ისეთი მშვენიერი დილა იყო დღეს, გული შემეკუმშა... თბილი, საოცარი სუნით ჰაერში, რაღაცნაირი დუნე რიტმით, ახლადგაღებული მაღაზიებით, ფანჯრებიდან წყვეტილად მომავალი მუსიკით, დილის მუსიკით... და ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა არ მეჩქარებოდა და თავპირისმტვრევით არ გავრბოდი...
აუუ, როგორ მომინდა სამსახურში წასასვლელი არ ვყოფილიყავი და უბრალოდ ცოტა ხანი მეცქირა ამ სიმშვიდისთვის, სანამ გაგრძელდებოდა... მეჯავრება ეს სამსახური რა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რობოტი ვარ... :(
9 comments:
ხანდახან მეც ასე მგონია, მართლა მგონია რომ ორშაბათ დილით ახალდატენილი აკუმულატორით და ახლადმომართული გავდივარ სახლიდან და ხუთშაბათს უკვე წითელს ანთებს, ჯდება...
მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ძალიან მიყვარს სამსახური, იმიტომ რომ... მეზარება ეხლა ამაზე წერა, მაინც ძალიან ნერვები მეშლება, რომ ამდენ დროს ვატარებ აქ, ცხოვრების უმეტეს ნაწილს, ძალიან ლამაზ წუთებს ვმაზავ, როცა შეიძლება თუნდაც უბრალოდ ფეხით ვიარო, მე აქ ვზივარ კომპთან, როცა შეიძლება რამე მოხდეს ჩემს ცხოვრებაში გარეთ, მე შიგნით ვარ.
საღამო კი, საღამო ჩემია მაგრამ დილით და დღისით სრულ თავისუფლებას რა ჯობია... ხანდახან საქმეზე ან შესვენებაზე გასულს განსაკუთრებით მძაფრად მიგრძვნია ეს, როცა ჰაერში რაღაც ძალიან კარგი განწყობაა, როცა ამინდიც არაჩვეულებრივია (შეიძლება ეს ზამთარიც კი იყოს და ციოდეს, მაგრამ ჩემთვის არაჩვეულებრივი იყოს) და გრძნობ, რომ ახლა ოღონდ უკან მისაბრუნებელი არ იყო და ოღონდ გქონდეს ბევრი თავისუფალი დრო და საშუალება, იბოდიალო რამდენიც გინდა, სადაც გინდა, რაც გინდა ის გააკეთო, ვინც გინდა ის ნახო, სადაც გინდა იქ დაჯდე, რაც გინდა ის აკეთო, ოღონდ ეს ”უნდა” არ იყოს ცოტა ხანი... :(
მაგრამ რას იზამ...
ხანდახან ყოველ წამს სხეულით შევიგძნობ, მართლა გეუბნები და უზომოდ მიყვარს ხანდახან ცხოვრება, ვივსები და მინდა რომ შევირგო ყველაფერი დადებითი, ისიც კი, რაც ხელშესახები არ არის და წამიერი განწყობაა
აუ რა ვიბოდიალეეე :) უბრალოდ შენმა ნაწერმა ბიძგი მომცა და რასაც ვფიქრობ ხოლმე უცებ გადმოვღვარე :)
და ასოები გამოვტოვე მგონი, არასწორად დავწერე რაღაცეები და ა.შ. მაგრამ არა უშავს, ასეთ დრრ ოს არ ვაკონტროლებ ხოლმე თავს, ჩქარა ვწერ და თან აქ ვერ ვაედიტებ :)
ოჰ, რა დროს ედიტია კაცო:)))
იცი რა გამახსენდა? ბულიკა:)) ჟიზნ პრახოძიტ მიმა რაა:))))))))
ერთი თბილი შაუდღე მაქვს ჩარჩენილი გონებაში, იცი?... მზიანი, უხმაურო, ცვეულებრივი...
სამსახურიდან გამოვედი რაღაცის საყიდლად, დიდი პოპული როა კოლმეურნეობის ბაზრის ადგილას აი მანდ.
დაბარათაშვილიდან შმეოვძვერი არკაში, მანქანა ქუჩის პირას დავაყენებინე განგებ, ისე მომინდა ფეხით გავლა ნელა, ეზოებზე... აუუ, ის გრძნობა არ მავიწყდება, რა ვქნა:) სადღაც დღის პირველი საათი იქნებოდა ალბათ, მოვდიოდი, ოფისის სუნით გაჟღენთილი, რაღაცნაირი ყოველდღიური მე, და უცებ ადამიანები... ვიღაცა საყვარლად დაბრეცილი ძველი აივნიდან ეძახდა მეორე ვიღაცას ეზოში, ორივეს ეცალა იმ გაგანია შუადღეს, ოთხშაბათ დღეს, რო ერთი აივანზე მდგარიყო გაჩეჩილი, ზარმაცად მომღიმარი და მეორე ეზოში პურზე ჩამოსულიყო... წარმოგიდგენია? ჩვეულებრივად იყვნენ, და ის ეზო იყო ყველაზე მყუდრო და მშვენირი ადგილი იმ წუთას ჩემთვის. გავჩერდი და უბრალოდ ვიდექი რამდენიმე წუთი. იცი რა სიმყუდროვე იდგა? არასდროს არ დამტოვებს ალბათ იმ სიყუდროვის და გაჩერებული დროის შეგრძნება:)
სულ ასე დავდივარ იმ სუპერმარკეტში მას სემდეგ, გამოვძვრები ხოლმე არკაში და ღიმილით ვეძებ მსგავს სცენას...
ვო მუსარნი იაშჩიკ, ა ტამ ჟენშინა კურილა:))
ციიის, რა ძალიან საყვარელი ხარ:)ასეთი რამეების თქმა მინდება ხოლმე შენთვის, და კიდე რამდენიმე ადამიანისთვის:) და ეს ძალიან მახარებს, იმიტო რო ვიცი რასაც ნიშნავს ჩემთვის სადღაც შიგნით, როცა შემიძლია და მინდა რო ასეთ რამეებზე დაგელაპარაკო:)
უკომენტაროდ რომ დავტოვო ეს ყველაფერი და ძაააალიან თბილად გაგიღომო, აი ასე, რა... :) :) :) :):) :)ხომ მიხვდები?! :) :) :) :) :)
პ.ს. ვგიჟდები გონებაში ჩარჩენილ ასეთ მომენტებზე... :)
რობოტა და რობოტუნები :))))
აუ რა ვქნა, არ შემეძლო არ დამეწერა :))) უცებ მაიმუნობის ხასიათზე დავდექი და რობოტზე ეს გამახსენდა :))))
გელოდიიიი:):):)
სწორედაც არაფერი ჯობია თბილ ღიმილს, ჩემო ლამაზო, გულიანს:) შემოგევლე:)
კაარგი, ახლა შეიძლება მუშაობაც დავიწყო:)))
ისა, რობოტა და რობოტუნები მულწიკია ხო?:)))))
ხო, რაღაც თანამედროვე რობოტული მულტიკი, აი ისეთი, მულტიკი კი არა მულტიპლიკაციური ფილმი უფრო რომ ჰქვია :)))
Post a Comment