Wednesday, August 4, 2010

სალьონში გაკეთებულივით

გუშინ მკვეთრად ყვითლად თმაშეღებილი ქალი შემოვიდა სალონში და აშკარა ლაქუცით დაუწყო ლაპარაკი დაღლილ პარიკმახერს (დიახ). ორი მოთხოვნა ქონდა: ერთი რო რაიონში მიდიოდა გასვენებაში და რაღაცა ძაან–ისეთი–კი–არა–მარა–თმის–გაკეთება–უნდოდა–რაღაცნაირად–უცხოდ. და მეორე, დილით უნდოდა ძაააან ადრე, ასე ცხრის ნახევარზე და ხო მოვიდოდა ის პარიკმახერიიიიი?
მერე ერთი საათი საოცრად შეზღუდული ქართულით უხსნიდა, როგორი ვარცხნილობა უნდოდა. თვითნ ვიკეთებო სახლშიო, ასე შევიკრავო და მერე ასე გადმოვიწევო და პირდაპირ სალьონში გაკეთებულივითააო, რაცხაო (!). რაიონში მიდიოდა ეს რაცხა. და სალьონში გაკეთებულივით... ძალ–ღონეს მაცლის ეს გლუვტვინიანობა, რა ვქნა...
მის გადამწვარ და გასაცოდავებულ თმას რო შევხედე, კაი გვარიანი სამუშაო ელოდა წინ პარიკმახერ ნინოს, მარა რა ექნა, ვითომ პრობლემა არ იყო, ისე გაუღიმა და შეპირდა დილას ადრე მოსვლას.
მთავარია, რომ რაცხა რომ რაიონში ჩავიდოდა გასვენებაში, მთელი გასვენება მის ცქერაში იქნებოდა, ვიღას ეხსომებოდა მიცვალებული, აბა! სხვას რას ემსახურება გასვენებები. მთავარია მწუხარე სახით დადგე ნაცნობების წრეში და კონსპირაციულად ათვალიერო ვის რა ეცვა და ვინ რით მოვიდა და რო მოვიდა საერთოდ.
ტოტალური სოციალური სასოწარკვეთილებაა ირგვლივ, შერეული სიბნელესთან და არარეალიზებული ემოციების და ურთიერთობების ისეთ დოზასთან, რომელსაც რა ძალა ეყოფა გასანეიტრალებლად, კაცმა არ იცის. არც ქალმა.

Tuesday, July 13, 2010

You guys need a new friend. I'm boring already

დაიწყო ეს ზაფხულური სიზანტე, რო გგონია, ყველაფერს 'მერე' გააკეთებ. ოღონდ ეს 'მერე' სექტემბრის შუა რიცხვებამდე არ დგება, როგორც წესი.
მზეზე დახრუკული გოგოების სიარულიც დაიწყო ოფისში. კმაყოფილი წითელი სახეებით რო დადიან და არ იმჩნევენ რო ზურგი აქვთ დამწვარი. ყველას წითელ სახეზე ერთი მოლოდინი აწერია – როდის შეიმჩნევ, რო ზაგარი აქვს და ერთი–ორ სიტყვას ათქმევინებ გარუჯვის მისეულ ტექნოლოგიაზე.
სასოწარკვეთილი ერთნაირობაა ირგვლივ.
მარა ჯერ საკუთარ ერთნაირობას მივხედო მე და მერე ავიმრიზო 'ირგვლივზე', აჯობებს.
მეცამეტე დღეა, ჩემს სამუშაო რვეულში გასაკეთებელი საქმეების ზუსტად ერთი და იგივე ჩამონათვალი მეორდება. ჯიუტად ვიწერ იმავე სიას წინა გვერდიდან და ბრიყვული კმაყოფილებით ვხურავ რვეულს ხვალამდე. How lame is this?!

Monday, July 12, 2010

აწი რით გავერთოთ?:)

ოო, დამთავრდა ჩემპიონატი, თამაშების მოლოდინიანი საღამოები და რაღაცნაირობა...

Monday, June 28, 2010

მოსკვა–იერევან–ტბილისი

ჩემი და იმდენი ხანია არ მინახავს, მგონია რო რაღაც სერიალის პერსონაჟია უბრალოდ, რომელსაც კომპში მივშტერებივარ სხვა სერიალებივით. მულწიაშკა თამუნა.
ახლა ჩამოდის და ისე მიხარია, რო ვნახავ. ოღონდ აი მშვიდად მიხარია. რაღაცნაირად მარტო მე და თამუნამ რო ვიცით, როგორ გაგვიხარდება ერთმანეთის ნახვა, აი ისე.
წაიკითხავს ახლა ამას და იტირებს:)
როგორი მშვენიერი რაღაცეები არსებობს ჩემ ცხოვრებაში და მე რეებზე ვდარდობ. გაოცებული ვარ პირდაპირ საკუთარი უსაქციელობით.

Thursday, June 17, 2010

FIFA World Cup 2010 - stories in photographs

უკომენტაროდ.
სხვა ძალიან მაგარი ფოტოები ნახეთ ამ ლინკზე

Friday, June 4, 2010

და კეთილი:) გრილმზიანი:)

ემილი და იდა:)

მეთექვსმეტე დღე

გათავისუფლებიდან...
თექვსმეტჯერ თექვსმეტი დასტური რო არ მინდოდა ეს თავისუფლება მე.
არადა უნდა მდომებოდა. თავისუფლება ისეთი რამ არი, უნდა გინდოდეს. ბევრი რამის ფასად.
იქნებ კიდე თექვსმეტი დღის შემდეგ მივხვდე, რო მინდოდა და ღირდა. ან თექვსმეტი კვირის, ან თვის. უჟას.

საექსკურსიო ადგილებში კედლებზე ამოკაწრული ვიღაცის ცხოვრების ნაგლეჯებს გავს ხოლმე ასეთი ნაბოდვარი, რო არ ვეშვები და ვაქვეყნებ. რა იდიოტობაა. მერე ვზივარ და მევე ვკითხულობ ასევე იდიოტივით. არსაით პოსტებს.

ვერ ვიტან ნიშნებს. და ნიშნებს რო ყურადღებას ვაქცევ, ამას კიდე უფრო.