Thursday, May 31, 2007

შხაპუნა წვიმაც მინდოდა დღეს, მაგრამ ...:)


შოპენს უკრავენ...
და ჯაზს

შენობის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ცოტა გაახალისოს გარემო, ფოეიში პატარა გალერეა მოაწყო და კედლის დინამიკებით ლამაზ მუსიკას გვასმენინებს. ძალიან მსიამოვნებს.
დღეს რაღაც მშვიდი დღეა, საქმე – ადამიანურად ცოტა, ბოსი – გასული...
ფიქრისთვის, ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის, იდეალური გარემო
ძაან დავიჩემებ ხოლმე, არ ვოცნებობ, მხოლოდ ვფიქრობ მეთქი, მაგრამ ოცნების ელემენტები მაინც არის ყველა ფიქრში... არადა რაღა დროს ოცნებაა ჩემს ასაკში:))
ჩემი ჯაზ–კლუბი მინდა მქონდეს... ცხადია ოცნებაა, აბა ფიქრია ახლა ეს?:)
ადამიანები თავიანთი ნებით არ უსმენდნენ რადიო არ დაიდარდოს, ესეც ოცნებაა
ყოველ კუთხეში დაბეჩავებული მათხოვრის უბედურ თვალებს არ ვხედავდე, ესეც...
სიკვდილი არ იყოს ასეთი საშინელი რამ, ესეც.
დღეს ჩემი უსაყვარლესი ერთი ორი ადამიანი მაინც მანახა და მომაფერებინა – ნუ ამაზე ვფიქრობ:)

2 comments:

Anonymous said...

შენი ფოტოა?

ketketa said...

არა–ა:)
სადღაც წავაწყდი და ისე მომეწონა!:)