Thursday, April 14, 2011

მომსახურების სერვისი

პირდაპირ თვალებში ჩავხედე იმ კატას.
მემგონი კატა თვითონ გაიძულებს ხოლმე, პირდაპირ თვალებში ჩახედო, ეგეთი ტიპია.
არადა დიდად არ ვიცნობ კატებს. რატო ვაძლევ თავს უფლებას და ქლესა არსებად ვთვლი, არ ვიცი. მგონი ქლესა კაცის გამოხედვას მივამსგავსე ერთხელ და ვეღარ ვიშორებ იმ ასოციაციას.

უბრალოება დიდი შვებაა.რაც გინდა თქვი. ღირსება როა, ეს ცალკე თემაა, მარა ისეთი შვებაა...
ოღონდ დახელოვნებული ტყლარჭვა გაცილებით ნაკლებად ტრაგიკულია, ვიდრე გამოგონილი უბრალოება, რომელიც სინამდვილეში ხუთჯერ მეტი ტყლარჭვაა. ასე მგონია მე.

ქართული ენის დღეს ვცემ პატივს და კულტურული ფორმით გავაპროტესტებ სიმახინჯეებს, ფეხების ფრატუნით სიარულივით რო მიშლის ნერვებს:
ხალხო, მძლივას ნუ ახვალთ კიბეზე, ნუ გადაირევით ხოლმე რამის, თუ გშივათ ჭამეთ, რეამინაციაში არ შეგიშვებენ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მოიხსენიებთ, და კიდე – ყველაფერს არ იძახიან.
ბოდიში კრიტიკიზა:))))))))

16 comments:

kalo said...

ვაიმე "მძლივას"–მა მომცელა :–))))))))
კარქი გოგო ხარ შენ ძაანა და პური თუ მოგშივა, ნუ იძახი დიეტაზე ვარო, აიღე საინი და ჭამე :–))))))))))

kalo said...

და ხო, ის დამავიწყდა, მომსახურების სერვისი კი არა, მომსახურების სერვიზი ჯერესერთი :–))))) და სოიოს სოუსი კი არა, სოიას სოუზი :–))))))

ketketa said...

:)))))))))) ხოო, კაცო, სერვიზი, ზ, ზ:))))))
დღეს შეურაცხადივით ვიცინი, ნინა:)))))))) მონიტორს ვუყურებ და ვიცინი:))))
არა, ვიცინივარ:)))))))))))))))

giochiwinx said...

saintereso postia magram aq razea laaraki ver chavwvdi jer weshmaritebas

g9gjeux said...

gadagexeda temistvis giochiwinx da chemi azrit ufro gaerkveodi da chawvdebodi weshmaritebas

1001giochi said...

sasixaruloa rom aseti kargi blogebi arsebobs ubralod ar shemezlo ise gavsuliyavi aqedan rom ar damewera es komentari

mahjong said...

blogi momewona ragaceebi dasaxvewia magram jamshi mshvenieria 5 iani chemidan

rtlspiele said...

me didad araferi momewona magram arc cudia. earmatebebs da winsvlas gisurveb sauketeso survilebit

ketketa said...

:)))) რა სასწაულებრივი ხალხი შემოსულა დღეს, სად მიპოვეთ:))

მადლობა მოწონება/კრიტიკისთვის, ოღონდ ვინ ხართ თუ მეცოდინება, შეიძლება უფრო მადლობელიც დავრჩე, რა ვიცი:)))

Keti said...

"გეხვერწები" გამახსენდა რატომღაც :)))

კატები უცნაური არსებები არიან: თუ სჭირდებათ – ქლესები, თუ არა და შენკენ არც გამოიხედებიან :)

Keti said...

პ.ს. ალბათ ჯობდა, დამეწერა – არც გამოგხედავენ :) :თვითკრიტიკა:

ketketa said...

:)) გეხვერწები, ასეთი თვითკრიტიკული ნუ იქნები, ქეთ:)))

Keti said...

:))))

s.p. said...

პასიურობ, სად იკარგები....

გადაგიყო ამ ბიუროკრატიამ

Anonymous said...

მენატრებით ბავშვებო,
აი ძალიან მენატრებით.
კალოოო, ისე დავბერდი ისე, რომ შენი მეზობელი მიმიქარავს. საოცარ რაღაცეებს ვამბობ :)
აი მარტო ამისთვის ღირს ჩემი ნახვა :****
ქეთ-ქეთ, კალო, შოოოონ, ქეთ, ელიიის
მომენატრეთ
BUDU

ketketa said...

ბელა, მე ახლა ვზივარ და ვტირი:) დღეს ბოლო წვეთი იყო შენი სიყვარულის გამოვლინება და ვსო, ავტირდი:)
ძაან მომენატრე, ძალიან:) და გკოცნი მხურვალედ:)