Tuesday, August 5, 2008

პრასი

რადიოში რეკლამა მოვისმინე დღეს დილით, შეკვეთილში ახალი კომპლექსი შენდებაო, 'შეკვეთილი ბიჩ' ერქმევაო. აი სუფთა კომპლექსი მართლა რა. ბიჩ არა ის. უნდა შეეშალოთ და bitch დაწერონ (სავსებით მოსალოდნელია ისე) ჯიგრულ–ქართულად და რა გამოვა ქე იცით

ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა,
ან ქართული მარაზმები

შეკვეთილი ბიიჩ, ბობოყვათი ჰილზ და ძუყნური ავენიუ კიდე. უიმმმმ

9 comments:

Anonymous said...

მობილში მაქვს ერთი ფოტო, მარაზმები.ცომ-ს უნდა გავუგზავნო, თუ მოვახერხე კომპში შეგდება (ანუ თუ ვიპოვე შესაერთებელი)

ჩემტან ახლოს სილამაზის სალონი გაიხს,ა აბრაზე სიამაყით აწერია: Beauty SLOON

ketketa said...

:))))) მაგარია:))) დ კაფე–სახაჭაპურე არსად არი მანდ?:)))))) მე ვნახე პავლოვზე:))

jaco said...

ძუყნური ავენიუ მომეწონა მაგრად! მე ჯაკო ვილას გავაკეთებ:)))

ketketa said...

:))
ჯაკო ვილა ჟღერს, რას ვერჩი:)))
მე? მე რა გავხსნააა?:) ქეთ–ქეთ ბულვარი?:))))

Keti said...

იმდენი ვიცინე :დ:

ძუყნური ავენიუ... მომავალში სუნამოც იქნებ, ა? :)

ქეთ, აქაც გაკოცებ :)

ketketa said...

ჰაჰაა, ქეეეთ, სუნამო:)))))
მე მაგას არ დავისხამ, და თუ რატომ არ დავისხამ, ძალიან კარგად იცის თვითნ კოკომ (მაგარი შუტკა გამოვიდოდა, კოკოს სუნამო რო იყოს):)))))))))

Anonymous said...

ბიჭო ბიჭო ბიჭოოოოოოოოოოოოო

შავ დრეში ვართ. ჩვენ დაგღუპავს არა რუსეთი, არა გლობალური დათბობა, არა მაკკეინი ან ბარაკობამა...
არა ბატონებო,ა რც პორნოინდუსტრია და არც ინტერნეტი,

ვერც იეღოველები მოგვერევიან დამოუკიდებლად, ნუ გიგა ბოკერია ხო ვერ და ვერ დაგვღუპავს, ჩვენ ვერ დაგვღუპავს ცუნამი და ტყის ხანძრები, ვერც გამყინვარება, ქათმის ჭირი ან ჭირი მე შენი, არა
ბატონებო, ჩვენ დაგვღუპავს ტოტალური უნიჭობა და უცოდინრობა. უკვე აგერ რახანია დავდივარ და ვატყობ რო მენაყინეს ნაყინისა არაფერი გაეგება, მემწვანილეს მწვანილისა, ბანკში ანგარიშების გამხსენლმა არ იცის როგორ გახსნას აბნგარიში, უნდა ასწავლო, ნოტარიუსმა არ იცის ბეჭედი როგორ დაარტყას, მარტო ეგ ევალება ბლიად, ვიღაც ქალბატონმა მენეჯერმა 5 წუთის წინ ნერვები რო მიშალა არაფერი არ იცის, იცის ის რო ბავშვს აერია კაცო არ იცის საქქმე, და ეს ბავშვი მისი თანამშრომელია, რომელიც 13 000 იან კონტრაქტის გასაფორმებლად გაუშვეს და ჩასვარა საქმე ისე აურია,
ჩვენ დაგვღუპავს უცოდინრობა.
მეტი მოზიდეთ კალმახ.... ტფუ,

მეტი იკითხეთ, მეტი.......

იკითეთ – ანუ წაიკითხეთ კიდეც და კითხვებიც დასვით,ა რ ტეხავს როცა არ იცი და ცდილობ ისწავლო, ტეხავს ბრიღვული გამომეტყველება.


პ.ს.

მე მაპატიეთ ამ პათოსისთვის.

ასევე ამ პორთოსისა და არამისისთვისაც...

და მამაისითვისაც.
საერთოდ მე მაპატიეთ..


დავიკარგე ძალიან.

ფარდა!

Keti said...

S.P. said...
ცუდად ვარ, აი, ცუდად............... სიცილით. არადა, სატირელია, ჰმ :(

ketketa said...

დათაა, რა яრკა დაბრუნდი:)))))

პათოსია პათოსური, რუპორით უნდა ვიაროთ და ეს ტექსტი ვიყვიროთ, beauty slon–ების და კაფე–სახაჭაპურეების ახლო–მახლო.

ბლინ.