ნიუ იორკი ზუსტად ისეთი მგონია, როგორსაც ფილმებში ვხედავ:) მზიანი...
უამრავი ფილმია შობაზე და ზამთარზე გადაღებული ნიუ იორკში, მე კიდე სულ მზიანი მგონია მაინც. თან შემოდგომის მზიანი, რბილი, მოყვითალო ჰაერით (if any:)) ჩამოცვენილი ფოთლებით, საოცარი რივერსაიდ პარკით და სენთრალ პარკით, ჩქარი ნაბიჯით მოსიარულე ადამიანებით სტარბაქსის დიდი ჭიქით ხელში, გადასარევი სახლებით და მოაჯირიანი პატარა კიბეებით, ყვითელი ტაქსებით და გაუგებარი წარმომავლობის მძღოლებით, ენითაუწერელი ჭედვით ქუჩებში, ამოდენა ქალაქი რო ხუთი თითივით იციან აი ისეთი ადამიანებით, რაღაცნაირად საკაიფოდ რო წარმოთქვამენ ქუჩების და უბნების სახელებს (უბნები ქვია ნეტა იქაც? :))))
ჩემი მგონია ამხელა პოლისი, რა ვქნა?:) არადა არასდროს არ ვყოფილვარ.
გრიშა დამემართა, ოღონდ გრიშას ხო იტალიაზე ქონდა ჩაციკვლა:)
მე მიყვარს ყველაფერი ამერიკულ–ნიუ იორკული, იანკური და რედ–ნეკურიც, არკი ვყოფილვარ:)
არადა შეიძლება სხვანაირია, ნამდვილი...
10 comments:
აბა რიოოო? ხამიო? პორტუგალიურიო?
ეხლა იორკიო.
აააარა, რიო შეუცვლელია, რათქმაუნდა:)
რიო სულ სხვანაირად მიყვარს
მარა ნიუ იორკიც მიყვარს:))
aset saxlebze vgijdebii:)
maseTi axlobeli cemtvis italiaa :)))
გრიშა, შენა ხარ კაცო?:)))))))))))
შუტკა:)) გამარჯობა, ლელუჩი, მიხარია რო შემოხვედი და დააკომენტე:)
ხოო, მეც ისე მომწნს ასეთი სახლები, პირდაპირ რა ვქნა აღარ ვიცი...
:)
თუა სე გიყვარს და ასეთი წარმოგიდგენია - სჯობს არასდროს მოხვდე იქ : ) ძალიან გაგიცრუვდება იმედი. და შეგძულდება მერე ამ გაცრუებული იმედების გამო.
:)
რა ცუდია შეძულება, არა?
ნებისმიერი რამის, მარა განსაკუთრებით ვინმესი...
მეც მიყვარს და მეც ასეთი წარმომიდგენია :უსერ:
და ადღაც ხომ იღებენ ამ ფილმებს. ანუ სადღაც არსებობს ასეთი ადგილები :))
პ.ს. იმედია ჰოლივუდის პავილიონებში არაა მხოლოდ...
დოდკამ რა პესიმისტური პროგნოზი დამიდო, გული შემიწუხდა:))
მარი, გამიხარდა რო შენც ასეთი განწყობა გაქვს:) ძაან მიხარია ხოლმე ჩემნაირად რო უყვართ რაღაცეები:)
ქეთ, შენი პოსტის შთაგონებით მეც დავწერე ჩემს ბლოგზე. შეგიძლია ნახო :))
ვნახე, გენაცვალე და ბევრი ვიცინე:))) ძაან საყვარელი ხარ:))
Post a Comment