ტაბახმელა მიხმობს. სიგრილე. მეგობრები. showing off my sexy outfit, ო–ლა–ლაა, როგორც დათა იტყვის ხოლმე მაკდონალდსურად, ა'მ ლოვინ' ით:))
ავიღე ჩემი წილი ნიგუზალი (არ მითხრათ ახლა, რად გინდა ნიგულაზი ამ პაპანაქებაშიო, ჩემ წილ ნიგუზალს სულ თან ვატარებ მე, გულში, იმიტომ არი რო მცხელა სულ:))) და გავედი, ხვალ და ზეგ ა'მ აუთ ოვ ქავერიჯ ეარია, სულ კარგად ბრძანდებოდეთ:))))
Wednesday, July 30, 2008
Anna Gurji
ცხელ შოკოლადში ეწერა ამ გოგოზე, გურჯი ცხადია ფსევდონიმია, გიორგობიანია გვარად, 17 წლისაა, მსახიობი, ტო ესწ იწყებს, მარა კარგადო:)
ლამაზი ფოტოა ეს ძაან, ბევრი სხვა ფოტოც ძაან ლამაზია, ვაბშე ფოტოგენური გოგოა როგორც ჩანს. ოღონდ დიდად არ მომეწონა სტუდიაში გადაღებული გოთური გაუგებრობები შავი ტუჩებით და სარეცხის თოკებზე შპილკებით დამაგრებული გაწეწილი თმით, რა უბედურებაა.

ტიპიური ქართული გარეგნობა აქვს, საყვარელია, ოღონდ ცოტა არაქართულად ფუმფულა ტუჩებით, ვგიჟები დიდ ტუჩებზე:)
Tuesday, July 29, 2008
Sunday, July 27, 2008
I would have done the same
მაქვს, როგორ არ მაქვს ყველაზე საყვარელი ფილმი. ხო ბევრია თითქოს, მაგრამ განსაკუთრებით საყვარელი მაინც მაქვს, ორი, პრინციპში ერთი მეორის გაგრძელებაა, მე ვიტყოდი ყველაზე უდაჩნი, რაც ოდესმე გადაუღიათ, Before Sunrise და Before Sunset.
ორივე მაქვს რათქმაუნდა, მშვენიერი ხარისხით, რა ეტაკა ამ ასატვირთ საიტებს ოღონდ ვერ ვიგებ, ათასჯერ ავტვირთე და სულ ტყუილად, იკარგება ლინკი თუ რა ვერ ვხვდები. როგორმე დავდებ. ყველას ნანახი აქვს რათქმაუნდა მარა მაინც, გაუხმოვანებელია, მოგეწონებათ. რაღაცნაირი უტანჩონნი და კარგი ფილმებია, რომანტიული და თან ძაან რეალური, როგორ თამაშობენ და რა ფანტასტიურ ადგილებშია გადაღებული... ვენა და პარიზი. ფეხით, ფეხით ჩავალ ვენაში და მერე პარიზში იქედან:))
ვგიჟდები უნიჭიერეს ჟული დელპიზე და ითან ჰოუკზე! და ვერ წარმომიდგენია სხვას ასეთი გაეხადა ეს ფილმები მათ გარდა. თან Before Sunset–ის სცენარისტები თვითონაც არიან. მუსიკა მთლიანად ჟული დელპის ეკუთვნის და თვითონვე ასრულებს, საყვარლად და ლამაზად.
ვერ ვამბობ კარგად, რა საოცარ განწყობას მიქმნის, საოცარს...
!!! როგორც იქნა ავტვირთე!!! :) ლინკი ზემოთვე ადევს, მწვანედ:) specially for Dodie:)
Saturday, July 26, 2008
PP - Pride and Prejudice
One with the high PP would hardly get any good...
and I'm first in the line I should say. I thought I kept it low... darn it.
and I'm first in the line I should say. I thought I kept it low... darn it.
Friday, July 25, 2008
In your face!
იურმალა მემგონი ალა პუგაჩოვამ იყიდა, სადაჩედ.
ასეთი დაუსრულებელი კონკურსი არ გამიგია, სრული 5 საათია მღერიან, მიყავთ, მოყავთ... ენა ერევათ უკვე წამყვანებს, დაშტერდნენ.
მარა ჩვენები (!) იყვნენ ყველაზე ლამაზები და საყვარლები, ვსო.
ასეთი დაუსრულებელი კონკურსი არ გამიგია, სრული 5 საათია მღერიან, მიყავთ, მოყავთ... ენა ერევათ უკვე წამყვანებს, დაშტერდნენ.
მარა ჩვენები (!) იყვნენ ყველაზე ლამაზები და საყვარლები, ვსო.
Thursday, July 24, 2008
მე მილქშეიქი თუ შეიძლება...
ბლოგერების შეხვედრაზე ვერ წავედი. ძაან გამიხარდებოდა დოდკას ნახვა, და მიროს გაცნობა. ყველას ნახვა გამიხარდებოდა. დვორსკი–სან, თქვენი პირველ რიგში, მაესტრო:))
ვზივარ და წარმოსახვით თანამოსაუბრეს ვაჩმორებ. რამე თუ არ გავაკეთე, გადავირევი აბა.
maybe next time...
ვზივარ და წარმოსახვით თანამოსაუბრეს ვაჩმორებ. რამე თუ არ გავაკეთე, გადავირევი აბა.
maybe next time...
რაღაცნაირი ღიმილა ყვავილი აქვს მზესუმზირას, არა?:)
ერთნაირად ლამაზი და მომღიმარია ბავშვობაში ბაბუაჩემის ყანაში ნანახიც და ონკოლოგიურის ეზოში ამოსულიც...
ძალიან მძიმე დღე მქონდა დღეს.
მეგონა ძალიან საშინელი რამეები სინამდვილეში არ ხდებოდა, მარტო ფილმებში... განუწყვეტლივ ტრიალებდა გონებაში 'ოღონდ ჩემები არა...'
ძალიან ნამდვილი გახდა ყველაფერი...
და მე უძლური.

