Friday, June 4, 2010

მეთექვსმეტე დღე

გათავისუფლებიდან...
თექვსმეტჯერ თექვსმეტი დასტური რო არ მინდოდა ეს თავისუფლება მე.
არადა უნდა მდომებოდა. თავისუფლება ისეთი რამ არი, უნდა გინდოდეს. ბევრი რამის ფასად.
იქნებ კიდე თექვსმეტი დღის შემდეგ მივხვდე, რო მინდოდა და ღირდა. ან თექვსმეტი კვირის, ან თვის. უჟას.

საექსკურსიო ადგილებში კედლებზე ამოკაწრული ვიღაცის ცხოვრების ნაგლეჯებს გავს ხოლმე ასეთი ნაბოდვარი, რო არ ვეშვები და ვაქვეყნებ. რა იდიოტობაა. მერე ვზივარ და მევე ვკითხულობ ასევე იდიოტივით. არსაით პოსტებს.

ვერ ვიტან ნიშნებს. და ნიშნებს რო ყურადღებას ვაქცევ, ამას კიდე უფრო.

6 comments:

© said...

ქეთ, სანამ დღეებს ითვლი და კედელზე ციხეში მჯდომივით ხაზავ გასულ თუ გასასვლელ დღეებს, ასე იქნები :)

ასე რომ ეცადე მალე მორჩე ვადების და დღეების თვლას :) აი ამდენი დღე გავიდა, აი ამდენი მჭირდება კიდე და ა.შ.

უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს გააცნობიერე, რომ "თავისუფალი" კი არ ხარ, თა ვი სუ ფა ლი ხარ! :)

მიხვდი, ხო, განსხვავებას?! :) :*

ketketa said...

:)) კიი, თეორიაში იცოცხლე ვსხლავ, მარა ამოცანებზე რო გადავდივარ, აი მანდ მერხევა:))))
მემგონი ზუბრიაჩკა ვარ და სიღრმეებში იმიტო ვიჭედები:)))))))))))))))))))

Dv0rsky said...

რა ბაზარია?
რა გათავისუფლება?
საიდან?
რატომ?
ვისგან?
ყუფარაძემ იცის?
მურვანიძემ დაადო რეზოლუცია?

ketketa said...

ციხიდან, დვორსკ:)))

from my emotional prison:)
ყუფარაძე არ ჩავრიე, იგავ–არაკებზე ცოტა დელიკატური საქმე იყო და:))

ჰარც:)

Kalo said...

კაცო, არტემ ჩაჩანიძისთვის მაინც გეთხოვა კონსულტაცია. ლექსებს წერს კაცი ელემენტარულად, თან ძირითადად სიყვარულზე :-):-):-)

ketketa said...

მოტორბურთით რომ არ ყოფილიყო გატაცებული, აუცილებლად გავესაუბრებოდი არტემს:))))))))
ეს გაუგებარი ჰობი რაღაც რომანტიკაში არაკომპეტენტურს ხდის ჩემ თვალში, პოეზიისკენ სწრაფვის მიუხედავად:))))))))))))