გუშინ კეტები ვიყიდე. ოღონდ სად უნდა ჩავიცვა წარმოდგენა არ მაქვს.
ეს რა სინდრომია, რო ყიდულობ რაღაცეებს, რასაც იმთავითვე იცი, წელიწადში ორჯერ თუ გამოიყენებ, მარა მაინც ყიდულობ.
სავსე მაქვს კარადა უმაქნისი ნივთებით, ვგიჟდები პირდაპირ. არადა ერთი შეხედვით ძაან საყვარელი რამეებია. ჩვეულებრივი ადამიანები აქტიურად იყენებენ ეგეთ რამეებს, იმიტომ რომ სამსახურს გარეთ ცხოვრობენ, კლასგარეშე. ასეა, რაღაცეები ძალიან ძალიან მინდა და ვერ/არ ვაკეთებ. კეტებს და კეპკას სახლში მაინც ჩაიცვამ და დაიხურავ, სარკის წინ, ანდა მაღაზიაში ჩახვალ და მსუქან გამყიდველ ქალს დაენახვები (რა სასოწარკვეთილებაა:)), მაგრამ აი სხვა რამეები? რისი გაკეთებაც, ისევე როგორც სინამდვილეში სპორტული ტანსაცმლის ტარების შანსის გამონახვა, ყოველთვის შეიძლება? იმას ჩალიჩი უნდა. რო ადგე და ამდენი ხნის ნალოლიავები ოცნება აიხდინო და გიტარაზე დაკვრა ისწავლო გაცილებით მეტი საჩალიჩოა, ვიდრე გუდვილამდე ჩათრევას და კეტების ყიდვას სჭირდება. არადა რამხელა სხვაობაა?!! სად კეტები და სად გიტარაზე დაკვრა რო შეგიძლია, იმით მიღებული სიამოვნება. მემგონი დებილი ვარ. ნუთუ უფრო მნიშნველოვან რამეებშიც ასე ვერ ვიაზრებ პრიორიტეტებს?! აშკარად ასე იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, კეტებზეა ლაპარაკი თუ გიტარაზე? შეიძლება ისეთ რამეებს არ ვაქცევ ყურადღებას, რისი გაკეთებაც შემიძლია და გაცილებით უკეთ ვიგრძნობდი თავს მეც და ჩემებიც, რო გამეკეთებინა... ოდესმე შეიძლება სინანულის გადაჭარბებულ დოზას ვემსხვერპლო. მერე ვიტყვი, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახდენ მეთქი და სულ თავში უნდა მირტყან ამ დროს.
ჩემი კეტები შეურაცხყოფისაგან გაწითლდნენ ალბათ, წავიდე დავხედო.
ეს გიტარა მქონდეს მაინც.






