ჰაკლბერი ფინში ნამეტანი გაუტია მარკ ტვენმაო, იმდენს ეძახა ზანგი და ნიგერიო, დაასკვნა რამდენიმე ტვინგაწყალებულმა ამერიკელმა და წიგნის ახალ გამოცემებს ამზადებენ. სიტყვა 'ზანგი' 'მონათი' უნდა ჩაანაცვლონ თურმე, აბა. შეურაცხმყოფელიაო. ობამა თავის ქალიშვილებს ახალ გამოცემებს წააკითხებს პირდაპირ. და ისტორიის ადაპტირებულ სახელმძვანელოებს უყიდის, სადაც რასიზმი და ზანგები ნახსენები არ იქნება. კმარა, რაც თვითონ ეტკინა გული ყმაწვილკაცობაში.
ჰმ.
კლდიაშვილის გადაკეთება ხომ არ დაგვეწყო, განადგურებული რო ვყავართ იმერელი აზნაურები, ჰა, რას იტყვით? გავაქროთ სამარცხვინო წარსულის კვალი. ჩავანაცვლოთ თავლაფდამსხმელი ეპითეტები უფრო რბილი სინონიმებით. თავხედი ეგ.
Saturday, January 8, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
7 comments:
ცოცხალი იყოს მარკ ტვენი და კი ეტყოდა მაგათ რამე გონებამახვილურს.
მარტო ეპითეტები რატო, მთლიანად შევცვალოთ კლდიაშვილის ნაწარმოებები, მაგალითად დავწეროთ რომ დარისპანის ქალიშვილების სათხოვნელად სასიძოების ორმხრივი რიგი იყო გადაჭიმილი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
:))) ხო, ბარემ ის დავწეროთ, რაც გვინდა:))))))
ხოო უმალოს ობამამ თავის შვილებს სიმართლე და გაიზრდებიან ჩლუნგები ......
რას არ გაიგებ...
ერთადერთი ვერ დაგეთანხმები რომ კლდიაშვილი მაგასთან საერთოდ შუაშია ))
ის პირიქით ტკივილზე წერდა ))
სხვა კი ყველაფერში მართალიხი ხარ ))
მართლა საიდნა მოდის ნეტა ასეთ აზრები ))
ხალხს საქმე აღარა აქვს ))
მართლა საიდნა მოდის ნეტა ასეთ აზრები ))
ხალხს საქმე აღარა აქვს ))
Post a Comment