Tuesday, November 25, 2008

Damn u, M

მაინც რა იყო ასეთი ...
მეგონა, მე ვაჭარბებდი და სინამდვილეში არაფერი ისეთი გადარეული შეყვარებული არ ვყოფილვარ.
არა ვყოფილვარ. ჰმ, უცნაურია, ათასი წელი გავიდა, ამდენივე წყალმა ჩაიარა, ამდენივე შვილი ყავს მგონი უკვე, არადა ვუყურებ და არაფერი არ დამვიწყებია, არც ერთი ნაკვთი, ბგერის მეასედით ვცნობ ხმას, ძაან შორიდან სიარულის მანერას და ფეხის ხმას. ჩემ თავს მახსენებს, როგორი ვიყავი, როცა ერთად ვიყავით. It's like feeling home, kind of... and I don't really care how we ended, I do remember how it hurt then though. But still, I'm totally fine with it, unbelievably fine.
Just makes me once again think of how freaking annoyingly loyal I am with something I feel for real. and the also freakish getting-used-to, totally my thing.
But I have not been able to feel this way to anyone since then. Did I give it all away or what, I wonder...

Monday, November 17, 2008

Vi på Saltkråkan


მოგონებანი გარდასულ დღეთა...

რაც ბავშვობა დამთავრდა, მას მერე ყველა მოგონება სევდიანი რატოა?
რატო მეგონა რაღაცეები ისე, როგორც საერთოდ არ იყო?
ძველი ჩანაწერები ან საერთოდ არ უნდა ნახო, ან თუ ნახავ, ასე დაგრუზვა მაინც არ ღირს, ჩავლილია და იმიტომ. ეჯაჯგურე ეხლა უკვე გაკეთებულ სისულელეებს. შეტოპავ ისევ სინანულის ოკეანეში და ადამიანის ჩირად ქცეული დაიწყებ ტივტივს. ჰაერი აღარ გეყოფა, ტირილი მოგინდება, მაგრამ ცრემლიც აღარ გამოჩნდება შენი, ოკეანეში ცრემლი გინდ გიღვრია გინდა არა. გავეგეტარიანელებული ზვიგენები აღარ გაისვრიან შენზე კბილს. იმიტომ, რომ ამაოა ყველაფერი. დაძველებული ხარ. გამომშრალი. ნაპირი არ ჩანს. რაც ჩანს ის დასაწყისის ნაპირია, საიდანაც დინებამ წამოგიღო, სადაც ბედნიერების ჰაერი უბერავდა.
ბავშვობის დროინდელი.
მგონი ამპარტავნებამ დამრია ხელი.
მინდა რო ვაჩვენო, ის რაც იყო, სინამდვილეში ისე არ არი, აგერ ბატონო, გეტყვით თუ მომისმენთ, როგორც იყო. მაგრამ ამის დრო გავიდა. ჯანდაბას ჩემი თავი, ეგონოთ, რაც არ იყო. დამუმიებული განცდების თხრა ვერაფერი ნუგეშია ჩემმა მზემ...
ოო, როგორ არ ღირდა, როგორ...

Wednesday, November 12, 2008

ზოგი შმოგი

ზოგი მართლა ფიქრობს, შალვა ნათელაშვილი მაგრად ხუმრობსო
და ნოდარ დუმბაძე უღმერთო კაცი იყოო
და ჯაზში მელოდია სად არიო
და მარნეულელ კაცს სამსახურში როგორ ავიყვანო

ეგეთების ფონზე ზოგისთვის მანგოს სტაფილოს გემო რო ქონდეს სულ არ გავოცდები

Thursday, November 6, 2008

Just moving on

ან რატო დავკეტე, ან რატო გავაღე
– ის პირველი ორი ან რატო მოიყვანა ან რატო გაუშვა:)) [შ.ქ.]

რაღაცეები ხდება. რაღაცეებზე წერენ და კინოს იღებენ, სპექტაკლებს დგამენ. მარა დაძველდა თითქოს ყველაფერი არა? რაღაც ეგეთი გრძნობა მაქვს. მაწუხებს თქო ვერ ვიტყვი, მე ხო მეძველმანე ვარ, მეძონძია:) ყველაფერი ძველი მიყვარს, შეჩვეული. მარა მირჩევნია რო? რო შემედარებინა, აი გამებედა და რამე ახალი მექნა ჩემს მინიატურულ ცხოვრებაში, იქნებ გადამეგდო კიდეც ის უძველესი ბლოკნოტი დებილური ნახატებით, ან ოთახში რამე გადამეადგილებინა, ან თმა შემეჭრა თამამად, ან უფრო მაგარი რამე – წავსულიყავი საზღვარგარეთ! ჩემი მეგობარი სულ მიმტკიცებს, რომ ეს ნაპერწკალი არის ჩემში სადღაც შიგნით, ოღონდ არ ვიყენებ. იმიტო რო რა? დებილი ვარ (გოგი გვახარიას ინტონაციით ვამბობ ამას, ვგიჟდები როგორც ამბობს:)).
გაორებული დებილი. ქეთქეთა. ქეთი და ქეთა.
მარა იცი რა? მემგონი მაინც ყველაფერი რიგზეა:) ალბათ ისე, როგორც უნდა იყოს. განწყობის ამბავია.
გუშინ დოდკასთან დავაბრეხვე, ამ წუთას რო მოვკვდე არ მაღელვებს, მერე რა მეთქი. სისულელეა რათქმაუნდა, ვინც წაიკითხავდა, ყველა მიხვდებოდა რო დიდი სისულელე ვთქვი. მარა ესეც მე ვარ, სისულელეების გენერატორი:)) და ამის მიუხედავად, არიან ადამიანები, ვისაც არ მობეზრდა აქამდე ამ სისულეების მოსმენა და მგონი არც მობეზრდება. მაგარია:) :ისევგოგიგვახარია:

Thank you, guys:)