Thursday, June 5, 2008

აააიი, იმ არკამდე სანამ მივიდოდი...:)

წესით დათვლილი უნდა მქონდეს უკვე, რამდენი ნაბიჯია ბამბის რიგი... ჩემი თავის გამკვირვებია, როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, არითმომანიით შეპყრობილ ადამიანს როგორ გამომრჩა ამის დათვლა:))
დღეს ვიდექი და ვუყურებდი. მიყვარს ეს მორკალული თეთრი შენობა, აღმოვაჩინე, რომ ძალიან მიყვარს სინამდვილეში ადგილი, სადაც დღეში 9 საათს ვატარებ და სულ ვბუზღუნებ, ვერ ვიტან–მეთქი, იმიტომ, რომ სამსახური ქვია.
იმდენი მზე იყო დღეს მომწყვდეული ამ პატარა ქუჩაზე, ვერ ეტეოდა:)
მერე რა, რომ შიგნით ცუდად განათებული ოთახი მელოდება ცოტა მოსაწყენი, გაუგებარი ფერის გარემოთი, ხო ვიცი, რომ ორ ნაბიჯზე, აი დერეფანს გაივლი თუ არა (ძალიან ლამაზ დერეფანს:)), გარეთ მზეა, მოკირწყლული ქუჩა, კაფეები და ნაცნობი, მომღიმარი ოფიციანტები, მუდამ მოცლილი და კაფეში მჯდომარე ხალხი, (რომელიც სულ არ მელოდება კაცო:)) უბრალოდ იმათი სულ მშურს:)))
სახლში მგონია თავი, ჩემს ქუჩაზე... რა კაია:) მშვენიერი დღე იყო დღეს:)

7 comments:

© said...

მე კიდე შენი მშურს, ქეთ, ასეთ ადგილას რომ მუშაობ (ტერიტორიულად, რა თქმა უნდა :)))) ) და შესვენებაზე ასეთ ქუჩებში რომ შეგიძლია ბოდიალი... :) თან მზიანში... :)

იმდენად გავაფანატე ამ ბოლო დროს ფეხით ბოდიალი, რომ ჩემი ვაჟა - ფშაველაც კი ბროდვეით მეჩვენება :)

ketketa said...

:))) მემგონი მე თვითონაც მშურს საკუთარი თავის:)))

Anonymous said...

Ketushki, dzalian mikvars sheni natserebis kitxva :)) aaah...tavi tbilisshi mgonia da vai mec rogor mikvars bambis rigi tu shardenis kuchaaa...

xx

ketketa said...

ჩააამოდი გენაცვალე, სტუმრად მაინც:)))

გკოცნი, ფიქ:)

მიხარია რო მოგწონს ჩემი ნაწერები:)

jaco said...

ჩემი აზრით შენ, გარდა იმისა, რომ პოზიტიურ განწყობას თესავ სხვებში, ასევე ნამდვილად ნიჭი გაქვს შენი თავის კარგ ხასიათზე დაყენების, თუნდაც ერთი პატარა ფრაზით: „დღეს კარგი დღე იყო“ და ეს კარგია: მოქმედებს შენზეც და სხვებზეც. მეც ვცდილობ კარგ განწყობაზე ვიყო ხშირად და ძირითადად გამომდის. გაუმაროჯოს პოზიტივს! ძირს ყველაფერი ნეგატიური!:)))
P.S. მე ყოველ დღე 9 საათს არ ვატარებ მანდ, მაგრამ მეც ვარ ხოლმე „მოცლილი ხალხის“ როლში (ბამბის რიგი-შარდენი-ერეკლე II-ზე)მეგობრებთან ერთად, როცა მოვიცლი ხოლმე და ფანტასტიურ დროსაც ვატარებ!:)

ketketa said...

ჰეიი:) გამიხარდა შენი კომენტარი:)
ტოონკი და სასიამოვო:))
მი ვსტრეწიმსა ნა ერეკლე–შარდენი–ბამბისრიგი:)) ია ტაკ დუმაიუ!:)))

jaco said...

ხოო, ტაკ ტოჟე მოჟნა:)))