Friday, July 11, 2008

ბიჭო, ბიჭო, ბიჭოოოო!!!

აჩემებული მტანჯველი თემაა ჩემთვის ეს ხანიგა რადიოსადგურები რა... ტვინს რო ჭამენ რაღაც საოცარი წარმომავლობის მუსიკით... აღარ შემიძლია, ეს რა უბედურებაა, ეს რა დოზანაა :ვირთხამეფე:
და წამყვენები, ვაიმეეე, კატასტროფა!
ან ეს ხალხი რატო ვერ/არ არჩევს ერთმანეთისგან ადამიანურ და ჯოჯო მუსიკას, არ მჯერა რო ვერ შეიძლება ამის გარჩევა, რა ვქნა.
ახლა ძაან არ მცალია თორე გადავუვლიდი!! :mad:

გადავუვლი. მერე.

10 comments:

jaco said...

აბა მე კომენტს ვინ დამასწრებს? ვერავიიიინ!:p ბიჭო კი არა და გოგო - მოუსმინე კომპში გაკეთებულ ფლეილისტს - მე მაგალითად 4 გბ მუსიკა მაქვს სამსახურში და მთელს ჩემს სამუშაო დღეს ფონად გასდევს + ყურთსასმენები და საქმეს ორჯერ სწრაფად ვაკეთებ, არ ვცდები და ამიტომაც ვასწრებ ყველას შენს ბლოგზე დაკომენტებას!:D

ketketa said...

:))))

ხოო, ჩემი ფლეილისტი ძაან მშველის, პროსტა დილაობით ტაქსიში მოსმენილი ისე მომიშხმავს ხოლმე ხასიათს, შუადღემდე ძლივს გამოვდივარ მდგომარეობიდამ(!):)))))))

© said...

დასწრებაზეა ყველაფერი ამ ქალაქში :)) კომენტებიც და პოსტებიც კი :)))

მაგრა გამეცინა ახლა ეს პოსტი რომ დამხვდა შენთან, ქეთ, იმიტომ რომ კაკ რაზ გუშინ საღამოს ტაქსში მჯდარი ვფიქრობდი ამ კოშმარზე

ვერ, აი ვერ ვხარშავ იმას, რომ არსებობს ამდენი საშინელი და უგემოვნო მუსიკა

და საერთოდ, მერე უგემოვნობაზე ვფიქრობდი და მერე უკვე პოსტის იდეაც გაჩნდა ამის შესახებ :) ხოდა დავწერ მაინც, ცოტა განვაზოგადებ და განვავრცობ, მუსიკის იქით სხვა რაღაცეებსაც გადავწვდები (შენის ნებართვით :D )

Anonymous said...

ყველა ტაქსისტი უსმენს იმ ჯანდაბა ავტორადიოს...

და კიდევ რა ყურადღებით უსმენენ ხოლმე მიძღვნებს (((

რადიოწამყვანები აბსოლუტური კატასტროფაა. მუსიკაც - მაგრამ ეგ უკვე წამყვანებზე არაა დამოკიდებული, გლობალური პრობლემაა.

:S

jaco said...

ნუუ, თუ მართლა ასეთი მორიდებულები ხართ და ვერ უბედავთ ტაქსისტებს, რომ ტალღა შეცვალონ ან ჩაუწიონ ან უბრალოდ გამორთონ, მაშინ ასე იქცევით. ხელის ერთი მარტივი მოძრაობით იღებთ საკუთარ მობილუუურს დააა.... (თქვენ რა იფიქრეთ?:D) ტაქსისტის დასანახად მიიტანთ საკუთარ ყურთან და სერიოზულ სახეს იღებთ, ტაქსისტი ხვდება, რომ მუსიკა ხელს შეგიშლით და კაკ მინიმუმ ჩაუწევს ხმას!:)

sabaha said...

:givi:

ketketa said...

განავრცე, ელის, ქენი სიკეთე:))))

და ავტორადიო არი ყველაზე გაუგებარი წარმონაქმნი მსოფლიოში, არანაირი მეტ–ნაკლებად ერთი მიმართულება, საერთოდ რას უკრავენ, კაცმა არ იცის, რუსული ბლანტოი ჰიტები, რიკი მარტინი და ჰამლეტ გონაშვილი ერთ ტალღაზე რა უბედურებაა ამიხსენით!!

ketketa said...

:)))) მირო:))))))

© said...

მე ძირითადად მობილურს ვიღებ და.... ნაუშნიკებს ვიკეთებ და სხვა რადიოს მოსმენას ვიწყებ :)

Tiko said...

iPod და მისი ჯანი, მკიდია ყველანაირი რადიოსადგურები და მაგათი ბანძური მუსიკა , აი დღეს რაღაც სიმღერა გავჩითე მეგონა ახალიათქო და თურმე მთელი თბილისი ამას უსმენს : )))) ხოდა ამიტომ ნაუშნიკები და მისი ჯანი ქეთ :)