Saturday, September 24, 2011

True man, cup o' tea...

ტრუმენ კაპოტე თუ კეპოტი?
მემგონი ტრუმენ კაიტიპი.
ამ სიბერეში აღმოვაჩინე გადასარევი ავტორი, ძალიან საჩემო. დე, უკითხავად წამოვიღე, დაგიბრუნებ:)

14:14
მაინც მეღიმება ამოჩემებულ დამთხვევებზე. 'სულ ასე რო ხდება', რო გაფიქრებინებს, რაღაცას ნიშნავსო, აი ამაზე მეღიმება. არადა არაფერი, უბრალოდ ემთხვევა, ისტერიჩკასავით ყოველ ორ წუთში რო დასქცერი საათს, დაემთხვევა აბა რა ჯანდაბას იზამს. გაჭრილი თითიდან სხვა რა გამოვაო, სისხლი თუ არაო, კალე რო ეღადავება თავის თავს.
მამა ისე მიყურებს ხოლმე, როგორც სასწაულს:) ამაზე დიდი ბედნიერება არ ვიცი.
ადრე მისი უზარმაზარი, სასაცილო სათვალე რო მიყვარდა, და კიდე გაზეთის კითხვის  მანერა, და სუნამოს სუნი დედაჩემის ოთახში, ხო გახსოვთ? ახლა უფრო მიყვარს.
ხანდახან აღმოაჩენ ხოლმე ადამიანი, რო ყველაფერი გაქვს სინამდვილეში. დაუჯერებლად ჩვეულებრივი სასწაულიკოები:)

რომელიღაც სერიალიდან სილის გაწვნის ხმა მომესმა. დაერხა ხოსეფინა დელ კარმენ ბრძგვანჩესს...

5 comments:

kalo said...

ტრუმენი კაია კიი. ფილმიც ნახე, გაიმძაფრე მოწონება :-)))) Capote - ასე ქვია.

ketketa said...

ვიცოდი, რომ შენ გეცოდინებოდა:))
:ვიცოდირომჩამომიტანდი: :))))))
უნდა ვნახო ეგ ფილმი, კი, ჯერ მე თვითონ ვაიასნებ ურთიერთობას ტრუმენთან და მერე:)))))

Keti said...

ჰო, ჯერ თვითონ ჯობია :) ჯერ ფილმი მე თავგზას მირევს ხოლმე :)

როგორც სასწაულსო <3

Anonymous said...

me shen miyvarxar qet :*
budu

ketketa said...

ვგიჟდები, ისეთი სიხარულით შემიძლია გითხრა, რო მეც ძალიან მიყვარხარ, ბელა:):*