ჭიანჭველასოდენები ვჩანდით იმ უკიდეგანო სივრცეში. ფეხს ძლივს ვიკიდებდით რამდენიმე სანტიმეტრიან ჭრილზე, პრაქტიკულად ჰაერში ვეკიდეთ ისე, რომ ერთი საცოდავი ხელმოსაჭიდი შვერილიც არ იყო არსად. თითო კაცად ჩამწკრივებულნი ველოდით უეჭველ სიკვდილს. მაგრამ ისეთი მშვიდი ვიყავი... ეს გარდაუვალი რამის მიმართ ინდიფერენტულობა იყო. და კიდე განწყობა სახელად 'ამის იმედი არც არასდროს მქონია, რო ახლა მქონდეს'. გვერდით მედგა, ზურგით ეკვროდა კლდეს და არაფერს ამბობდა. პრინციპში, როგორც ყოველთვის, ნორმალურ სიტუაციებშიც, არათუ სიკვდილის ხრამთან... რამდენიმე მეტრის მოშორებით სამაშველო ჯგუფი ცდილობდა რაღაცას. რა გულისამაჩუყებელია ადამიანური სასოწარკვეთილება ვიღაცის შველის სრულიად უიმედო მცდელობისას. ის გოგო თავის თავს მართლა წირავდა იმ წუთას. ქანაობდა ბაგირზე სიკვდილის ხრამის თავზე და ცდილობდა, კლდის შვერილზე ჩაევლო ბაგირის ბოლო ჩვენს გადასაყვანად. ოღონდ არაფრის შანსი არ იყო. ისეთი უიმედობა იყო ჰაერში, ვეღარ გავუძელი და გამეღვიძა.
დარწმუნებული ვარ, დავიხოცეთ. აი ისე, სიტყვისუთქმელად. მარტო ის მაშველი გოგო ელაპარაკებოდა თავის თავს, ვერ მივწვდიო, კიდე ცოტა ახლოს უნდა ვცადოო. და დაეკიდა სულისშემკვრელად გაქანებულ ბაგირზე.
რაღა დარჩა ისე...
Sunday, May 1, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
12 comments:
რა უცნაური სიზმარია. მეც მეღვიძება ხოლმე, თუ უნდა მეტკინოს ან რაიმე ასეთი :)
მიწვდებოდა კიდეც, მაგრამ შენ ვერ დაინახე, რადგან გაიღვიძე :))
:) მე რა შავბნელი ვარ – ჩემი ვერსიით დავიხოცეთ:))))
ვგიჟდები სიზმრებზე :)) ისეთ რაღაცეებს გაჩვენებს, სიფხიზლეში რომ არ გახსოვს, არ იმჩნევ და ან ვერ ხვდები, ან უბრალოდ გგონია, რომ არ გახსოვს :))
არ გინდა ხოლმე, შენს ქვეცნობიერთან გასაუბრება მოგიწყონ? :)))
პ.ს. კარგი, რა, რა არის ეს შავბნელი after დასკვნები, არ გცხვენია?! :))
საერთოდ არ მრცხვენია, რა ვქნა?:)))))
აღმოვაჩინე, რო შავ–ბნელი ვარ:))))))
ჩემი ქვეცნობიერი რო მანახა სადმე, ერთი კარგად ვცემდი:))))))
:))))))))))) ვგიჟდები შენს თვითკრიტიკაზე და აღიარებებზე :)))))) :***
:))))))))) თვითკრიტიკა შემიძლია და აღიარება:))) მზეს ვხედავ და სოსოიას:))))))))))
ჰო, აბა, რა შავ–ბნელი :)
უბრალოდ, სიზმარი შენ ნახე და ამიტომ, მე რომ მენახა, მეც მასე ვიფიქრებდი, ვიცი :))
:))))) ხოო:))))
rogor momenatra sheni, kalos da cisias postebis cakitxva, axla chamovlaze var!!! :)
ვაა, თიკო, შენც კარგად გადაიკარგე:))) გამიხარდა რო გამოჩნდი:)
unda ganvagrdzo jghabna :)))
:)))) მიდი მიდი, ამიყოლიე:))))
Post a Comment