა და ყურიდან ყურამდე ღიმილისაგან, მოლოდინისაგან და კიდე მოლოდინისაგან, ნაცნობი ფეხის ხმისა და ისევ მოლოდინისაგან.

მოლოდინისაგან:)

Monday, June 8, 2009

Terminator Salvation

Elvis, sorry, man.
I love you.

ასეთი იყო ლიზა მერი პრესლი ბავშვობაში

ეს დედამისია, პრისცილა, არცისე შორ წარსულში

ასეთები არიან ახლა ... сущий ужас

Friday, June 5, 2009

Rach


უნიჭიერესია ჯენიფერ ანისტონი, და ძაან საყვარელი, და აბსოლუტურად უნაკლო ფიგურა აქვს. ეგეთი არავის არ აქვს, არცერთ სუპერმოდელს, მე თუ მკითხავთ. ეს ძველი ფოტო ვიპოვე და ძაან მომეწონა:)

Thursday, June 4, 2009

Missouri Tigers

სხვა ეგუება შეუძლებლის შეუძლებლობას, და მე ვერაო, ლაშამ.
გამოსავალი უალტერნატივოდ ბრძოლაა მისთვის. ზუსტად იცის რო ის უნდა, რაც უნდა. ოღონდ რა, არ მეუბნება.
მე მოწაფედ მივებარე. ჩმორიკიზმის მიმდევრობა მომბეზრდა.

შეწუხდა ხალხი. არადა მომერღვა გუინპლენის ნიღაბი, ჩვეულმა დაღრეჯილობამ იჩინა თავი. დღეს ფილოსოფოსი მიწოდეს, and not in a good way. ვერ ვიტან მაგიდის ქვეშ ფეხსაცმელებიდან ფეხები რო აქვთ ამოწეული ან სულაც გახდილი.

Saturday, May 23, 2009

Rita Hayworth

ულამაზესი რიტა ჰეივორტი, ნუ აბსოლუტური მომხიბვლელობა:)

Saturday, May 9, 2009

Jacob? Seriously??

გადაბრუნებული მაიკასავით ადამიანები ხო არსებობენ? აი იარლიყი რო გარეთ ცანცარებს და ნაკერები ფრიად უგერგილოდ გამოჩრილა გვერდებზე.
იმდენი ვილაპარაკე ამ გოგოზე უკვე სინდისი მაწუხებს, ჯოჯოხეთის კარებს ვამტვრევ ორი დღეა და აქაც თუ გადავუარე, შემიშვებენ და კარგად მეყოლეთ მერე.
ეგეთი რამე ცხოვრებაში არ მომსვლია მგონი.

და ლოსტის სცენარისტებმა დაიბიჯეს, ნაწლავები გადაიხლართეს, ყველა ანომალიური დრამატურგიული ხასიათის ფანტაზია აიხდინეს. წარსულში რო მოხდა ის მომავალია, ახლანდელში წარსული ხდება და მომავალში რაც მოხდა, ის საერთოდ არ ყოფილა. გამოვშტერდი.

Wednesday, May 6, 2009

Nina Simone - I Loves You Porgy

ბოლო ერთი კვირის და განსაკუთრებით დღევანდელი აკვიატება.
გენიალური მუსიკა და შეუდარებელი შესრულება.
ფანტასტიურია ბილი ჰოლიდეის ნამღერი, კეიტ ჯარეტის ინსტრუმენტალი და საერთოდ ყველა ვერსია, რაც ბუნებაში არსებობს.
გერშვინი თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. 38 წლის. წარმოუდგენელია.

I Loves You Porgy

სამივე ერთად ისხდნენ, როგორც მაშინ... ბედნიერები რომ ვიყავით.
ჩვენ ორნი რომანტიულად ბედნიერები (გვეგონა), ყველანი ერთად ძალიან ახლო მეგობრები.
უცნაური შეგრძნება მაქვს, ასე რო ვხედავ, ერთად... მეოთხე მე ვიყავი ადრე. ახლა კიდე ისე შორს ვარ. მგონი.
მაგრამ მარტო მე არა.
რათქმაუნდა არაფერი აღარ არი ისე, როგორც იყო. ვეცადეთსავით, მარა არ გამოვიდა. ან სათანადოდ არ გვიცდია. მე იმიტო არა, რო გამიჭირდა და აღარ მომინდა, იმათ იმიტო რო ... ისინი კაცები არიან, დაეზარათ. უცნაური ხალხია კაცები, ერთმანეთის წყენინებას ერიდებიან ('კაცურ პონტში'. ვერასდროს ვერ გავიგებ რა არი ეს სუგუბა კაცური ფილოსოფია რო გონიათ აი ის ფილოსოფია) და ამას ლამის საკუთარი ბედნიერება შეწირონ მთლიანად, საკუთარი და განსაკუთრებით ქალის. ზოგი ასეთია, ზოგი ისეთი, ფორმულა არ არსებობს რათქმაუნდა.
რისი არ მჯერა და ფორმულების ურთიერთობებში.