Tuesday, July 22, 2008
მექნება რამე, გამოგიგზავნით...
დღის ყველაზე საყვარელი ნაწილი პრინციპში მეორე დღის დასაწყისში დგება ჩემთვის. ვგიჟდები შეჩვეულ რაღაცეებზე... გვიან ღამით ჩემს მინიატურულ ოთახში კომპთან სკამზე უკუღმა ჯდომა ამოჩემებული დახეული ჯინსით, საყვარელი მუსიკით ყურებში, ბოდიალი ბლოგებზე, დღის განმავლობაში ოფისურ–აკადემიურად შეკრული თმა ბოლოსდაბოლოს ადამიანურად გაშლილი, აქა–იქ საყვარელი ფრაგმენტები ჯეი ლენოს შოუდან და გულიანი სიცილი ერთი სიამოვნებაა.
ადამიანური რაღაცეების კეთების back-up ვარიანტიც მაქვს, ნაჩნიკი თავთან და ამოჩემებული 'ფორსაიტების საგა'. ძაან ბედნიერად ვგრძნობ ხოლმე თავს, როცა ბოლოსდაბოლოს სრულიად აუჩქარებლად, ძალდაუტანებლად ვაკეთებ ჩვეულებრივ, ადამიანურ, საყვარელ რამეებს. ადრეც დავწერე მგონი, შერყეული ვარ ამ ნიადაგზე. ახლა საერთოდ დაუჯერებელი რამე მელის, თითქმის მთელი აგვისტო დასვენება, ჩვეულებრივი ადამიანივით, რომელიც დილით აუჩქარებლად იღვიძებს, და მთელი დღე მშვიდად, სვეტსკა იმას აკეთებს, რაც უნდა. ბოლო რვა წლის მანძილზე გადაბმულად ერთი კვირა თუ მქონია ასეთი ბედნიერება. ერთი კვირა ძალიან ცოტაა, სასწაულად ცოტა, სანამ მიხვდები, რო მშვიდად შეგიძლია იყო და დაისვენო, უკვე გასულია და სამსახურში უნდა წაეთრე.
არ მინდა ეს იდიოტური სამსახური, მესროლეთ თუ გინდათ.
მინდა ვუკრავდე გიტარაზე და ვმღეროდე, და ვიყო თავისუფალი, და წავიდე რიოში და ზღვისპირას ბოსანოვას ვღიღინებდე და ყველგან ყველასთვის ყველაფერი იყოს კარგად, და მე ეს ვიცოდე და მშვიდი სინდისით ვიყო ასეთი უსაქმური და ეგოისტი აგული ერისთავი:)

