Friday, March 7, 2008

ზღვა მოვიდა ჩემთან...

მოვიდა...
ჩემს ოცნებას აეკიდა და გამოჰყვა...
გამიღიმა
იცოდა, როგორ ვფრთხილობდი, მე თვითონ მინდოდა მისვლა ზღვასთან და ვერ ვბედავდი
ისე გამიღიმა, რო მივხვდი, იცოდა
და სუნი მოჰყვა საოცარი, ჩემი საყვარელი სურნელი...
ჩემი სიჩუმე ჩამომიტანა ზღვამ, და გაშტერებული, მოხიბლული მზერა...
ყველაზე ალერსიანი სიო და შხეფებიც

ოცნება ჩასახლდა ზღვაში თუ ზღვა ოცნებაში, ამერია უკვე
მაგრამ ისე ცხადად მოვიდა ზღვა, მემგონი ოცნებას მობეზრდა და სინამდვილეს მიანდო რაღაცეები...
და მე ეს უსაშველოდ მიხარია:)
იცი რამხელა ზღვაა გულში?? მე როგორიც მიყვარს, ზუსტად ისეთი
გრილი, ლივლივა და ალერსიანი
მზეს რო ეთამაშება, ისეთი
მაცდურად რო გიღიმის და გიტყუებს, რო მოგეფეროს, აი ისეთი
შენი გამოშვება რო ენანება მკლავებიდან და შენც რო არ გეთმობა, აი ისეთი

დარჩეს ჩემთან ჩემი ზღვა, რა იქნება... :)
არ გადაუაროს და დარჩეს...

4 comments:

© said...

დარჩეს ქეთ, დარჩეს! მოქცევა იყოს მუდმივი, ხო?! :)

იყოს! :) იქნება! :)

ketketa said...

:):):)

Anonymous said...

ზღვა, რომელიც სულ შენთანაა. დაე მუდამ იყოს ზღვა.... და მზე...და სოსოია:-):-):-):-)

ქეეთ, შენ გადაცურავ ზღვას:-)

ketketa said...

კალოო:)))
მინდა მინდა, მზეც მინდა და სოსოიაც:)))

აუუუ, მე გადავცურავ ზღვას??:)
რა ფანტასტიურია:)