Wednesday, July 27, 2011
სიყვარულივით
ხევსურული სიგრილე მინდა. ფეხქვეშ მიწა და ბალახი მინდა. დაღლილობისაგან ფეხების კანკალი, მერე შემობრუნება და სულისშემკვრელი მთებისკენ გახედვა მინდა. უამრავ ხალხთან ერთად რო ხარ, მარა მარტო ხარ იქაურობასთან პირისპირ, ასე მგონია მე. მიყვარს ეს მარტო მე და შენ–ობის შეგრძნება. მთებს ვუღიმოდი მე. რად უნდა მთას ჩემი ღიმილი, მარა მიმიღო:) გაშალა მდინარეებით გაწუწული გულ–მკერდი და ჩამიხუტა, ჰარიფი და სირისტიანი მნახველი:))
უფსკურლისპირა ასკინკილა და გულის გადაქანება, სიყვარულივით:)
დედა, რა იყო ეს...
არადა მეასედი მინახავს თურმე კიდე სანახავიდან...
რა უნახავი ვყოფილვარ:))
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
მდინარეებით გაწუწული გულ–მკერდიო
ისე თქვი, ქეთ, ძალიან ლამაზად და პოეტურად :)
მეც უნახავი ვარ :))
გადამრია იქაურობამ, ქეთო:)
ასე მგონია ყველაფერი შემიძლია:)
რა მაგარია! მართლაც ასეთია მთები, საოცრად მოქმედებენ :)
მთაზე მაგარი მოტივატორი და "ენერჯაიზერი" მე არ მინახავს არაფერი. ხოდა ყველანი უნახავები ვართ, ისთე..
ukacravad unaxavebis rigshi chamayenet tu sheidzleba :)
budu
:))) ერთი უნდა დავირაზმოთ ეს უნახავები და ჩამივყალიბდეთ ბოლოსდაბოლოს, აქა ვართ თუ იქ:))))
Post a Comment