Wednesday, March 5, 2008

ჩაიდანი (ან ჩაინიკი)

საშინელი შეგრძნებაა შიში
მარა ჩვეულებრივი შიში, აი მაგალითად სიბნელის ან 'ვაიმე, არ დავეცე, რა მოყინულია' შიში, ან ძაღლი რო მოგდევს, ის შიში ფაფის ჭამაა ფაქტიურად იმასთან შედარებით, როცა გეშინია, რამე არ შეგეშალოს... არ გააფუჭო ძალიან სათუთი ურთიერთობა, შიში წარუმატებლობის, სინანულის შიში...
მუხლი რო გეკვეთება, ცივი ოფლი გასხამს, გაზმორება რო გინდება დაძაბულობისგან... და ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა მარტო ხარ საკუთარ თავთან და ფიქრობ აი იმ არგაფუჭებაზე...
პირისპირ შენი შიშის ობიექტთან რა მოგივა?! შეიძლება ჩაიფსა.
ანდა გაძერზკდე და არაფერი შეიმჩნიო (არ დაიჯეროთ:))

ძაან ამპარტავანი ბუნებისაა ადამიანი.
და მე რაღაც ძაან ვშიშინებ დღეს. ნუ დურა.

არადა ობიექტურად ვხვდები, რომ საერთოდ არ უნდა მეშინოდეს, აი ვაბშე:)

6 comments:

Anonymous said...

გაძერსკება მაგარი იყო:-):-)

ყურშასავით უნდა გაყოყოჩდე მაგ დროს და ქუჩაში კასტილებიანი მოხუცები წააქციო:-):-) ჰაარც, გაგიჟდი, ვხუმრობ:-)

ნუ გეშინია ქეეთ, ყველაფერი კარგად იქნება. :-)

ketketa said...

აუუ, მაგარი მულწიკი:)))))))

ისე ეგ ყურშაც მაგარი ჩაინიკი იყო, ჩვენში დარჩეს:)))

ყველაფერი იქნება კარგად, ან არც ისე კარგად, ოღონდ ცუდად არა, ხო?:))

Anonymous said...

არა, ცუდად არ იქნება. შენ არ უნდა დაუშვა რომ ცუდად იყოს. და ისა, ითონი არ შემოახედო აქ. ყველაფერს გააფუჭებს:-):-):-)

ketketa said...

ჰაააააააარც:))))))
კიდე კაი ეზარება, გუშინ მითხრა:))))

Anonymous said...

ყველაფერი ბევრად უფრო მარტივადაა ქალებო.

უბრალოებაშია მთელი მარილი.

გინდა?
მიიღე.
თუ მასაც უნდა ცხადია.
თუ მას არ უნდა..
აზრი არ ავქს, გინდა გაყოყოჩდი, გინდა გეშინოდეს, გინდა ძრწოდე, გინდა ყურებით იარე ბახამრომდე.

იქითა ანუ აქეთა მხრიდანაც ასეა.

ვაბშე,

მშვიდად, და სადად იმოძრავეთ

ketketa said...

:)))))))
სუფთა კაცური კომენტარია, კლასიკური:))