Tuesday, September 29, 2009

Beware female drivers. Seriously.


ქალ მძღოლებზე აღარ შაყირობენ. უკვე სასო წარეკვეთათ, დანევროზდნენ და აღარ ეცინებათ. პირდაპირ გინებაზე გადადიან. არადა ეგრე უნდა. დღეს ისეთი ექსტრემალური დილა მოგვიწყო ერთმა გოგომ, შოკში ჩავვარდი.
ვიწრო ქუჩაზე, სკოლის წინ მდგარ მანქანებს შორის იდგა თავისი ტოიოტა RAV 4–ით და ყოვლად უმწეოდ და უთავმოყვარეოდ ატრიალებდა საჭეს კაცმა არ იცის საით. დანარჩენი გამვლელი მანქანები ხო ცხადია ყველა მხრიდან მივადექით, თან დილაა, ყველა სადღაც გარბის. შეიქნა ერთი ამბავი. ჩემი მეგობარი გადავიდა და ეუბნება დაგეხმარებიო, გამოგიყვანო ანუ. დედააა, იუკადრისა მარა როგორ?! ამის თქმა იყო და ერთბაშად მოწყვიტა ადგილიდან და უკან ჯიპს ისე შეასკდა, კინაღამ ვიტირეთ. ჯიპი იქეთ იყოს და მერე არც ჩვენ დაგვინდო და ვანო გვერდზე დროულად რო არ გამხტარიყო, საკუთარი მანქანის ბამპერზე იქნება ახლა აღბეჭდილი.
საოცრება ჩაიდინა ნუ, ამის წარმოდგენა არ შეიძლება. და გამომეტყველება? 'გამიჭირეს საქმე, აჰა გაიარეთ' – აი ასეთი. დებილური. თმების დაგლეჯა მომინდა იმ გოგოსთვის მარა ისტერიულად ვიცინოდით. ბამპერს ვიღა ჩიოდა, რო დაგვარტყა და რაღაცა მანქანებით ბოლოსდაბოლოს გაჩერდა, მუხლებში ჩავუცვიდით, ცოტა ხანი არ დაძრათქო და უკანსვლით ვუშველეთ თავს:))
გვერდითა მანქანის მძღოლის დასკვნა: 'ქალი უნდა დასვა კუხნაში'.

დედა რა უაზრო გოგო იყო, მტრისას.

Monday, September 28, 2009

Again, someone else said, he didn't

თავისებურად მიყვარხარო.
მაინც რა უნდა იყოს ეს? ჯერ ერთი რა ფორმაა ეს, ქურთული ქართული.
რო მოკლა ადამიანურად ვერ ათქმევინებ ნუ.
თავისებურად, ჰმ.
ყველას თავისებურად უყვარს, მარა უყვარს.
დებილი.

არადა ვაბშე არ მინდა მე:)

Saturday, September 26, 2009

You are a doer, remember?

ეს ნეტა მარტო კინოშია, ჯვრისწერაზე, აი ზუსტად იმ დროს, როცა მღვდელი ამბობს, ცოლ–ქმრად გაცხადებთო, სტუმარი შეყვარებულები რო ერთმანეთს გადახედავენ და გაუღმებენ ხოლმე მრავალმნიშვნელოვნად? სულ მაინტრესებს...

გრეის ანატომიას ვუყურებ დღეს მთელი დღე. მოვკვდი ტირილით ოღონდ.

ბავშვობაში ძალიან რო განვიცდიდით ფილმში გმირის სიკვდილს, დედა გვამშვიდებდა, სინამდვილეში ხო არ მომკვდარაო, მსახიობია, ცოცხალია და საღ–სალამათიო და ჩვენ გვიხაროდა. ახლაც ხო ასეა, თიარ ნაითი ჯან–ღონით სავსე დასეირნობს აქეთ–იქით, მარა მე ეს სულ არ მახალისებს, იმიტო რო ჯორჯი მოკვდა, მისი გმირი, რომელზეც ვგიჟდებოდი.

და იზი სტივენსსაც რო სულს აღაფვინებს (სიტყვაა სიტყვის უნახავს გაგხდის) ეს რეჟისორი? რა მეშველება მეეე?:) ედმონდო...

ბავშვობაში სხვანაირად ვუყურებდი კინოებსაც და ყველაფერს საერთოდ. ფიჰ.

