Wednesday, November 12, 2008

ზოგი შმოგი

ზოგი მართლა ფიქრობს, შალვა ნათელაშვილი მაგრად ხუმრობსო
და ნოდარ დუმბაძე უღმერთო კაცი იყოო
და ჯაზში მელოდია სად არიო
და მარნეულელ კაცს სამსახურში როგორ ავიყვანო

ეგეთების ფონზე ზოგისთვის მანგოს სტაფილოს გემო რო ქონდეს სულ არ გავოცდები

4 comments:

© said...

საერთოდ აღარ მაოცებს ასეთი რაღაცეები. უგემოვნობის ზეიმმა დაისადგურა ირგვლივ. ისეთი ფაქტების მომსწრე გავხდი ცხოვრებაში, ყბა რომ ჩამოგვარდება და ვსო, აღარ ”ვოცდები” :)

Tiko said...

ჰაჰა ეგეთები უნდა დაიკიდო :) მაგათ არაფერი ეშველებათ :)

Anonymous said...

აუ და რამდენია ასეთი!

ჯაზზე გამახსენდა. დღეს წავიკითხე ერთ საიტზე, ლექსი თუ გარითმული არ არის, აბა სად არის ლექსიო..


მართლა არაფერი ეშველებათ:)

Khatia Caroline said...

ნოდარ დუმბაძეზე ვინ გაბედა რამე ცუდის თქმა? :) ისე მიყვარს ეგ კაცი, დღესაც გამიელვა ფიქრებში, რა ბედნიერი ვარ, რომ ნოდარ დუმბაძის წიგნი თან მაქვს :)

დახვეწა გვჭირდება! :) იმედია ნელ-ნელა დავიხვეწებით. ისე მგონია ყოველთვის დაკიდება არ შეიძლება, კორექტირება კარგი იქნებოდა, თორემ ხალხს გონია დუმილი თანხმობაა ;) და მათი ’აღმოჩენებიც’ ძვირფასი :)