Monday, July 21, 2008

Lame Monday, as always

დიდი ბედნიერება იქნებოდა, ისე მოახერხო ცხოვრება, რომ არაფერი ინანო. ან ცოტათი ინანო, ბევრი არა. ასე კი არა, ანუ სულ, როგორც მე ვაკეთებ. სინანულის მწვერვალებს ვიპყრობ. სულ ნაირ–ნაირის თან. უნდა ჩამოვწერო, რამდენნაირი სინანული ვიცი. და მერე როგორც იმ ფილმშია, მიტოვებული პირველი ცოლები რო კლუბს აკეთებენ, შევქმნი სინანულით შეპყრობილთა რეაბილიტაციის ცენტრს, დავჯდები კონსულტანტად, სინანულის გურუდ, მექნება ნევროტული წიკი მარჯვენა თვალზე და ვილაპარაკებ სისულელეებს:) და საბოლოოდ ადამიანები ინანებენ რო ამ ცენტრში მოვიდნენ:)

სინამდვილეში ყველაფერი ნორმალურადაა. საკუთარ თავს ვეშპილკავები პროსტა. ასე უფრო ადვილია:) and damn, I know I can do much better than this... what the hell?!

დოდკას მინდა ძაან დიდი მადლობა გადავუხადო Hey, Arnold–ისთვის, რომლის შესახებ აქამდე არ ვიცოდი და აბსოლუტურად მოხიბლული ვარ. მარა მარტო მე კი არა, ჩემი 2,5 წლის დისშვილი, რომელიც გამუდმებით უყურებს და გიჟდება:)) ძაან სასაცილოდ აჯავრებს – ჰეი ანოოოო :))) და რაღაცეებს იმეორებს სმენით საყვარლად:) მეც ყურებამდე გაღიმებული ვდგავარ და სანდროს თხოვნით ვაჯავრებ, როგორ ჯაჯღანებს ვალდისფელკაბიანი ჰელგა:)
ფანტასტიურია

18 comments:

© said...

დიდი კი არა უდიდესი ბედნიერება იქნებოდა ჩემო ქეთ, მაგრამ სად არის :)

ყველაფერს ისედაც არ ვნანობ, მაგრამ ერთი-ორი გლობალური და დიდი სანანებელი რომ არ მქონდეს, ბევრად უკეთესი იქნებოდა, უკეთესი კი არა ა რა ჩვე უ ლებ რი ვი! :)

ketketa said...

ხოო, კრუპნი სინანულები, ეჰ...:)

jaco said...

me male maviwydeba yvelaferi da Sesabamisad arafersac ar vnanob:)

ketketa said...

მასტერკლასებს იძლევი, მირო?:)) მოვალ:))

jaco said...

ჩემი მასტერკლასები მხოლოდ ერთჯერად განწყობას ქმნის:D დიდი ხანი რომ გაგრძელდეს, ამისთვის მრავალჯერადი, გაგნრძობადი მასტერკლასია საჭირო:)))

ketketa said...

LOL

მთელი ცხოვრება მასწავლებელთან უნდა ვიარო ესე იგი:))))))

sabaha said...

მე შენი რებილიტაციის ცენტრის მუდმივი კლიენტი ვიქნებოდი, მუდმივად ვსაჭიროებ რეაბილიტაციას :((
თუ რამე VIP მომსახურების პაკეტი შენზე იყოს :)))

ketketa said...

:)))) რა მაგარია:)))
VIP პაკეტში, დაუჯერებლად ოპტიმისტური ხასიათის შეთავაზებების გარდა, როგორიცაა მაგალითად "ყველაფერი კარგად იქნება"–ს საფუძველზე შემუშავებული დაბოლების კურსი, შევა ერთთვიანი საგზური რიოში – მკურნალობა მზით, ზღვით და დეკოლტეს თავისუფლად ტარების შესაძლებით:))

jaco said...

ჰეჰეე, მაგარი ხარ ქეთ!:) მოკლედ რა დროს მივდივარ:( თორემ თქვენ (შენ და უტვინო-ნინო) გასაუბრების გარეშე ჩაჯდებოდით ჩემს გრაფიკში:D მე „ყველაფერი კარგად იქნება“-ს საფუძველზე შემუშავებულ დაბოლების კურსს არ ვიყენებ, მე ეგრევე ვქმნი განწყობას - ყველაფერი კარგად არის (და არა იქნება - მომავალში)!

ია სამადავოლნი იძიოტ!:)

ketketa said...

:))) აფსუს:))

ასეა რა, კაი ტიპები მიდიან:)

© said...

ძაააააააააალიან ბევრი ვიცინე თქვენს დიალოგებზე :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

все будет Coca-Cola მასტერკლასები გაქვს?! :)))))

მე მონაცვლეობით ხან მასტერი ვარ და ხან შეგირდი მაგ საქმეში :)))))))))))

ketketa said...

:))))) აი მირო ცალსახად მასტერი ყოფილა, მაგისტრი:)))))))

jaco said...

დოდის ბლოგზე blog meeting-ი იგეგმება, წავედით ცოთა ხნით იქეთ!:D

ketketa said...

:)) ბავშვობისდროინდელი რაღაც ამომიტივტივდა შენ ნათქვამზე:)
რაჭა, მე – 13 წლის ლაწირაკი, სანატორიუმის ბავშვები და ვიღაცის წამოძახებული ჯადოსნური ფრაზა "მესამე სართულზე დისკოთეკაა!":)))))
და ეგრევე კისრისტეხა მესამე სართულამდე:))
გავცვივდით დოდკასთან, ვსო:))))

© said...

:))))

მე რაზე ვკაიფობ, იცით, კომენტებით ვჩეთაობთ ბლოგებზე :))))

ketketa said...

ხოო:)))))

sabaha said...

:))ვსიო
მე მოლოდინის სიაში ჩამწერე :))
ანუ რეაბილიტაციის ცენტრის მოლოდინში ვარ :))
თან რიო :(( ბრაზილია ჩემი ტკივილია : ((
მზე და ზღვა წამალი, დეკოლტე კი არაა პრობლემა არც ეხლა :D
ხელიდან გვეცლები მირიან? (თუ ამ გამოთქმას სხვა შემთხვევაში იყენებენ -ხოლმე? :)) )
ააა მესამე სართულზე დისკოტეკააზე მაგრად ვიკაიფე :))))

ketketa said...

:)))) ვგიჟდები რიოს გიჟებზე:)))