Wednesday, July 9, 2008

Feelings named after Joe...

ჯო პასზე გადარეული რო ვარ ახალი არ არი. ჩოქვით შემოვიარე ინტერნეტი, ერთი ფიქრი გავიფიქრე, სრულიად უსარგებლო აბლაბუდაა მეთქი და ბაც და ვიპოვეე :)
ძვირფასი, საყვარელი, სანატრელი ჯოს მუსიკა...

ესეც მისი ხელები, ჩვეულებრივ ხელებს გავს, არადა ჯადოსნურია:) ორივე ფოტო ამ საიტიდანაა

ფრჩხილებით არაო, არასდროს გაუზრდიაო, თითების ბალიშებით უკრავდაო, შეიძლება ამიტომ ისმის ასე რბილად და ტკბილად.

რამდენიმეს დავდებ ალბომიდან For Django, მოუსმინეთ, ისიამოვნეთ და მოასმენინეთ pleeease:)

Nuages
For Django

Night and Day

Insensiblement

Cavalerie

Django's Castle

4 comments:

jaco said...

რას ამბობ კაცო? ფრჩხილებით ვინ უკრავს რო გიტარაზე? ალბათ მარტო ფლამენგოს დამკვრელები, მაგრამ არ მგონია. ანუ ფრჩხილებით წარმოუდგენელია დაუკრა. ყოველ შემთხვევაში მე თითების ბალიშებით ვუკრავ დაა:)))

ketketa said...

ხო რავი, ეგრე წერია საიტზე:)) მე მინახავს ისე გრძელფრჩხილებიანი გიტარისტები:))) ზოგი ფრჩხილებს აქტიურად ახმარს თითებს.
მე დიდად ვერ ვერკვევი მარა მინახავს:)

jaco said...

არა შეიძლება, მეც არ ვიცი მაგდენი:))) უბრალოდ მე ჩემ თავზე წარმოვიდგინე და კიდე იმ მეგობრებზე ვინც გიტარას უკრავენ. გოგოებში უფრო გამიგია ფრჩხილებით, რომ უკრავენ, მაგრამ აზრზე ვერ მოვდივარ როგორ, ანუ უფრო რთულია ჩემი აზრით...
ასე რომ, გაგვიმარჯოს თითის ბალიშებიან გიტარისტებს! (თუ როგორც არი?:p)

ketketa said...

:))) რთული და თან ფრცხილები სულ დამტყდარი გექნება როგორც მგონია:))

ასე რომ, დაუკარით ბალიშებით, თითის:))