Saturday, May 26, 2007

ტოტო ტო?!


ისტერნ პრომოუშენმა გადაწყვიტა ჯაზისგან ცოტა ხნით დაგვასვენოს და იზი ლისნინგზე გადაგვიყვანოს– დღეს ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს ტოტო კუტუნიო თავისი კონცოთი ქუჩაში, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ქართული ფორმით, ფიცრის სცენაზე ... ტოტოს სტატუსის მითითება არ სჭირდება, ტოტო ტოტოა, ძაან გავს ქართველს და საერთოდაც, ჩემ ბავშვობაში ჭორი დადიოდა ქართველი ყავს დედაო კაცოო, გრძელიშვილის ქალიო:))

და რატო ტოტო? რა შუაშია საერთოდ დღეს? ეტყობა გავლით იყო სადმე კავკასიის რეგიონში (!), ისე საეჭვოდ მალე მიფრინავს, უეჭველად ასე იქნება... ჰოდა შემოიარა რა, ასეთ ამბავს კი არ ელოდა, თორე შორტებით არ წამოვიდოდა, შარვალს მაინც ჩაიცვამდა და ცოტა სოლიდურად გამოჩნდებოდა ხალხში, მის ასაკში სოლიდურობა ძაან კსტაწი იქნებოდა:))

არა ტოტოს არაფერს ვერჩი, ბავშვობაში ვეცემოდი ისე მიყვარდა, ფირფიტები მქონდა გარეკანზე ცოტა მკაცრგამომეტყველებიანი, შავთმიანი სიმპატიური კაცის გამოსახულებით, რომელიც გარეგნობის ძალიან შესაბამისი, ოდნავ ხრინწიანი ხმით მღეროდა მელოდიურ სიმღერებს, ბავშვის ყურს რო სასიამოვნოდ და ადვილად ხვდებოდა ისეთს... ვმღეროდი კიდეც, მაშინ ლაშატე მიკანტარეს და აჯესკო ჯუსეის (ეგრე მესმოდა, რა ვქნა. ეს სტივი უანდერიც აქცენტით მღეროდა მაშინ:)))) ერთნაირი თავდავიწყებით:)
დედა როგორ დაბერებულა დონ ტოტო, რა ვნახე ეს...და თმა? საერთოდ აღარ აქვს ის თმა, უფრო სწორად ვარცხნილობა, კაცზე და ქალზე ერთნაირად რო გამოიყურება და "იტალიანკა" რო ქვია, ლოლ. არა კი არ გასცვენია, გადაპარსული აქვს მგონი, თმის ადგილას თეთრი ქუდი აქვს ახლა და მკაცრ გამომეტყველებას უხეირო მუქი სათვალე უფარავს
ჰმ, სონო ლ'იტალიანო...
ახლა ჩვენთვის წაიმღერა სონო ჯორჯიანო თუ რაღაც, ჯერ სადა ვართ, სულიკოს რო იმღერებს იტალიური აქცენტით მერე იქნება ცრემლი თვალში...
რა კაცია?! :)

6 comments:

hoki said...

აბა სადაა ზმანები.. closet closet.. მაგარი იდეაა

და შენ რომელი keta ხარ? მე რომ მგონია ის? ტყუილები რომ გიყვარს, ტელევიზორთან ყავა დავტოვეო? (ეეჰ, ვდგავარ საცოდავად და თვითონ ვადუღებ და ისევ ან უშაქრო იქნება და ან გადმოვა და ან კიდევ რამე)

და მაგ კაცს რაც შეეხება, მაგრად მემახინჯება.. ალბათ გემოვნება არ მივარგა ;))

hoki said...

უიმმეე.. მაიმუნი ყოფილხარ.
მაიმუნებს ვისაც ვიცნობ ყველა მაგარი ხეებზე კიდია ;D

მაიმუნის თაობაზე მგონი ზედმეტად მშვიდი პოსტები გაქვს.
თუ, როგორც ყველა გამოცდილი მაიმუნი, ცდილობ თავი შეიკავო და შოკში არ ჩააგდო ხლხი??

ძალიანაც ტყუილად
მიდი, დაცხე, მაგათ სხვანაირად მაინც არაფერი ეშველებათ ;D

ketketa said...

ხოო, ის ქეთა ვარ:))
კაცო, რა სამზარეულოშიც ვიჯექი, ისეთი ყავა გაგიკეთე:)))
ძაან მიხარია, რო ჩემი ჩულანჩიკი მოგეწონა:))

მაიმუნი და ოხერი ვარ, კი:)) ოღონდ გამოცდილი მაიმუნი როგორია არ ვიცი:)

ketketa said...

ტოტოს მუსიკისადმი დამოკიდებულებით არ განისაზღვრება გემოვნება მაინცდამაინც,
დარწმუნებული ვარ თავადაც ასე ფიქრობ:))

საწყალი, ავად ყოფილა.
ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში კი მოუსმენს აბა კაცი ერთი–ორ სიმღერას:)

Anonymous said...

xo, mec vifiqre, rom avad aris da tmebi gascvivdatqo.
tumca martla azrze ar iyo ratom iyo da saertod ra SuaSi iyo.

ketketa said...

ხო, აი ზუსტად.
ძაან კი გაერთო ისე:)
სცენიდან რო დირიჟორობდა მაგრად ვიცინე, და ამდენი უსმენო ადამინი ერთად რო ღრიალებდა, სახე რო წაუხდა:))))