Monday, July 21, 2008
Lame Monday, as always
დიდი ბედნიერება იქნებოდა, ისე მოახერხო ცხოვრება, რომ არაფერი ინანო. ან ცოტათი ინანო, ბევრი არა. ასე კი არა, ანუ სულ, როგორც მე ვაკეთებ. სინანულის მწვერვალებს ვიპყრობ. სულ ნაირ–ნაირის თან. უნდა ჩამოვწერო, რამდენნაირი სინანული ვიცი. და მერე როგორც იმ ფილმშია, მიტოვებული პირველი ცოლები რო კლუბს აკეთებენ, შევქმნი სინანულით შეპყრობილთა რეაბილიტაციის ცენტრს, დავჯდები კონსულტანტად, სინანულის გურუდ, მექნება ნევროტული წიკი მარჯვენა თვალზე და ვილაპარაკებ სისულელეებს:) და საბოლოოდ ადამიანები ინანებენ რო ამ ცენტრში მოვიდნენ:)
სინამდვილეში ყველაფერი ნორმალურადაა. საკუთარ თავს ვეშპილკავები პროსტა. ასე უფრო ადვილია:) and damn, I know I can do much better than this... what the hell?!
დოდკას მინდა ძაან დიდი მადლობა გადავუხადო Hey, Arnold–ისთვის, რომლის შესახებ აქამდე არ ვიცოდი და აბსოლუტურად მოხიბლული ვარ. მარა მარტო მე კი არა, ჩემი 2,5 წლის დისშვილი, რომელიც გამუდმებით უყურებს და გიჟდება:)) ძაან სასაცილოდ აჯავრებს – ჰეი ანოოოო :))) და რაღაცეებს იმეორებს სმენით საყვარლად:) მეც ყურებამდე გაღიმებული ვდგავარ და სანდროს თხოვნით ვაჯავრებ, როგორ ჯაჯღანებს ვალდისფელკაბიანი ჰელგა:)
ფანტასტიურია

Sunday, July 20, 2008
I'm a girl from Ipanema now:)
Thursday, July 17, 2008
Who said it was wrong?:)
ისევ შემეშალა და ატ–ატ! კინაღამ ვთქვი, უფრო სწორად დავაბრეხვე:) მეგონა ისე, აღმოჩნდა ასე. კაია რო ღიმილი მოყვა ამას, და 'რა საყვარელი ხარ', და 'მართლა ეგრე იფიქრე?' და 'რა მაგარია' და კიდე ღიმილი...
მაგრამ ხანდახან გაუგებრობა ისეთი რაღაცნაირი ტიპია, მაგრად განანებს, თავს სრულ იდიოტად გაგრძნობინებს, ოღონდ... გააჩნია:) რა ბედნიერებაა რო ასეთი გამოსავალი (ქვია ამას?) არსებობს, ღიმილიანი, კაი ტიპი რო მიხვდება ეს რო ის არ არი და გაიღიმებს, აი ასეთი:) ო–ლა–ლა:) ეს კაი ტიპიც ვყოფილვარ ხშირად (что тут скрывать, ჰეჰე:) :ნავასელცოვი:)
sometimes kind-of-wrong versions turn into something really cool:)
Tuesday, July 15, 2008
Tristeza oriented...
რთული არ არი, მეზარება უბრალოდ...
ყველაფერი მეზარება უკიდურესად.
ან შეიძლება ხელი ჩავიქნიე და მგონია, რომ მეზარება.
დავრწმუნდი, რომ აზრი არ აქვს და მგონია, რომ მეზარება.
ხანდახან მგონია რო არ ვარსებობ. მაგარია.
უნდა ვიჩქმიტო, ან ხმამაღლა ვთქვა რამე, ანდა გავიდე და გამვლელებს ვკითხო, უკაცრავად, მხედავთ?
HP–ს შავი კლავიატურის ღილაკები რაღაცა მანქანებით თავისით ადი–ჩადიოდნენ და ამ იდუმალ ბოდვას ბეჭდავდნენ... იქნებოდა უნიჭო მოთხრობის ბოლო ფრაზა.

