Sunday, March 16, 2008

ასე ვერ გავფრინდებით


წუხელ ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსი აჩვენეს, გამეორებით (!)
ეყოფა ბელგრადს თავისი გაჭირვება, გადაბუგულია ისედაც, დაანებეთ თავი, არ წახვიდეთ და არ იმღეროთ ასე, არააა...
საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე დევს იმ სიმღერების ჩაწერილი ვერსიები, წუხელ რო უჟასში ჩამაგდო. კაცო, ერთი–ორი სავსებით მოსმენადი აღმოჩნდა. რა იყო ეს სცენაზე... სრული კაკაფონია.
ვაიმე რა საშინელება იყო გახსნა... არანორმალური შინამანაკენა გამოვარდა, მიეჭრა წამყვანს, ყვითელ სანდროს, რომელიც ძაან დაბნეული ჩანდა და რაღაცეებს გაიძახოდა, ეცა და გამოგლიჯა მიკროფონი... ეს ასე იყო ალბათ ჩაფიქრებული, ნიჭიერად, როგორც მგონია... რას გაკიოდა, რა იყო ეს, უიმმმმ. ვინაა საერთოდ ეს ქალი, გადამალონ, ჩაკეტონ სადმე და ჩააცვან სმირიწელნაია რუბაშკა.

3 comments:

Tiko said...

უიმე მართლა : ))) რა კარგია აი თურმე ტელევიზორს რომ არ ვუყურებ,ეგეთებს მაინც არ ვნახავ : )

მარაზმია რა,არაფერი ეშველება მაგათ !

Dv0rsky said...

მეც არ ვუყურებ, თანაც ზუსტად ვიცი, რომ უჟასია

ketketa said...

კაი ნუ გადაყრით ახლა ტელევიზორებს:)