Saturday, March 15, 2008

ზღვა წავიდა

გაცილებით მარტივია, როცა იცი, რას უნდა ელოდე. იმიტომ რომ არ გაფორიაქებს სასურველი და სინამდვილეში შეუძლებელი რამეების მოლოდინი. მშვიდად ხარ, გეღიმება ცოტა სინანულით, მაგრამ სამაგიეროდ მშვიდად ხარ...

თუმცა იმასაც ამბობენ, რომ შეუძლებელი არაფერია.
მარა ეს სულ სხვა კონტექსტია (ან სხვა ტაში)

3 comments:

© said...

ხო, მართალი ხარ. შეიძლება მარტივი არ არის, მაგრამ ბოლოს და ბოლოს რომ გაითავისებ რეალობას, თუნდაც ტკივილამდე მიუღებელს და არასასურველს, მერე მშვიდდები და მიდიხრ უკვე შენი გზით. შეიძლება ძალიან მშვიდად და მხიარულადაც კი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვი: ”ა, არა?! კაი მაშინ” - და ეგრევე გადაგიარა ყველაფერმა და დაგავიწყდა. უბრალოდ რაღაცნაირად თავს არიდებ ამაზე ფიქრს და ცდილობ გადაერთო. ან კი არ ცდილობ, თავისთავად ჰგამოდის, ავტომატურად და ეს კიდევ უფრო უკეთესია, ძალდაუტანებლად რომ ხარ კარგად. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ გაგიარა....

რა მარტივია სინამდვილეში ყველაფერი, არა?

все гениальное просто

ketketa said...

აბსოლუტურად მართალი, ხარ, ცის...
ყველაფერი სწორედ ეგრეა.

და ეს არ ნიშნავს, რომ გაგიარა...

TEONA said...

ზღვა არ წასულა... არც წავა თუ არ გაუშვი...