Thursday, March 6, 2008

თავისუფლება
თავისუფლება...

როგორ მიილტვის გული და სული, იყოს თავისუფალი...
გასკდა თავი ფიქრით და გული ღელვით...

გეგონა, იყავი თავისუფალი??
ვერ მოგართვეს
მორთმეული თავისუფლება, ხონჩით. ჰმ, კი როგორ არა...


ჯგრაგი...
ამეკვიატა დღეს მთელი დღე. სასწაული სიტყვაა, ღმერთმანი...

5 comments:

© said...

თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა
როგორც დაღლილ(?) ირმის ჯოგს წყარო ანკარა


:)

ხანდახან არ გინდა ხოლმე რომ რაღაც გაარღვიო, რაღაც უხილავი?

ketketa said...

იცი როგორ, ცის???? იცი როგორ მინდა??
ფილტვების დახეთქვამდე ჩავისუნთქო და გავარღვიო რაღაც საშინელი აბლაბუდა...

Anonymous said...

მე თავისუფალი ვარ.

მერე რა რომ ათიდან შვიდამდე ამ ციხეში ვზივარ.

მაინც თავისუფალი ვარ. ვსო.

და ყოველთვისაც ვიქნები

:-):-)

ketketa said...

მალაჩინა, კალერ!!
მაგარია ძაან:))

© said...

ეხ, ვინ თქვა რომ არ ვარ თავისუფალი? მაგრამ მე მეტი მინდა. რაღაც სხვა, ბევრად მეტი, იმის გარღვევა რაც არ ჩანს და სიტყვებით არ გადმოიცემა. რასაც მხოლოდ გრძნობ და სახელს ვერ არქმევ