Thursday, April 7, 2011

მე აღარ მახსოვს, რა იყო გუშინ

სულ ტყუილად მგონია, რო ჩვეულებრივი რაღაცეები მინდა. როგორ უნდა მინდოდეს, როცა აბსოლუტურად ვერ წარმომიდგენია. ჩემებრ მძლავრი წარმოსახვის პატრონს, ჩვეულებრივი და კარგი რამეების წარმოდგენა არ შემიძლია საკუთარი თავისთვის.
არანორმალურობის განსახიერება ვარ, ოღონდ მასკიროვკა მაქვს მცირედი.
მარა დროდადრო მომერღვევა ხოლმე გუინპლენის ნიღაბი და დაფეთებული ადამიანები აქეთ-იქით აწყდებიან.
ასეა ეს და არავინ შემედაოს, ამაო იქნება გარჯა.

მეგონა დავივიწყე წაგებული ომი. ვერ ვყოფილვარ კაი დამვიწყებელი.

4 comments:

© said...

"ვერ ვყოფილვარ კაი დამვიწყებელი" - თქვა ქეთამ და შეეშვა წაგებული ომის დავიწყების მცდელობას :))

ვიცი, რომ არ იყო სასაცილო პოსტი, მაგრამ ბოლო წინადადებამ გამოიწვია ეს ასოციაცია :)) ეჭვი მაქვს, მიხვდები, რატომაც :)

ketketa said...

მიგიხვდი, ლელთღუნიავ:)))
ცისკარ, მომენატრე შენი კომენტარებიანად:*:*

© said...

ლელთღუნია :))))

მეც, ქეთ, მეც, მომენატრე!!! :) :**

და მიყვარს აქაურობა, შენი ვირტუალური რეალობა :)

Unknown said...

ანა ფრანკი გამახსენე:)