Friday, July 11, 2008
ბიჭო, ბიჭო, ბიჭოოოო!!!
აჩემებული მტანჯველი თემაა ჩემთვის ეს ხანიგა რადიოსადგურები რა... ტვინს რო ჭამენ რაღაც საოცარი წარმომავლობის მუსიკით... აღარ შემიძლია, ეს რა უბედურებაა, ეს რა დოზანაა :ვირთხამეფე:
და წამყვენები, ვაიმეეე, კატასტროფა!
ან ეს ხალხი რატო ვერ/არ არჩევს ერთმანეთისგან ადამიანურ და ჯოჯო მუსიკას, არ მჯერა რო ვერ შეიძლება ამის გარჩევა, რა ვქნა.
ახლა ძაან არ მცალია თორე გადავუვლიდი!! :mad:
გადავუვლი. მერე.

Wednesday, July 9, 2008
Feelings named after Joe...
ჯო პასზე გადარეული რო ვარ ახალი არ არი. ჩოქვით შემოვიარე ინტერნეტი, ერთი ფიქრი გავიფიქრე, სრულიად უსარგებლო აბლაბუდაა მეთქი და ბაც და ვიპოვეე :)
რამდენიმეს დავდებ ალბომიდან For Django, მოუსმინეთ, ისიამოვნეთ და მოასმენინეთ pleeease:)
ძვირფასი, საყვარელი, სანატრელი ჯოს მუსიკა...
ესეც მისი ხელები, ჩვეულებრივ ხელებს გავს, არადა ჯადოსნურია:) ორივე ფოტო ამ საიტიდანაა
ფრჩხილებით არაო, არასდროს გაუზრდიაო, თითების ბალიშებით უკრავდაო, შეიძლება ამიტომ ისმის ასე რბილად და ტკბილად.
რამდენიმეს დავდებ ალბომიდან For Django, მოუსმინეთ, ისიამოვნეთ და მოასმენინეთ pleeease:)
Nuages
For Django
Night and Day
Insensiblement
Cavalerie
Django's Castle
Tuesday, July 8, 2008
ეს ითვლება?:)
დროდადრო ხელები მირბილდება და მითბება რაღაცნაირად, განსაკუთრებულად. თვითონვე მსიამოვნებს. რას უნდა ნიშნავდეს ნეტა. მგონი ფორმასაც კი იცვლის ამ დროს, უფრო ლამაზი მეჩვენება. და ძალიან მინდა, შევეხო ვინმეს (ok, it's a he of course:)) სახეზე, ან ზურგზე (მაგარია) და ვიცი რო გაგანია სიცხეც რო იყოს, ეს სითბო ესიამოვნება, სირბილე გააღიმებს... უცნაური შეგრძნება მაქვს. უზუსტესად დავწერე, რა განცდაც მაქვს. მაგარია:)
ვერ ვიტან, როცა იდიოტივით ვიბნევი, როცა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო. ეს რა ჭირი მჭირს. გავა რამდენიმე წუთი და ბაც და ჩვეულებრივად ვარ, მარა ამბავი ჩავლილია და მე იმ ამბავში დებილის როლში ჩარჩენილი. shit.
სინამდვილეში არასრდოს არაფერი არ არის ისე, როგორც ჩანს, გინდა გვერდიდან და გინდა ზედხედში:)
ბადა ბუუუმ...

Monday, July 7, 2008
უკან მორჩენილი მეიდანი, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით.
მებლოგე კი არა მედროგე ვარ მე, ვსო.
გამიფუჭდა და მივაყუდე აქ. ჰეჰ.
ერთი საოცრად სევდიანი და რომანტიული ფილმი ამეკვიატა, Atonement, იდიოტივით ვუყურებ განუწყვეტლივ და ყოველ ნახვაზე ცრემლად ვიღვრები. დებილი ვარ თუ რა?
მაგრამ ვერანაირი სხვა მიმართულებით ვერ ვმოძრაობ მელანქოლიის გარდა.

Subscribe to:
Posts (Atom)