Wednesday, March 26, 2008

ო–ლა–ლაა

აუ ნახეთ რა ვიპოვე...
მერი შერვაშიძე, ულამაზესი...
ფორუმ.ჯიზე ბარკემპის თემას ვეძებდი და წავაწყდი მეგრული ვიკიპედიის (!) ლინკს, რათქმაუნდა თავქუდმოგლეჯილი შევვარდი და აი ეს აღმოვაჩინე...
მაგარი ამბეფი (!) წერია, ერთ სიტყვა ვერ გავიგე საქორთუოს გარდა, მარა ფოტომ მომხიბლა...
როგორი ძალიან ქართული გარეგნობა აქვს, არა? სახის მოყვანილობა, თვალ–წარბი, ცხვირი, თხელი ტუჩები.
თხელი ტუჩები არ მიყვარს ისე, მარა გვჭირს ეს უბედურება.
ოღონდ მერი შერვაშიძეს ეს არ ეხება

1 comment:

© said...

ქეთ ვერ ვიხსენებ, რომელ ჟურნალში იყო. მგონი ცხელ შოკოლადში... ან... არ მახსოვს. სადღაც ვიყავი, არ მახსოვს, სპეციალურად რომ არ მიყიდია - ეგ მახსოვს, რაღაცის მოსაცდელში ან ვიღაცასთან ხელში რომ მოქხვდება და დროის გასაყვანად გადაფურცლავ, ასე გადავშალე ჟურნალი, მახსოვს, ამ ზაფხულს იყო... ხოდა იყო ზუსტად ცნობილ ”მუზებზე” და მათ რეალურ ცხოვრებაზე, მოკლედ. იყო მერი, თამუნია წერეთელი და თუ არ ვცდები ეკატერინე ჭავჭავაძე. და სახე - როგორიც შექმნეს პოეტებმა და სახე - როგორიც იყო სინამდვილეში. ცოტა ნაღვლიანი სტატია იყო. რეალობა ყოველთვის არ არის ისეთი, როგორსაც გვიხატავენ ან გვინდა რომ იყოს.

და ტიციანი თავის ცოლს აკითხებდა პირველ რიგში თამუნიაზე ლექსებს და წერილიც კი მისწერა, ქალაქში ძალიან ლამაზი ქალი გამოჩნდა, და რომ ჩამოხვალ მინდა განახოო :) და ანახა...
და ნინომ მოუწონა :) არ ეჭვიანობდა, პირიქით, მისი ინიციატივით დაიბეჭდა ეს ლექსები მგონი...

ასე უყვარდათ საქართველოში... :)