დღეს ზედმეტი მომივიდა ფიქრი. ჩავეკიდე ფიქრების ჭაში აიეტივით. მერე თოკი დაჭირდათ და ამომათრიეს. იმედი მაქვს, ის თოკი გლახა საქმისთვის არ წაუღიათ, თორე გაიხაროს, ვინც წაიღო. აღარ შემეძლო ამდენი. გამოვთაყვანდი.
ჩემი ათი წლის წინანდელი ფოტო ვნახე. ჩემი და ჩემი მეგობრების. დაუჯერებელია რო იმის მერე კიდე ათი წელი ვიცოცხლე მეთქი, თეოს ვეუბნებოდი, და დებილი მეძახა სულ.
ათი წლის წინ ნაკლებად ვნანობდი რაღაცეებს
უფრო ბევრს ვიცინოდი
ერთით ნაკლები ნაიარევი მქონდა და წარბებს არ ვიქნიდი.
კიდე ბევრი რამე იყო სხვანაირად ათი წლის წინ, ცხადია, მარა კიდე კაი რო სხვანაირად იყო.
მინიმუმ ორი სქელი სვიტრიდან გამოსული სითბო და სირბილეც აფორიაქებს თურმე.
ეს კიმაინც იყო ნამდვილი...
შენი დედა ვატირე, იანგული...
Friday, January 7, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
7 comments:
ნუ წუხარ ჩემო ფრიქსე :)))
ნურც შენ წუხარ პაგანინა :)))
აუ, ათი წლის წინ მართლა გაცილებით უფრო ბევრს ვიცინოდი და გაცილებით ნაკლებ რაღაცაზე ვდარდობდი. მინდა ათი წლის წინ–ში :–)
:)) აუ რას ავშენდებოდი ახლა ამ ჭკუით 10 წლის წინ–ში?!:))))
ან არც:))))))))))
კარგი შედარება იყო ჭაზე და ფიქრებზე. გამოდის ფიქრს რომ მაწყვეტინებენ ჭაში ვვარდები. აწყმოში უნდა გააკეთო ისეთი რაღაცეები რომ ათი წლის შემდეგ გაიხსენო და იცინო. პრინციპში მე ეგრე არ ვიქცევი, მაგრამ მაინც.
:)) არავინ არ იქცევა ეგრე, ვერ:)
ჰოდა, ჭაზე და ფიქრებზე ჭილაძეს დავესესხე (რა დებილი სიტყვაა), იანგული კი იცით ყველამ:)
magrad Segitopavs ,,, tamashebi
ვაიმე, 10 წლის წინანდელებზე მეც მაქვს ხოლმე ეგეთი ფიქრები :)
და მაშინ კი ვფიქრობდი, 10 წლის მერე როგორი უნდა ვიყო -მეთქი. :)))
Post a Comment