რა ბნელი დღეა...
ჩემი ფანჯრის წინ ხე მოუჭრიათ, ბებერი იყო და მაინც წაიქცეოდაო.
უცნაურია... უზარმაზარი ხე იყო, მთელი წელი გვერდით ავუვლიდი, ჩავუვლიდი, შემოვუვლიდი კიდეც ალბათ და არც შემიმჩნევია, რო მოუჭრიათ. მითხრეს პროსტა.
გუშინ ძალიან მსუქანი, პატარა და კოტიტა კაცი ძალიან გამხდარ, საკმაოდ მაღალ და გაუგებრად მორცხვ ქალთან ერთად კონსპირაციულად შემოვიდა თითქმის ცარიელ კაფეში. ერთხანს მაგიდას არჩევდნენ (ორასი ცარიელი მაგიდა), უხერხულად გაიარ–გამოიარეს, სკამი ხრიგინით გადააბრუნეს, ბოდიში მოიხადეს, ნათურა გამოართვევინეს, როგორც იქნა დასხდნენ და რაღაც შეუკვეთეს – როგორც მერე აღმოჩნდა, ორი ადამიანისთვის ზედმეტად ბევრი. ქალმა დაბნეულად დაიწყო თმის გასწორება, მერე უცებ გაახსენდა რო პიჯაკი ეცვა და მგონი გაუხარდა, რო რამდენიმე წამი შეეძლო მისი გახდით და სკამის საზურგეზე დაკიდებით დაკავებულიყო და საქმიანად აწრიალდა...
აუ არ უნდოდა იმ ქალს იმ კაცთან, მარა იყო... თვითკმაყოფილი კოტიტა სკამზე ოდნავ გადაწოლილი უყურებდა, ბრიყვული ღიმილით. იმას უნდოდა.
მეორე წყვილიც რო შემოვიდა, ვეღარ გავუძელი და გამოვიქეცი
Friday, March 28, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
10 comments:
მაგრა აღწერე.
აი იმენნა დავინახე :)
:)
Yeah, it was a disaster...
ბღავო : )
აუ ქეეეეეთ!
ნუ!
საღოლ! :)
ჰარც:))
:)
Muagaria!!!!
:)
მსგავს სცენებზე ბევრი მიკაიფია. ვაბშე არსებობს თბილისში ზავეძენიები, სადაც იმენნა ეგ პონტია სულ..
ანუ ეგეთი ტიპები დადიან...
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, რომ ესეთი ხარ.
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, რომ ესეთი ხარ.
მე უფრო, მე უფრო მიყვარხარ!:))
ჩემო თაფლაკვერო:)
Post a Comment