რაც ბავშვობა დამთავრდა, მას მერე ყველა მოგონება სევდიანი რატოა?
რატო მეგონა რაღაცეები ისე, როგორც საერთოდ არ იყო?
ძველი ჩანაწერები ან საერთოდ არ უნდა ნახო, ან თუ ნახავ, ასე დაგრუზვა მაინც არ ღირს, ჩავლილია და იმიტომ. ეჯაჯგურე ეხლა უკვე გაკეთებულ სისულელეებს. შეტოპავ ისევ სინანულის ოკეანეში და ადამიანის ჩირად ქცეული დაიწყებ ტივტივს. ჰაერი აღარ გეყოფა, ტირილი მოგინდება, მაგრამ ცრემლიც აღარ გამოჩნდება შენი, ოკეანეში ცრემლი გინდ გიღვრია გინდა არა. გავეგეტარიანელებული ზვიგენები აღარ გაისვრიან შენზე კბილს. იმიტომ, რომ ამაოა ყველაფერი. დაძველებული ხარ. გამომშრალი. ნაპირი არ ჩანს. რაც ჩანს ის დასაწყისის ნაპირია, საიდანაც დინებამ წამოგიღო, სადაც ბედნიერების ჰაერი უბერავდა.
ბავშვობის დროინდელი.
მგონი ამპარტავნებამ დამრია ხელი.
მინდა რო ვაჩვენო, ის რაც იყო, სინამდვილეში ისე არ არი, აგერ ბატონო, გეტყვით თუ მომისმენთ, როგორც იყო. მაგრამ ამის დრო გავიდა. ჯანდაბას ჩემი თავი, ეგონოთ, რაც არ იყო. დამუმიებული განცდების თხრა ვერაფერი ნუგეშია ჩემმა მზემ...
ოო, როგორ არ ღირდა, როგორ...
Monday, November 17, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
აუ ქეეეეთ, არ იცი, წეღან საიდანღაც ამეკვიატა ეგ სიმღერა - მოგონებანი გარდასულ დღეთააა :) ნუ ამეკვიატა სხვა ნაწყვეტი ოღონდ - რად მოდიოდიიი პატარავ ჩემთააან თუ თან მოგქონდა დიიდი ნაღვეელიიი.... :) და ბავშვობა გამახსენდა, პრაიგრივაწელი და ცისფერი ტრიოს ფირფიტა. და მე თუ რაღაც ავიჩემე, ვსო. უნდა მომეძებნა როგორმე და ბევრი ჩალიჩის მერე მივაგენი და გადმოვწერე ამათი ალბომი და ეს სიმღერაც :)
ხოდა... იცი რა, მართალია, რომ ჯობია გააკეთო რაღაც და ისე ინანო, ვიდრე არ გააკეთო და ეს ინანო მერე მთელი ცხოვრება... ასე რომ... :)
ადამიანის ჩირი :((
რა ზუსტია..
და რა ნაცნობი, როცა ხელს იქნევ – ეგონოთ, რაც ჰგონიათ :(
მართლა სჯობს, რომ ამაზე არ იფიქროს ადამიანმა, მაინც არაფერი იცვლება.
ქეთ დაიკიდე არის ყველაზე კარგი სიტყვა ... ზოგჯერ. და ეს ზოგჯერ სწორედ მაშინ დგება, როცა იმდენად მოგეშლება ნერვები, რომ მერე საერთოდ ვერ ხვდები, კი მარა შენ რატომ უნდა გქონდეს ნერვები მოშლილი?! ჰოდა დაიკიდე ქეთ ;)იყავი ბედნიერი!
წარმატებებს გისურვებ!
Post a Comment