Wednesday, September 16, 2009

როგორც იქნა

გავთავისუფლდი მაჯლაჯუნა აზრებისაგან. ერთი–ორი სასტიკი და ნამდვილი აზრი დამრჩა, მარა მაგათ რამეში გამოვიყენებ. ასეა ალბათ საჭირო. მთავარია ჯოჯოები წავიდნენ. სულის ჯოჯოები.
It is dangerous to be sincere unless you are also stupid-ო, ბერნარდს უთქვამს შოუს.
ანუ ისაო, ფრიად სახიფათოა გულწრფელობაო, თუ თან სულელიც არა ხარო.
მსუყედ მომხვდა გულზე რაღაც. მომსუყა. აი წინის წინა პოსტში რო ვამბობდი 'გააჩნია' რა მაგარი სიტყვაა მეთქი, დღეს ამას წავაწყდი და დეჟავუ განმივითარდა უცებ. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე, ეტყობა ბევრი რაღაცეები დაგროვდა და მიაღწია ტვინის იმ ხვეულამდე, სადაც ზედმეტ და პირაღია გულწრფელობაზე არც ისე სახარბიელო შეხედულებები ყალიბდება.
იყავი გულწრფელი მარა ჩუმად:))

Tuesday, September 15, 2009

და ხახვიანი პიცა

თავმობეზრებული ოფიციანტი შეგვხვდა დღეს. პომადა ჯინაზე უშნოდ რო უსვია ისეთი.
და ტრადიციულად – ცანგალა სტაიანშჩიკი. ქართულად რა ქვიათ ამათ? ავტოსადგომის მუშაკები? ექსტრემალურად შეგვაკვეხა სადღაც ორ მანქანას შორის.
რა სარგებლობა მოაქვს ერთმანეთზე მიჭუჭკულ ორ კაფეს და ის, რომ ერთში რაღაც მარკის ლუდს რო შეუკვეთავენ და არ აქვთ, გადარბიან მეორეში და მოარბენინებენ, პირდაპირი მნიშვნელობით, შუა ქუჩაში, ჭიქით(!).
ერთ ყოვლად უაზრო პაემანსაც შევესწარით. გაწამებულსახიანი ბიჭი და ძაან მონდომებული გოგო. ფაქტიურად არ ლაპარაკობდნენ. ბოლოს დაიტანჯნენ და წავიდნენ. რაღაცა ამოვისუნთქეთ.
ნაირ–ნაირი მარაზმებით ივსება დღე. და შენ? ვითომ თავად მაგარი როჟა ხარ. გაჭორავ და იმწამსვე ინანებ.

'... და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბოო...' ამეკვიატა, ოდნავ წამღერებული, ბოხი და სევდიანი ხმით. ისე მენანება ირაკლი რო აღარ არი...

Sunday, September 13, 2009

Will you be there...

ზაფხულის რამდენიმე ფრაგმენტი მაქვს ჩარჩენილი გონებაში.
ორი ერთნაირი ქალი მოდიოდა და ერთი ბავშვი მოყავდათ. რაღაცეები ასე მახსოვს. მიკროსიტუაციებად. ის ადგილიც ყოველთვის მემახსოვრება, სადაც დავინახე. რატო არ ვიცი. უფრო სწორად მგონია ვიცი. რაღაც მნიშნველოვანზე ვფიქრობდი იმ წუთას და ამ ქალებმა გადაურბინეს ფიქრებს წინ. ბავშვმა რომელიღაც აზრს ფეხი წამოკრა და მეც გავხედე.
მემახსოვრება მუსიკის ყრუ ხმა პირქვე დაგდებული ტელეფონიდან. ჯო პასი და გიტარა. და ის განწყობა მემახსოვრება ყოველთვის.
და რაღაცნაირი სხვანაირობა კიდე. საკუთარი თავის სხვანაირობა.

სინამდვილეში არც არაფერი შეცვლილა ირგვლივ. მე გადავსხვაფერდი მარტო თითქოს. ამაშიც მარტო ვარ:) გადასხვაფერებაში.

ჩემი მომავალი ძაღლი ურსულა ბევრჯერ შემხვდა უკვე. ნეტა თუ იცის რო ჩემთან იცხოვრებს ოდესმე.

'გააჩნია' რა მაგარი სიტყვაა, არა?
ზოგჯერ ძალიან კარგი რამეების თქმაც კი არ ღირს ადამიანებისთვის, იმიტო რო ადამიანს გააჩნია.
მე კიდე ისევ გამითბა ხელები...