მემგონი დიდი მკერდი ქალებს უფრო აღელვებთ (ამ სიტყვის ძალიან ფართო გაგებით), ვიდრე კაცებს...
So NOT weird...
Thursday, June 14, 2007
Wednesday, June 13, 2007
Great Expectations?
ათასჯერ დავიწყე ეს პოსტი და ათასჯერვე წავშალე...
რა მჭირს
თუ არ მინდა საკუთარ განცდებზე წერა, რა მრჯის ერთი...
მარა თან რო მინდა და თან თავს ვარიდებ იმიტო ვმუშაობ დღეს წამშლელად, ფიჰ...
რაღაცას ვებღაუჭები მთელი შერჩენილი რომანტიულობის გამოსაკვებად და რას მეც არ ვიცი. რაღაც აბსტრაქტულს, ძალიან რომ მინდა, ისეთს.
რაღაც პერიოდი საერთოდ დავიცალე სენტიმენტებისგან, ეს კარგი იყო, ზედმეტი მოვიშორე, ხელს მიშლიდა. მარა ახლა რაღაც ისევ წამოიწია ამ ყველაფერმა. თუმცა ეს ის არ არის, რაც იყო. აღარ მაღიზიანებს, ეს რაღაც დადინჯებული, მშვიდი, ზომიერი სენტიმენტებია, გამართლება რო მოეძებნება ისეთი.
და მოლოდინი??
რაღაც კარგის:)
მშვენიერია

Tuesday, June 12, 2007
David Letterman Top 10 George Bush Moments
'Accidental President' :)))
დიდი ადამიანები (ნაწილი I)

მაჰათმა განდის ქანდაკება ლონდონში, Tavistock Square Gardens
კიდევ არის ნიუ იორკში, სამხრეთ აფრიკაში, პიტერმარიცბურგის ცენტრში, ინდოეთში ცხადია...
კიდევ ბევრგან...
Monday, June 11, 2007
ნიუჟელი ჯინსების ბრალია??
ეგეთი ანეკდოტი იყო, აბსურდზე ვფიქრობდი და გამახსენდა...
ტიპი რო მიდის ექიმთან ჩივილით, ფეხები მილურჯდება ქვემოდანო და ეს დეგენერატიც რო არწმუნებს, განგრენა გაქვს და ახლავე უნდა გადაგსხიპო მუხლებშიო... რამდენჯერმე რო გამეორდება ეს, მოსაჭრელი რო აღარაფერია, ჩაფიქრებული რო ამბობს:
– კაცო, ნიუჟელი ჯინსების ბრალია?!
ჰოდა ნიუჟელი სრულიად აბსურდული ნოსტალგიის ბრალია, ასე გადარეულები რო ელიან ლაიმა ვაიკულეს, იოსიფ კობზონის, ალა პუგაჩოვას (! ღმერთო, რამდენი არიან...) კონცერტებს ამ ქალაქში??
რა მოვლენაა საერთოდ ეს რუსული ესტრადა, ვერ გამიგია...
ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, რას მღერიან, რას უკრავენ, რისი თქმა უნდათ, რატო უხდიან ამაში ფულს??...
ვაააახ!

რა ვქნა, ჩამოვიდე? თუ დავრჩე აქ, მთვარეზე??
უცნაურია, რამდენჯერმე ძაან შევცდი ადამიანის შეფასებაში.
არა, უცნაური რაა, ღმერთო ჩემო, მე, ასეთ ჭკუის კოლოფს და მახვილგონიერს, ეს როგორ მომივიდა მეთქი კი არა, მარა შემრცხვა საკუთარ თავთან, ასე რო ვცდებოდი.
განსაკუთრებით კაი ტიპი რო ვიგინდარა გგონია, ესაა უხერხული, მსუბუქად რომ ვთქვათ...
ვიგინდარა რო კაი ტიპი გგონია ეს უხერხული კი არა რეგვენი რო ხარ იმას ადასტურებს ცხადია, მარა ნუ... თვალი ავლესე უკვე, ცოტა აზრზე მოვდივარ, ასე მგონია...
თავს რო ირწმუნებ, ნუ არც ისე სულელი ხარ, გოგონი, რა მოხდა მერე, ვინ არ შემცდარა... უიმმმ, ეს ბრტყელ–ბრტყელი გამონათქვამები...წიპა, თავს როგორც დაიფასებ ისე დაგაფასებენ (!!!), პირველად ჭირს თორე მერე წყალივით მიდის... blah-blah...
ჩემები მეუბნებიან, რაღაც მოწყვეტილი ხარო რეალობას, შენი სამყარო გაქვსო, რაც მოგწონს და გიყვარს, მხოლოდ იმას ამჩნევ და იმითა გაქვს თავი გამოტენილიო, შენი წიგნები, ტელევიზორი, ინტერნეტი... რეალურად რეალური არააო... ადამიანებთანაც ასე ხარ, აღიქვამ მხოლოდ იმათ, ვინც შენი აზრით ამად ღირსო.
მერე ისეთი თვალსაჩინო რეალობები მომიყვანეს მაგალითად, გული გამისკდა, თავი დამანებეთ, არ მინდა ეგეთი რეალობა–მეთქი...
ნეკზე გრძელფრჩხილიანი, არდაიდარდოს ფანი, საკუთარ თავში გაუგებრად დარწმუნებული არაფრისმაქნისი რეალობები არ შემიძლია ნამდვილად...
არადა ეგაა ეს ოხერი...

Subscribe to:
Posts (Atom)