შევედი და ორ წამში დაიშალნენ.
არ მინდა ასე. ძაან არ მინდა, ვითრგუნები და რაღაც მტკივნეული სინანული შემომაწვება ხოლმე, რომელიც დიდხანს აღარ მიდის და ვიტანჯები.
ცალ–ცალკე თითქოს არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ახლოს ვართ და ერთად. მარა არცერთი არ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც იყო, რაც გვქონდა. ნუ ორიოდე სიტყვით ვთქვით და მორჩა.
წეღან ვცადეთ და ისეთი ნაძალადევი და უხერხული გამოვიდა, გაქცევა მომინდა სადღაც.
ჩემს გულისტკენას ერიდებიან და მეღიმება. მეც ვერიდები იმათ გულისტკენას და მიხარია, რო ვერიდები.

რაღაცა არსებობს.

Monday, May 4, 2009

Converse All Star

გუშინ კეტები ვიყიდე. ოღონდ სად უნდა ჩავიცვა წარმოდგენა არ მაქვს.
ეს რა სინდრომია, რო ყიდულობ რაღაცეებს, რასაც იმთავითვე იცი, წელიწადში ორჯერ თუ გამოიყენებ, მარა მაინც ყიდულობ.
სავსე მაქვს კარადა უმაქნისი ნივთებით, ვგიჟდები პირდაპირ. არადა ერთი შეხედვით ძაან საყვარელი რამეებია. ჩვეულებრივი ადამიანები აქტიურად იყენებენ ეგეთ რამეებს, იმიტომ რომ სამსახურს გარეთ ცხოვრობენ, კლასგარეშე. ასეა, რაღაცეები ძალიან ძალიან მინდა და ვერ/არ ვაკეთებ. კეტებს და კეპკას სახლში მაინც ჩაიცვამ და დაიხურავ, სარკის წინ, ანდა მაღაზიაში ჩახვალ და მსუქან გამყიდველ ქალს დაენახვები (რა სასოწარკვეთილებაა:)), მაგრამ აი სხვა რამეები? რისი გაკეთებაც, ისევე როგორც სინამდვილეში სპორტული ტანსაცმლის ტარების შანსის გამონახვა, ყოველთვის შეიძლება? იმას ჩალიჩი უნდა. რო ადგე და ამდენი ხნის ნალოლიავები ოცნება აიხდინო და გიტარაზე დაკვრა ისწავლო გაცილებით მეტი საჩალიჩოა, ვიდრე გუდვილამდე ჩათრევას და კეტების ყიდვას სჭირდება. არადა რამხელა სხვაობაა?!! სად კეტები და სად გიტარაზე დაკვრა რო შეგიძლია, იმით მიღებული სიამოვნება. მემგონი დებილი ვარ. ნუთუ უფრო მნიშნველოვან რამეებშიც ასე ვერ ვიაზრებ პრიორიტეტებს?! აშკარად ასე იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, კეტებზეა ლაპარაკი თუ გიტარაზე? შეიძლება ისეთ რამეებს არ ვაქცევ ყურადღებას, რისი გაკეთებაც შემიძლია და გაცილებით უკეთ ვიგრძნობდი თავს მეც და ჩემებიც, რო გამეკეთებინა... ოდესმე შეიძლება სინანულის გადაჭარბებულ დოზას ვემსხვერპლო. მერე ვიტყვი, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახდენ მეთქი და სულ თავში უნდა მირტყან ამ დროს.

ჩემი კეტები შეურაცხყოფისაგან გაწითლდნენ ალბათ, წავიდე დავხედო.
ეს გიტარა მქონდეს მაინც.